ხაშმის სამების ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: რამდენჯერმე → რამდენიმეჯერ using AWB
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Xashmi.jpg|thumb|250px|'''ხაშმის სამების ეკლესია''']]
'''ხაშმის სამების ეკლესია''' ან ''კაწარეთის სამება'' - ქართული [[ხუროთმოძღვრება|ხუროთმოძღვრების]] ძეგლი [[საგარეჯოს მუნიციპალიტეტი|საგარეჯოს მუნიციპალიტეტის]] სოფელ [[ხაშმი|ხაშმში]], [[მდინარე]] [[იორი|ივრის]] მარცხენა ნაპირზე. მიეკუთვნება [[V საუკუნე|V]]-[[VI საუკუნე]]ების მიჯნას.

სამონასტრო კომპლექსი წარმოადგენდა [[ფეოდალური ხანა|ფეოდალური ხანის]] საეპისკოპოსო ცენტრს კახეთში. ვარაუდობენ, რომ უძველეს ხანაში აქ [[კუხები]]სა და [[სუჯები]]ს ტომთა [[წარმართობა|წარმართული რელიგიის]] ცენტრი იყო. გადმოცემით, [[წმინდა ნინო|ქართველთა განმანათლებელმა ნინომ]] აქ მიაღებინა [[ქრისტიანობა]] კუხ და სუჯ მთავრებს და მათ ქვეშევრდომებს. ქართული საეკლესიო ადრეიერარქიაში მასკაწარელი ''კაწარეთისეპისკოპოსი სამებას''რიგით მეოცედ უწოდებდნენიხსენიებოდა.

ეკლესიას გარს უვლის ქვის [[გალავანი]], შესასვლელი გალავანს შიგნით ჩართული საცხოვრებელი [[კოშკი]]დან აქვს. გალავნის შიგნით არის აგრეთვე [[ეპისკოპოსი]]ს სასახლე, [[სამრეკლო]] და [[მარანი]]. ეკლესია [[ბაზილიკა|ბაზილიკის]] ტიპის გეგმით წაგრძელებული სწორკუთხა ნაგებობაა. შესასვლელი სამი მხრიდან აქვს. [[ინტერიერი]] სვეტების 4 წყვილით 3 ნავად არის გაყოფილი. [[აფსიდი]]თ დასრულებული შუა ნავის ორივე მხარეს, მთელ სიგრძეზე, სვეტებზე ამოყვანილია 5-5 თაღი. საშენ მასალად გამოყენებულია ოდნავ გათლილი ნატეხი და რიყის ქვა, თაღებისათვის - სუფდად გათლილი ქვის კვადრები. აფსიდი და თაღები ნალისებრი ფორმისაა. შიგნით მოხატულია. გარედან შემოსილია მომწვანო-მოვარდისფრო ქვიშაქვის კვადრებით. აღმოსავლეთ ფასადზე, შუა სარკმლის თავზე, დიდი ქვის ჯვარია გამოყვანილი. [[ეკლესია]] რამდენიმეჯერ საფუძვლიანად არის გადაკეთებული.
 
==რესურსები ინტერნეტში==