ვეზირი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 3:
 
==ვეზირი საქართველოში==
გაერთიანებულ ფეოდალურ საქართველოში ვეზირი ხელმძღვანელობდა ცენტრალური სახელმწიფოს მმართველობის ერთ-ერთ უწყებას (სამხედრო, საპოლიციო, საფინანსო-სამეურნეო და სხვა).
 
დღესდღეობით ქართულ ისტორიოგრაფიაში არსებობს ვეზირი/ვეზირების გაგების ორი მიდგომა. ერთნი თვლიან რომ საქართველოში არსებობდა რამოდენიმე ვეზირი, ხოლო მეორეთა აზრით მხოლოდ ერთი — ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი ატარებდა ვაზირის (მეფის მრჩეველის) სტატუსს.
 
===ვეზირები===
გაერთიანებულ ფეოდალურ საქართველოში ვეზირი ხელმძღვანელობდა ცენტრალური სახელმწიფოს მმართველობის ერთ-ერთ უწყებას (სამხედრო, საპოლიციო, საფინანსო-სამეურნეო და სხვა).
 
სულ ექვსი ვეზირი იყო: [[მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი]], [[ათაბაგი]], [[ამირსპასალარი]], [[მანდატურთუხუცესი]], [[მეჭურჭლეთუხუცესი]] და [[მსახურთუხუცესი]]. მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი იყო უფროსი ვეზირი - [[სავეზირო]]ს თავმჯდომარე. პირველი პირი მეფის შემდეგ. დანარჩენები იყოფოდნენ „სამთა ვაზირთა“ (ათაბაგი, ამირსპასალარი, მანდატურთუხუცესი) და „ორთა ვაზირთა“ (მეჭურჭლეთუხუცესი, მსახურთუხუცესი) ჯგუფებად. პირველი ჯგუფი დიდი [[დარბაზობა|დარბაზობის]], ვაზირობისა და პურობის დროს მეტი უპირატესობით სარგებლობდა, ვიდრე მეორე. ვეზირთა ინსტიტუტის არსებობდა დამოწმებულია [[ძეგლის დადება მეფეთ-მეფის გიორგის მიერ|გიორგი V-ის სამართალში]].
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ვეზირი“-დან