მერმეროე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 2:
 
== ბიოგრაფია ==
მისი ცხოვრების ადრეულ პერიოდზე არაფერია ცნობილი, თუმცა [[555]] წელს მერმეროე უკვე მოხუცად მოიხსენიება. იგი პირველად [[530]] წლის ზაფხულში, იბერიულ ომში ჩნდება, როდესაც იგი [[ბიზანტიის იმპერია|ბიზანტიის]] [[სომხეთი (რომის პროვინცია)|სომხურ პროვინციებში]] შეჭრილ 30 000 კაციან არმიას მეთაურობდა, თუმცა [[სატალა]]სთან ბიზანტიელ სარდლებთან, სიტასსა და დოროთეუსთან გამართულ [[სატალის ბრძოლა|ბრძოლაში]] დამარცხდა და იძულებული გახდა უკან დაეხია.<ref name="PLRE884">{{harvnb|Martindale|Jones|Morris|1992|p=884}}.</ref><ref>{{harvnb|Greatrex|Lieu|2002|p=91}}.</ref> [[531]] წლის ზაფხულში, სპარსელთა მიერ [[კალინიკუმის ბრძოლა|კალინიკუმთან]] მოპოვებული გამარჯვებისა და სომხეთსა და ჩრდილოეთ მესოპოტამიაში მომხდარ მცირე ცვლილებათა სერიის შემდეგ, სპარსეთის შაჰმა, [[კავად I]]-მა მერმეროე, ბავსა და კანარანგთან ერთად, მარტიროპოლისის ბიზანტიური ფორპოსტის ასაღებად გაგზავნა.
 
ორმა მეთაურმა ქალაქს ალყა შემოარტა, თუმცა კავადის სიკვდილის ამბის გაგების შემდეგ, იმის გათვალისწინებით, რომ ცივმა ზამთარმა მათი ძალებილაშქარი დააზარალა, მათ დროებით დაზავება გადაწყვიტეს და სპარსეთის ტერიტორიისაკენ დაიხიეს.<ref name="PLRE884"/><ref>{{harvnb|Greatrex|Lieu|2002|pp=94–95}}.</ref>
[[ფაილი:ეგრისის სამეფო V-VI საუკუნეებში.jpg|მარჯვნივ|მინი|ეგრისის სამეფო]]
[[542]] წელს, [[540]] წელს განახლებული სამხედრო მოქმედებების შემდეგ, შაჰმა [[ხოსრო I]]-მა მერმეროე ბიზანტიელთა ციხესიმაგრის, დარას წინააღმდეგ გაგზავნა, თუმცა, კორპიუსის მიხედვით, იგი დაამარცხა და დაატყვევა ციხისთავმა იოანე ტროგლიტამ.<ref name="PLRE884"/><ref>{{harvnb|Greatrex|Lieu|2002|pp=111–112}}.</ref> მერმეროე კვლავ ჩნდება [[548]] წელს, როდესაც იგი [[ეგრისის სამეფო|ეგრისში]], ბიზანტიელთა და ეგრისელთა ერთიანი ჯარის მიერ ალყაშემორტყმული [[პეტრას ციხე|პეტრას ციხის]] დასახმარებლად წარგზავნილი დიდი არმიის ხელმძღვანელად გაიგზავნა. რადგანაც ბიზანტიელთა სარდალმა, [[დაგისთე]]მ მთებში გამავალი გზების საკმარისი რაოდენობის ჯარით დაცვაზე არ იზრუნა, მერმეროემ შეძლო ეგრისში შესვლა ბიზანტიური დაჯგუფებებისათვის გვერდის ავლით. მან პეტრა ალყისაგან გაათავისუფლა და მისი გარნიზონიც გააძლიერა, თუმცა არმიის მომარაგების პრობლემების გამო, იძულებული გახდა პერსარმენიაში, [[დვინი]]საკენ დაეხია, ხოლო ეგრისში 3 000 კაციანი ჯარი დაეტოვებინა პეტრას დასაცავად და დამატებით 5 000, ფავრიზის მეთაურობით — მისასვლელი გზის დასაცავად.<ref name="PLRE884"/><ref>{{harvnb|Greatrex|Lieu|2002|p=117}}.</ref>
 
მომდევნო წელს, ეგრისელებმა და ბიზანტიელებმა ეს ჯარები გაანადგურეს და ბიზანტიელთა სარდალმა [[ბესა]]მ პეტრას ალყა შემოარტყა. [[551]] წლის გაზაფხულზე მერმეროე კიდევ ერთხელხელახლა გაემართა პეტრას ალყისაგან გასათავისუფლებლად, მაგრამ ბესამ ციხის აღება მის მისვლამდე შეძლო. სპარსელთა სარდალი ეგრისის დედაქალაქის, [[ნოქალაქევი|არქეოპოლისისაკენ]] შემოტრიალდა და გზად შორაპნისა და სკანდის ციხეები აიღო. მან არქეოპოლისს ალყა შემოარტყა, თუმცა მისი შეტევები მოიგერიეს და რადგანაც სპარსელები მომარაგების პრობლემებს გაიცდიდნენ, იგი იძულებული გახდა ალყა მოეხსნა და ეგრისის ნაყოფიერი მხარისაკენ, [[მუხურისი (მხარე)|მუხურისისაკენ]] დაეხია, რომელიც მან თავისი სამხედრო ოპერაციების ბაზად აქცია.<ref name="PLRE884"/><ref>{{harvnb|Greatrex|Lieu|2002|p=119}}.</ref> მომდევნო ზამთარს (551/552) მან გააძლიერა კონტროლი ეგრისის აღმოსავლეთ ნაწილზე (სვანეთის[[სვანეთი]]ს ჩათვლით), ხოლო ეგრისის მეფე [[გუბაზ II]]-სადმი მისი სამშვიდობო ინიციატივები უარყოფილ იქნა. [[552]] წელს, ჯარის დამატებითი ძალებით გაძლიერების შემდეგ, მერმეროემ შეუტია არქეოპოლისს, წებელდასა და მესამე უსახელო ციხეს, თუმცა ბიზანტიელებმა და ეგრისელებმა კვლავ მოახერხეს მისი მოგერიება და მუხურისისაკენ უკუგდება.<ref name="PLRE884"/><ref>{{harvnb|Greatrex|Lieu|2002|p=120}}.</ref>
 
[[554]] წელს მან შეძლო ბიზანტიელთა ჯარის უკუგდება [[ტელეფისის ბრძოლა|ტელეფისიდან]], მათი მოწინავე პოზიციიდან, რამაც მოწინააღმდეგის ძირეული უკანდახევა გამოიწვია მდინარე ფაზისის ([[რიონი]]) გასწვრივ. მერმეროე მათ არ გამოდევნებია, შესაძლოა საკუთარი უპირატესობის ან არმიის მომარაგების პრობლემების გამო. მის განკარგულებაში მყოფი ციხეების გამაგრების შემდეგ, [[მუხურისი (მხარე)|იგი მუხურისში]] დაბრუნდა, სადაც ავად გახდა და ამიტომაც, [[ქართლი|ქართლში]] გადავიდა. იგი ავადმყოფობისაგან გარდაიცვალა მცხეთაში[[მცხეთა]]ში, [[555]] წლის ზაფხულში.<ref>{{harvnb|Martindale|Jones|Morris|1992|pp=884–885}}; {{harvnb|Greatrex|Lieu|2002|p=91}}.</ref>
 
==სქოლიო==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მერმეროე“-დან