ტყე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
იარლიყები: რედაქტირება მობილურით მობილური აპლიკაციით რედაქტირება
No edit summary
იარლიყები: რედაქტირება მობილურით მობილური აპლიკაციით რედაქტირება
ხაზი 1:
<3 :-) :-*
[[ფაილი:Swedish Pine Forest.jpg|thumb|260px|right|ფიჭვის ტყე [[შვეცია|შვედეთში]]]]
'''ტყე''' — [[გეოგრაფია|გეოგრაფიული]] [[ლანდშაფტი]]ს ნაწილი, იმ [[ხე]]ების, [[ბუჩქი|ბუჩქებისა]] და [[ბალახი|ბალახების]], აგრეთვე [[ცხოველები]]სა და [[მიკროორგანიზმები]]ს ერთობლიობა, რომლებიც თავიანთი განვითარების პროცესში ურთიერთდაკავშირებულნი არიან [[ბიოლოგია|ბიოლოგიურად]] და ახდენენ ზეგავლენას როგორც ერთმანეთზე, ასევე გარემოზეც.
 
ტყის სახეობრივი შემადგენლობის, ძირითადი მცენარეების ბიოლოგიური თავისებურებების, მათი ხნოვანებისა და გარკვეული ფიზიკური-გეოგრაფიული პირობების მიხედვით, ტყეში მცენარეების რამდენიმე იარუსი ვითარდება. ზომიერი სარტყლის რთული შემადგენლობის ტყეში განასხვავებენ შემდეგ იარუსებს: პირველ იარუსს, რომელიც შედგება პირველი სიდიდის ტყის შემქმნელი ხეებისაგან ([[ფიჭვი]], [[ნაძვი]], [[სოჭი]], [[წიფელი]], [[მუხა]] და სხვა). მეორე იარუსს, რომელიც შექმნილია მეორე სიდიდის ხეებისაგან ([[ცაცხვი]], [[ნეკერჩხალი]], [[რცხილა]], [[თელა (გვარი)|თელა]] და სხვა), მესამე იარუსს ქმნიან ბუჩქები ([[თხილი]], [[შინდი]], [[ჭანჭყატი]], [[კუნელი]] და სხვა); მეოთხე და მეხუთე იარუსი კი შედგება ბალახოვანი და ხავსის საფრისაგან. ტყის სხვადასხვა იარუსზე ხანდახან გვხვდება ხვიარა და [[მცოცავი მცენარეები]], ხოლო ტოტებსა და ჯირკვებზე სახლდებიან [[ხავსები]], [[მღიერები]], [[სოკოები]] და [[წყალმცენარეები]] — ე.წ. [[ეპიფიტები]]. ყველაზე რთული სტრუქტურის ტყეები ტროპიკებშია. ტროპიკულ „წვიმის ტყეებში“ ტყის შემქმნელი ხეები შეიძლება შედგებოდეს 3, ქვეტყე — 2 და ბალახოვანი საფარი — 3 ქვეიარუსისაგან. ჩრდილოეთისაკენ, ნიადაგისა და კლიმატის ცვლილებებთაბ ერთად, ჭარბობს მართივი სტრუქტურის ტყეები; ასევე მთის ფერდობების ზედა სარტყელში უმთავრესად მარტივი სტრუქტურის ტყები გვხვდება.
 
შედარებით მოზრდილ ტერიტორიაზე ტყე არაერთგვაროვანია. ტყეები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან სახეობათა შემადგენლობით (წმინდა — ერთი სახეობისაგან ან შერეული — რამდენიმე სახეობისაგან შემდგარი), ფორმით (მარტივი ანუ ერთიარუსიანი და რთული — მრავალიარუსიანი), ხნოვანებით (ერთხნოვანი და ნაირხნოვანი), წარმოშობით (თესლით და ვეგეტატიური), სიხშირით, ბონიტეტით ანუ პროდუქტიულობით.
 
