ხაშმის სამების ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 4:
სამონასტრო კომპლექსი წარმოადგენდა [[ფეოდალური ხანა|ფეოდალური ხანის]] საეპისკოპოსო ცენტრს კახეთში. ვარაუდობენ, რომ უძველეს ხანაში აქ [[კუხები]]სა და [[სუჯები]]ს ტომთა [[წარმართობა|წარმართული რელიგიის]] ცენტრი იყო. გადმოცემით, [[წმინდა ნინო|ქართველთა განმანათლებელმა ნინომ]] აქ მიაღებინა [[ქრისტიანობა]] კუხ და სუჯ მთავრებს და მათ ქვეშევრდომებს. ქართული საეკლესიო იერარქიაში [[კაწარელი ეპისკოპოსები|კაწარელი ეპისკოპოსი]] რიგით მეოცედ იხსენიებოდა.
 
{{ციტატა|ხოლო კვალად ნინოწმინდას ზეით ერთვის იორს სამების ხევი, ეგრეთვე გამომდინარე და მომდინარე ვითარცა წინათ ხევნი (ნინოწმინდისა და გიორგიწმინდის ხევენი). და ამის შესართვაზედ ხაშმს ჰყვეს მონასტერი და ციხე ნათლისმცემლის მონაზონთა. ამას ზეით ამ ხევზედ არს ეკლესია დიდშენი, გუნბათიანი, სამებისა. ზის ეპისკოპოზი, მწყემსი ამას ზეითის ქვეყნისა ერწოდმდე (და იტყვის გარეჯის-უდაბნოს თჳსად). ესე ხევი არს საზღვარი ჰერეთისა და კახეთისა.|ვახუშტი ბატონიშვილი, „საქართველოს გეოგრაფია“, თბ. 1904, გვ. 135}}
 
==ძეგლის აღწერა==
ეკლესიას გარს უვლის ქვის [[გალავანი]], შესასვლელი გალავანს შიგნით ჩართული საცხოვრებელი [[კოშკი]]დან აქვს. გალავნის შიგნით არის აგრეთვე [[ეპისკოპოსი]]ს სასახლე, [[სამრეკლო]] და [[მარანი]]. ეკლესია [[ბაზილიკა|ბაზილიკის]] ტიპის გეგმით წაგრძელებული სწორკუთხა ნაგებობაა. შესასვლელი სამი მხრიდან აქვს. [[ინტერიერი]] სვეტების 4 წყვილით 3 ნავად არის გაყოფილი. [[აფსიდი]]თ დასრულებული შუა ნავის ორივე მხარეს, მთელ სიგრძეზე, სვეტებზე ამოყვანილია 5-5 თაღი. საშენ მასალად გამოყენებულია ოდნავ გათლილი ნატეხი და რიყის ქვა, თაღებისათვის - სუფდად გათლილი ქვის კვადრები. აფსიდი და თაღები ნალისებრი ფორმისაა. შიგნით მოხატულია. გარედან შემოსილია მომწვანო-მოვარდისფრო ქვიშაქვის კვადრებით. აღმოსავლეთ ფასადზე, შუა სარკმლის თავზე, დიდი ქვის ჯვარია გამოყვანილი. [[ეკლესია]] რამდენიმეჯერ საფუძვლიანად არის გადაკეთებული.