ეკლესია (ნაგებობა): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 91:
 
=== კათოლიკე ===
სიტყვ „კათოლიკე“ (καθολικός) ბერძნული წარმოშობისაა, რაც ნიშნავს „ყოვლისმომცველს“, „საყოველთაოს“, „მსოფლიოს“ და ეს განსაზღვრება ერთერთი უმთავრესი ნიშანი იყო ქრისტიანული ეკლესიისათვის ჯერ კიდევ უძველესი დროიდან. ეკლესიას იმიტომ ეწოდება კათოლიკე, რადგან მასში დაცულია მხსნელ საშუალებათა მთლიანობა, მაგრამ, ამის გარდა, ის თავადაა საყოველთაო და მოწოდებულია მთელ მსოფლიოში გასავრცელებლად. მისი მიზანი და სწრაფვაა, ეკლესიის ერთიანობაში მთელ კაცობრიობას მოუყაროს თავი იესო ქრისტეს წინამძღოლობით.
[[ნიკეა–კონსტანტინოპოლის სარწმუნოების სიმბოლო|ნიკეა-კონსტანტინოპოლის სარწმუნოების სიმბოლოს]] სლავურ თარგმანში ეკლესიას ეწოდება „საყოველთაო“, ბერძნულად „კათოლიკე“ (καθολικός). რას ნიშნავს ეს [[ბერძნული]] სიტყვა?
 
იგი ძველბერძნულ, ქრისტიანობამდელ ლიტერატურაში მეტისმეტად იშვიათად გვხვდება. მაგრამ ქრისტიანულმა ეკლესიამ ძველთაგანვე აირჩია ეს სიტყვა თავისი ერთ-ერთი უმთავრესი თვისების - სამყაროსეული ხასიათის აღსანიშნავად.
 
ისეთი სიტყვები, როგორებიცაა - სამყარო (κόσμος) და - დასახლებული დედამიწა, მსოფლიო (οικουμενη), ცხადია, არასაკმარისი ამოჩნდნენ რაღაც ახალი, მხოლოდ ქრისტიანული ცნობიერებისათვის დამახასიათებელი ცნების გამოსახატად. სარწმუნოების ძველ სიმბოლოებში სიტყვას „ეკლესია“ უეჭველად განსაზღვრავს სიტყვა „კათოლიკე“. ასეა იერუსალიმის სიმბოლოში: „ერთი წმიდა, კათოლიკე ეკლესია“, რომის სიმბოლოში: „წმიდა, კათოლიკე ეკლესია, წმიდანთა ერთობა“ და ა.შ. ძველ ქრისტიანულ წერილობითს ძეგლებში ამ ტერმინს არაერთგზის იყენებს მოციქულთა მოწაფე, წმ. ეგნატე ღმერთშემოსილი; მაგალითად: „სადაც იესო ქრისტეა, იქვე არის კათოლიკე ეკლესია“. ეს ტერმინი გვხვდება ყველა მსოფლიო კრების აქტებში. ამ სიტყვის ზედმიწევნითი თარგმანია: ყოვლისმომცველობა, სისრულე თუ სისავსის უმაღლესი ხარისხი.
 
გარდა ამისა, გამოიყენებოდა ტერმინი οίκουμενικος მნიშვნელობით „მსოფლიო“. მაგრამ ამ ორ ტერმინს ერთმანეთში არ ურევდნენ. მსოფლიო კრებებს ეწოდათ Οίκονμενίκη Σύνοδος (οίονμενικος - მთელი დასახლებული დედამიწიდან. ფაქტობრივად იგულისხმება ის ტერიტორიები, რომლებზეც ბერძნულ-რომაული ცივილიზაცია იყო გავრცელებული).
 
ეკლესია კრებითია და კათოლიკე. მოციქულის სიტყვებით: იგი არის „აღვსებაი... რომელმან ყოველივე ყოველსა შინა აღავსო“ (ეფ. 1,23). ეს ცნება მიუთითებს, რომ ცხონებისაკენ მოწოდებულია მთელი კაცთა მოდგმა და ამიტომ თითოეულს მართებს, გახდეს ქრისტეს ეკლესიის წევრი, თუმცა სინამდვილეში ყველა მას არ ეკუთვნის.
 
„[[ვრცელი მართლმადიდებლური კატეხიზმო]]“ შეკითხვაზე: „რატომ ეწოდება ეკლესიას კრებითი ანუ კათოლიკე, ანუ საყოველთაო?“ - პასუხობს: „იმიტომ, რომ იგი არ იფარგლება ადგილით, დროით, ხალხით, არამედ თავისთავში იტევს ყველგან და ყველა დროში მცხოვრებ ჭეშმარიტ მორწმუნეებს“.
 
ეკლესია ადგილით შემოსაზღვრული არ არის. იგი მოიცავს დედამიწის ნებისმიერ ადგილზე მცხოვრებ ყველა მართლმადიდებელს. მეორე მხრივ, აუცილებელია მხედველობაში ვიქონიოთ, რომ ეკლესია კრებითი ანუ კათოლიკე იყო მაშინაც, როდესაც მცირერიცხოვანი თემებისაგან შედგებოდა და მეერგასე დღესაც, როდესაც მისი საზღვრები სიონის მთასა იერუსალიმს არ გასცილებია.
 
ეკლესია არც დროშია განსაზღვრული: მისი დანიშნულებაა, მოაქციოს რწმენაში ადამიანი „ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა“. „მე თქუენთანა ვარ ყოველთა დღეთა, ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა“ (მთ. 28,20). სული ნუგეშინისმცემელი „თქუენთანა დაადგრეს უკუნისამდე“ (ინ. 14,16). ევქარისტიის საიდუმლო აღესრულება მანამ, „ვიდრემდის მოვიდეს“ უფალი ისევ ამქვეყნად (I კორ. 11,26).
 
ეკლესია არ იზღუდება სამოქალაქო მოწყობის არც ერთი პირობით და არ არის დაკავშირებული რომელიმე ენასა თუ ხალხთან.
 
=== სამოციქულო ===