ფიზიკური კოსმოლოგია: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
(განსხვავება არ არის)

17:12, 6 იანვარი 2006-ის ვერსია

ტერმინის ზოგადი განსაზღვრებისთვის იხ. სტატია: კოსმოლოგია.

ფიზიკური კოსმოლოგია (ბერძ. κοσμολογία – სამყაროს ვსწავლობ)) ასტროფიზიკის განშტოებაა და შეისწავლის კოსმოსის სტრუქტურას, ცდილობს პასუხი გასცეს ისეთ ფუნდამენტულ შეკითხვებს, როგორიცაა სამყაროს შექმნა და ევოლუცია. კოსმოლოგია ჩართულია კოსმიურ სხეულთა მოძრაობისა და პირველადი საწყისის შესწავლაში. ადამიანთა განვითარების ისტორიის დიდი ნაწილის მანძილზე ეს საკითხი მეტაფიზიკის საგანი იყო. კოსმოლოგიას, როგორც მეცნიერებას, დასაბამი მისცა კოპერნიკის პრინციპმა, რომლის მიხედვით ციური სხეულები დედამიწისთვის იდენტურ ფიზიკურ კანონებს ემორჩილებიან, და ნიუტონის მექანიკამ, რომელმაც საშუალება მისცა ადამიანებს გარკვეულიყვნენ ამ სხეულთა მოძრაობის კანონზომიერებებში. ფიზიკური კოსმოლოგია, დღევანდელი გაგებით, დაიწყო მე-20 საკუნეში ალბერტ აინშტაინის ფარდობითობის თეორიისა და უკიდურესად შორეულ ობიექტებზე გაუმჯობესებული ასტრონომიული დაკვირვების მეთოდების განვითარებასთან ერთად.



wikistub ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი.
თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი.