კონსტანტინე II (კახეთის მეფე): განსხვავება გადახედვებს შორის

[[1725]] კახეთის მოსახლეობამ ლეკები განდევნა და მიიწვია ფშავში გახიზნული კონსტანტინე II, რომელიც თელავს ჩავიდა, ის შეეცადა ლეკების გამოყენებას ოსმალების წინააღმდეგ, მოურიგდა კიდეც მათ იმ პირობით, რომ კახეთით გზას მისცემდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის საძარცვავად. ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ კონსტანტინე II იძულებული გახდა დაზავებოდა ოსმალებს: კახეთმს ოსმალეთისათვის ხარკის მიცემა იკისრა, მაგრამ არც ერთი მხარე არ ენდობოდა ერთმანეთს. მას შემდეგ, რაც ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლებში ([[1730]]-32) წარმატებას მიაღწია ნადირმა (შემდეგში ნადირ-შაჰი), ამიერკავკასიაში განმათავისუფლებელი მოძრაობის ახალმა ტალღამ იფეთქა. კონსტანტინე II ოსმალეთისათვის მთლად მიუღებელი აღმოჩნდა. კახეთში ლაშქრით მოსულმა ახალციხის ფაშამ უსუფმა (თბილისის ფაშის ისაყის შვილმა) კონსტანტინე II ზავზე მოსალაპარაკებლად ბეჟანბაღს (კახეთში) მიიწვია, სადაც ის ვერაგულად მოკლა ისაყ-ფაშას მსახურმა მაჰმადბეგმა (ვახუშტის მიხედვით ეს მოხდა [[1729]]).
==ლიტერატურა==
* ''გუჩუა ვ''., {{ქსე, ტ. ||5, გვ. |642-643,|გუჩუა თბ., 1980}}
 
{{დაიწყე ყუთი}}