'''თაჰათი''' ({{lang-ar|جبل تاهات}}) — [[აჰაგარი|აჰაგარის მასივის]] და საერთოდ, ალჟირის[[ალჟირი]]ს უმაღლესი წერტილი. სიმაღლე 2918 მ. ყველაზე ახლოს მდებარე ქალაქია თამანრასეთი, რომელიც მისგან სამხრეთით 56 კმ-ში მდებარეობს. ტაჰატითაჰათი ვულკანური წარმოშობისაა. მოქცეულია ცენტრალური საჰარის არიდულ ზონაში. სხვადასხვა წყაროების შესაბამისად, მისი სიმაღლე [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] განისაზღვრება 2918 ან 3003 მეტრით. ტაჰატის მიდამოებში აღმოჩენილია პეტროგლიფები, რომლებიც დათარიღებულია ძველი წელთაღრიცხვის 8000-2000 წლებით. ისინი ასახავენ პირუტყვის ძოვებისა და ცხოველებზე ნადირობის სცენებს. ტაჰატზე პირველად ავიდა შვეიცარიელი ალპინისტი ედუარდ ვის-დიუნანი 1931 წელს.