სერგო ზაქარიაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
 
No edit summary
ხაზი 9:
ზაქარიაძის შემოქმედებაში ერთმანეთს ერწყმოდა ღრმა ინტელექტუალიზმი, გაბედულება, ჩანაფიქრის ხორცშესხმისას აზრის სიცხადე და ემოციურობა, უკიდურესი სიზუსტე და სულიერი სითბო. იგი სცენური ხასიათების ფსიქოლოგიური დამუშავების ოსტატი იყო - დიდი გამომსახველობის მქონე დეტალებით, მსუყე, კონტრასტული საღებავებით, ფაქიზი ფსიქოლოგიური ნიუანსებით ძერწავდა სახეს.
 
ზაქარიაძის გმირთა ბუნებაში ვაჟკაცობა და ნებისყოფა ეხამებოდა ლირიზმს, სილბოს. მსახიობი თამაშობდა გმირულ, სახასიათო და კომიკურ როლებს. მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სცენაზე შექმნილი როლებიდან აღსანიშნავია: რევოლუციონერი დომენრი ([[დადიანი, შალვა | დადიანის]] "ნაპერწკლიდან", [[1937]]), ჯიბილო ([[კაკაბაძე, პოლიკარპე | კაკაბაძის]] "კოლმეურნის ქორწინება", [[1945]]), გიგაური ([[მოსაშვილი, ილო | მოსაშვილის]] "მისი ვარსკვლავი", ყოფილი სსრკ-ის სახელმწიფო პრემია, [[1952]]), გიორგი ([[თაბუკაშვილი, რევაზ | თაბუკაშვილის]] "რაიკომის მდივანი", [[1954]]). რომანტიკული ელფერით გამოირჩეოდა ზაქარიაძის მიერ შესრულებული როლები ბაგრატიონისა (სამსონიას "ბაგრატიონი", [[1944]]), ბახასი ([[ვაჟა-ფშაველა | ვაჟა-ფშაველას]] "მოკვეთილი", [[1945]]), მეფე დავითისა ([[გოთუა, ლევან | გოთუას]] "დავით აღმაშენებელი", [[1946]]), ბესიკ გაბაშვილისა ([[გოთუა, ლევან | გოთუას]] "მეფე ერეკლე", [[1942]]).
 
უარყოფით როლებს ზაქარიაძე ასრულებდა მგზნებარე მამხილებელი პათოსით, იგი დაუნდობლად ხდიდა ფარდას ადამიანურ მანკიერებებსა და ცხოვრების მახინჯ მოვლენებს. განსაკუთრებით დასამახსოვრებელია ამ მხრივ თინიბეგი [[მრევლიშვილი, მიხეილ | მრევლიშვილის]] "ზვავში" (1956). მახვილი კომედიური ნიუანსებით ძერწავდა მსახიობი სახასიათო როლებს (კავალერი რიპაფრატა, [[გოლდონი, კარლო | გოლდონის]] "სასტუმროს დიასახლისი", [[1952]]).
 
შემოქმედებითი აზრის სიმწიფე, რომანტიკული მგზნებარება ახასიათებდა ზაქარიაძის მიერ რუსთაველის სახელობის თეატრის სცენაზე შესრულებულ როლებს:ქადაგი ("ბახტრიონი", ვაჟა-ფშაველას მიხედვით, [[1960]]), ფიროსმანი ([[ნახუცრიშვილი, გიორგი | ნახუცრიშვილის]] "ფიროსმანი", [[1961]]). ნატიფი ფსიქოლოგიური ნიუანსებით, მრელვარე თანაგრძნობით დახატა ზაქარიაძემ ოიდიპოს მეფის სახე ([[სოფოკლე | სოფოკლეს]] "ოიდიპოს მეფე", [[1956]]), რომელშიც ადამიანის სულიერი სილამაზის, მისი გონების სიდიადის მაღალი რწმენა ჩააქსოვა, სატირული სიმძაფრით იყო აღჭურვილი მისი შუისკი ([[პუშკინი, ალექსანდრე | პუშკინის]] "ბორის გოდუნოვი", [[1957]]).
 
[[1934]] წლიდან მოღვაწეობდა [[კინო | კინოში]]. შეასრულა როლები: თორღვაი ("უკანასკნელი ჯვაროსნები", [[1934]]), შადიმან ბარათაშვილი ("გიორგი სააკაძე", [[1942]]-[[1943]], სსრკ-ის [[სახელმწიფო პრემია]]), ფოსტალიონი გიორგი ("დღე უკანასკნელი, დღე პირველი", [[1960]]), ხოლო [[1965]] წელს გიორგი მახარაშვილის როლის შესრულებით ("ჯარისკაცის მამა", [[1965]], [[ლენინური პრემია]], [[1966]]) ზაქარიაძემ საქვეყნოდ გაუთქვა სახელი ქართულ კინოს. ზაქარიაძე [[1955]]-[[1960]] წლებში სცენურ მეტყველებას ასწავლიდა თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში.
 
[[რუსთაველის სახელობის პრემია]] ([[1971]]). დაჯილდოებულია [[ლენინის ორდენი | ლენინის ორდენით]], [[შრომის წითელი დროშის ორდენი | შრომის წითელი დროშის]] და [[საპატიო ნიშნის ორდენინიშანი | "საპატიო ნიშნის" ]]ორდენებით.