სეთი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Set.svg|thumb|სეთი]]
{{Hiero|სეთი|<hiero>sw-W-t:x-E20-A40</hiero>|align=left|era=egypt}}
'''სეთი''', სეტი, ზეთი (ეგვ. Sth, Seth, Suth) — [[ძველეგვიპტური მითოლოგია|ძველეგვიპტურ მითოლოგიაში]] მრისხანების, ქაოსის, ქარიშხლის, უდაბნოს ხორშაკის, ომისა და სიკვდილის ღმერთი. თავიდან ფარაონთა ძალაუფლების განსახიერება, თავის ორეულთან, ძმისწულ [[ჰოროსი|ჰოროსთან]] ერთად. ცის ღმერთის, [[ნუტი]]სა და მიწის ქალღმერთის, [[გები]]ს ძე. გამოხატავდნენ ადამიანის ტანით, რომელსაც უდაბნოს უცხო ცხოველის, [[ძაღლი]]ს ან [[ტურა|ტურის]] მსგავსი თავი ჰქონდა, მოხრილი დიდი [[ნისკარტი]] და წვეტიანი მაღალი ყურები, სამწვერა კუდი, ან [[ვირი]]ს, [[ღორი]]ს, [[შევარდენი|შევარდნის]], [[ჟირაფი]]ს, [[ოკაპი]]ს, გრიფის სახე. ყველა შემთხვევაში [[ეგვიპტელები|ეგვიპტელთა]] ძველი ეროვნული ღმერთია, ჰოროსის ბიძა, ორეული და მოქიშპე. სალოცავი [[ომბოსი|ომბოსში]] ჰქონდა. ბიძა-ძმისწულის გამოსახულებასაც ერთად დგამდნენ (სესოსტრისის რელიეფი). გვირგვინიც ორმაგი ადგათ. სექსუალური კავშირითაც კი იყვნენ შეკრულნი. მხოლოდ ძალაუფლებისათვის ბრძოლაში მოხდა მათი უთანხმოება. ჰოროსმა დაიბრუნა წართმეული დაზიანებული თვალი ([[ნახევარმთვარე]]), თვითონ კი სეთს წაართვა სათესლეები. თვალი გამთელდა და იქცა სავსე მთვარედ. ორივე [[თოტი|თოტმა]] მოარჩინა.
 
[[რა]] (რე), უზენაესი ღმერთი, ეგუება სამყაროს გაყოფას ორ საწყისად, კეთილ და ბოროტ ძალებად. პირველის განსახიერებაა ჰოროსი, მეორის — სეთი, რომლის ცხოველური თავიც მის ორმაგ, მხეცურ, ბოროტ ბუნებაზე მეტყველებს („სეთის თავი“ სიავის სინონიმია). ამ დუალიზმში სეთი და ჰოროსი მტრებიც არიან და მეგობრებიც. ჩანს, სეთი უდაბნოს, ამინდის, ცის ღმერთად იქცა, ჰოროსი კი მიწის ღვთაებად (ინარჩუნებს დემონურ ძალასაც).
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სეთი“-დან