ალექსანდრე ბატონიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 11:
აღიზარდა კათოლიკე პატრების მეთვალყურეობით. 17-18 წლისა უკვე მონაწილეობდა ქვეყნის მართვა-გამგეობაში. ხელმძღვანელობდა [[აღა-მაჰმად-ხანი]]ს შემოსევის დროს დანგრეული [[თბილისი]]ს აღდგენას. საუფლისწულო ქვემო ქართლში ჰქონდა. ერეკლეს გარდაცვალების შემდეგ ებრძოდა [[გიორგი XII]]-ს. როდესაც [[ქართლ-კახეთის სამეფო|ქართლ-კახეთი]] [[რუსეთის იმპერია|რუსეთს]] შეუერთდა, ალექსანდრე ბატონიშვილმა დაიწყო ბრძოლა სამეფოს აღსადგენად. [[1802]]-[[1803]] წლებში დახმარება სთხოვა ამიერკავკასიის (ერევნის, ნახიჭევნის, განჯის) სახანოებს; შემდეგ კი [[ირანი|ირანში]] წავიდა. [[რუსეთ-ირანის ომი (1804-1813)|რუსეთ-ირანის 1804-1813 წლების ომის]] დროს [[თეიმურაზ ბატონიშვილი|თეიმურაზ ბატონიშვილთან]] ერთად იბრძოდა რუსეთის წინააღმდეგ. ამავე დროს წერილებს უგზავნიდა რუსეთის მოხელეებს და ჰპირდებოდა, თუ ქართლ-კახეთის სამეფოს აღადგენდნენ, ბრძოლას შეწყვეტდა.
 
[[ფაილი:Ума-нуцал с грузинским царевичем Александром.jpg|მინიატიურა|სტუმრად უმარ [[ომარ-ხანი|ომარ-ხანთან]] დაღესტანში]]
[[1812]] წლის შემოდგომაზე ალექსანდრე ბატონიშვილი საქართველოში ჩამოვიდა და [[კახეთის აჯანყება (1812)|კახეთის აჯანყებას]] ჩაუდგა სათავეში. აჯანყების დამარცხების შემდეგ [[დაღესტანი|დაღესტანში]] გაიქცა და [[1818]] წლამდე დაჰყო იქ. [[1819]] წლიდან კლვავ ირანში გაემგზავრა. მონაწილეობდა [[რუსეთ-ირანის ომი (1826-1828)|რუსეთ-ირანის 1826-1828 წლების ომში]]. [[1832]] წელს [[1832 წლის შეთქმულება|შეთქმულების]] მონაწილეებს განზრახული ჰქონდათ მისი მოწვევა საქართველოს მეფედ. სიცოცლის ბოლო წლები ალექსანდრე ბატონიშვილმა სიღატაკეში გაატარა. გარდაიცვალა [[თეირანი|თეირანში]]. დაკრძალულია იქვე, სომხური ეკლესიის ეზოში.