ედმონ დანტესი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 58:
ცოტა ხანში აბატ ფარიას მესამე შეტევა დაემართება. ედმონ დანტესის მცდელობა, რომ გადაარჩინოს იგი უშედეგო აღმოჩნდება. აბატი ფარია იღუპება და ედმონ დანტესი ერთგული მეგობრის გარეშე რჩება. გარდაცვალებამდე, აბატმა ფარიამ ედმონს უთხრა, რომ ის აურაცხელი განძი ინახება კუნძულ მონტე-კრისტოზე. დანტესი ფიქრობს გეგმაზე, თუ როგორ უშველოს თავს, იპოვოს განძი და მწარედ იძიოს შური. ამ დროს მას თავში ერთი აზრი მოუვა.
 
ის გახსნის ტომარას, რომელშიც აბატი ფარიას გვამია. აბატსისაბატის სხეულს საკუთარ საკანში გადაიტანს და ტომარაში თავად ჩაწვება. საღამოს მას მდინარეში გადააგდებენ, სადაც სასწაულებრივად გადაურჩება სიკვდილს და თავს კონტრაბანდისტების გემზე ამოყოფს. ის გაიგებს, რომ [[1829]] წელია, ანუ 14 წელი გაატარა ციხეში. შემთხვევით, ის კონტრაბანდისტებთან ერთად თავის საოცნებო ადგილას — კუნძულ მონტე-კრისტოზე აღმოჩნდება. ის მოახერხებს და კონტრაბანდისტებს კუნძულიდან მოიშორებს, რის შემდეგაც განძს იპოვის.
 
ამის შემდეგ, ის მარსელში ბრუნდება, თავისი ყოფილი მეზობლისგან, (აბატი ბუზონის სახელით) გასპარ კადრუსისგან შეკრებს ცნობებს. ის გაიგებს, რომ მისი მოხუცი მამა გარდაიცვალა, მერსედესი და ფერნანი დაქორწინდნენ და დანგლარი გამდიდრდა, ხოლო „ფარაონის“ მეპატრონე მორელი საშინელ დღეშია ჩავარდნილი. ის ბოლო წამს გადაარჩენს მორელს თავის მოკვლისაგან და მთლიანად დაფარავს მის ვალებს, თუმცა ვერც კადრუსი და ვერც მორელი ვერ მიხვდებიან, რომ ეს სწორედ ედმონ დანტესია.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ედმონ_დანტესი“-დან