თემურლენგი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
გვერდი დაცარიელდა
149.3.103.63-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა ILIA-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
ხაზი 1:
[[ფაილი:Tamerlan.jpg|200px|thumb|right|თემურლენგი]]
[[ფაილი:Timurlanes Mausoleum (3915222044).jpg|მინი|მარჯვნივ|220პქ.|თემურ ლენგის მავზოლეუმი სამარყანდში]]
[[ფაილი:Das Reich Timur-i Lenks (1365-1405).GIF|thumb|left|მინი|250პქ|თემურლენგის იმპერია, 1365-1405 წწ.]]
'''თემურლენგი''', ''ტამერლანი'' (დ. [[1336]], [[ხოჯა-ილგარი]] ― გ. [[18 თებერვალი]], [[1405]], [[ოთრარი]]) — შუააზიელი მხედართმთავარი, [[ემირა|ემირი]] ([[1370]]-[[1405]]), გათურქებული მონღოლური ტომის ბეგის თარაღაის შვილი. ახალგაზრდა თემურლენგმა სახელი გაითქვა ფეოდალურ შინაომებში, [[ვილაიეთი]]ს მმართველი გახდა ([[1362]]) და ცოლად შეირთო [[ბალხი]]სა და [[სამარყანდი]]ს მფლობელის ჰუსეინის და. [[1362]] წელს ფეხში დაიჭრა და ამის გამო „თემურლენგი“ (ტაჯიკურად „კოჭლი თემური“) შეარქვეს. ორგანიზატორული და სამხედრი ნიჭის წყალობით თემურლენგი ჰუსეინთან ერთად სათავეში ჩაუდგა ფეოდალთა ლაშქარს და შეება [[მოგოლისტანი]]ს ჯარს, მაგრამ დამარცხდა. მალე თემურლენგსა და ჰუსეინს შორის დაიწყო ბრძოლა ხელისუფლებისათვის. [[1370]] წელს თემურლენგმა ემირის წოდება მიიღო და [[ჩინგიზ-ყაენი]]ს შთამომავალთა სახელით ერთპიროვნულად განაგებდა [[მავერანაჰრი|მავერანაჰრს]]. [[1388]] წელს აიღო [[ხვარაზმი]] და დაანგრია მისი დედაქალაქი [[ურგენჩი]].
 
თემურლენგის სახელმწიფო წარმოადგენდა ფეოდალურ სამფლობელოთა [[კონგლომერატი|კონგლომერატს]]. მისი ჯარი, ჩინგიზ-ყაენის ტრადიციების მიხედვით, ათეულების სისტემაზე იყო აგებული. თემურლენგი დიდ ყურადღებას უთმობდა მეცნიერულ და კულტურულ განვითარებას, დაპყრობილი ქვეყნებიდან მოჰყავდა ოსტატები და აგებდა სასახლეებს, მეჩეთებს, მავზოლეუმებს. მისი სახელმწიფოს დედაქალაქი იყო სამარყანდი.
 
თემურლენგის პოლიტიკა მიმართული იყო, ერთი მხრივ, შუა აზიის გაერთიანებისაკენ, მეორე მხრივ კი, დაპყრობითი ომებისაკენ. [[1398]] წელს იგი შეიჭრა [[ინდოეთი|ინდოეთში]] და დაიპყრო [[დელი]]. [[1400]] წელს დაიწყო ომი ოსმალეთთან. [[1402]] წელს [[ანკარა (ქალაქი)|ანკარასთან]] [[ანკარის ბრძოლა|ბრძოლაში]] დაამარცხა [[სულთანი]] [[ბაიაზიდ I]]. [[1404]] წელს ილაშქრა [[ჩინეთი|ჩინეთში]], მაგრამ ეს ლაშქრობა შეწყდა თემურლენგის გარდაცვალების გამო. ამ დროს მის სახელმწიფოში მავერანაჰრის, ხვარაზმისა და ხორასნის გარდა შედიოდა ირანი, პენჯაბი და [[ამიერკავკასია]].
 
თემურლენგის ლაშქრობები გამოირჩეოდა სისასტიკით. [[1386]]-[[1403]] წწ. თემურლენგი რვაჯერ [[თემურლენგის ლაშქრობანი საქართველოში|შემოესია საქართველოს]] და უდიდესი ზიანი მიაყენა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის შემდგომ განვითარებას.
 
1394 წელს თემურლენგი არაგვში შევიდა, სიმაგრეები მოაოხრა და გადაწვა ყველაფერი,თუმცა მან ვერ მოახერხა ტყვეების წაყვანა, ამიტომ ხელცარიელი გაბრუნდა უკან. მაგრამ 1399 წლის შემოდგომაზე ისევ დაბრუნდა და ზაფხულამდე საქართველოში დარჩა.
 
== ლიტერატურა ==
{{ქსე|4|651}}
 
[[კატეგორია:ირანის მმართველები]]
[[კატეგორია:შუა აზიის მმართველები]]
[[კატეგორია:მუსლიმი მხედართმთავრები]]
[[კატეგორია:დაბადებული 1336]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1405]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თემურლენგი“-დან