ტყე თავისი შემადგენლობით, ადგილსაარსებო პირობებით, განახლების პროცესით, წარმადობით და განვითარებით სხვადასხვაგვარია, რაც საფუძვლად უდევს ტყის ტიპებად დაყოფას. ტყის ტიპებს გამოყოფენ ტყის შემქმნელი მთავარი სახეობისა და ადგილსაარსებო პირობების ამსახველი ინდიკატორის (გაბატონებული ბალახის ან ქვეტყის ბუჩქის) მიხედვით, მაგ. ჩითისთვალიანი წიფლნარი, წყავის ქვეტყიანი ნაძვნარი და სხვა. განასხვავებენ ძირეულს და წარმოებულ ტყის ტიპებს. უკანასკნელი წარმოიქმნება ადამიანისა და სხვა ფაქტორების (ტყის მავნებლები, ხანძარი, ქარქცევა და სხვა) ზემოქმედების შედეგად. მთის ტყეებში ტყის ტიპების გამოყოფას ხშირად აძნელებს რელიეფის სირთულე, რაც იწვევს ადგილსაარსებო პირობების მოკლე მანძილზე ცვლას და ამის შედეგად ტყის ტიპის ხშირ მონაცვლეობას.
 
ტყის [[მცენარეები|მცენარეულობა]] როგორც სახეობრივი შემადგენლობით, ისე ეკოლოგიური თავისებურებებით მკვეთრად იცვლება გეოგრაფიული განედებთან დაკავშირებით, ე. ი. ჰორიზონტალური ზონების მიხედვით. ტროპიკულ სარტყელში გავრცელებულია ტროპიკული „წვიმის ტყეები“, რომელსაც ახასიათებს სახეობრივი შემადგენლობის მრავალფეროვნება, მრავალიარუსიანობა, ეპიფიტების ფართო მონაწილეობა.ამ სარტყლის კონტინენტურ ნაწილში, ნალექების არათანაბარი განაწილების პირობებში სავანის ტყე ტროპიკული სარტყლის ჩრდილოეთით და სამხრეთით, ზღვის სანაპიროებზე, გავრცელებულია სუბტროპიკული ტყეები, სადაც გვხვდება ფოთლოვანი (ფოთლოვანი და მარადმწვანე ხეშეშფოთლიანი), ისე წიწვოვანი სახეობები. ისინი ტროპიკუო ტყეებთან შედარებით უფრო ღარიბია მერქნიანი ჯიშებით. ზომიერი ჰავის სარტყელში ფოთოლმცვვანი ფართოფოთლოვანი ([[მუხა]], [[წიფელი]], [[ცაცხვი]], [[რცხილა]] და სხვა) და წიწვოვან-ფართოფოთლოვანი ([[ნაძვი]]ს, [[სოჭი]]ს, [[ფიჭვი]]ს მონაწილეობით) ტყეებია. ასეთი ტყეები გვხვდება მხოლოდ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. მათთვის დამახასიათებელია დიდი სიხშირე და მრავალიარუსიანობა. უფრო ჩრდილოეთით გავრცელებულია მარად მწვანე წიწვოვანი ტყეები, რომლებიც ტყის პოლარულ საზღვარს აღწევს. ისინი სახეობათა შემადგენლობით ღარიბია — ძირითადი სახეობებია ნაძვი, ფიჭვი, [[ლარიქსი]]. მათ შორის ერთ-ერთი სახეობა წამყვანია და ტყეც მის სახელს ატარებს.
==მთის ტყეები==
მთის ტყეებს უკავიათ მრავალ ქედის ფერდობი მთისწინეთიდან დაწყებული ალპურ სარტყლამდე და მთის ტუნდრამდე. მთებში სიმაღლის მატებასთან ერთად იცვლება სითბური რეჟიმი, ტენიანობა და სხვა ფაქტორები, რაც განსაზღვრავს მთის სარტყლიანობის სტრუქტურას. ყველაზე უფრო მკვეთრად ეს ვლინდება ტროპიკებში. კარგადაა გამოხატული იგი ზომიერი ჰავის პირობებშიც ([[კავკასია]], [[კარპატები]], [[ყირიმი]]).
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტყე“-დან