Difference between revisions of "სერგო ქობულაძე"

მომხმარებლის 178.134.135.225 ცვლილებების გაუქმება (№3058104)
(დავამატე წყარო)
(მომხმარებლის 178.134.135.225 ცვლილებების გაუქმება (№3058104))
[[1930]] წლიდან სისტემატიურად მონაწილეობდა გამოფენებში, რომლებიც თბილისში, [[მოსკოვი|მოსკოვსა]] და სხვა ქალაქებში ეწყობოდა. 1950-იან წლებში მისი ნამუშევრები გაიგზავნა [[ვენეცია]]სა და [[ლონდონი|ლონდონში]].
 
[[1930]]-[[1932]] წლებში მუშაობდა მოსკოვსა და [[ლენინგრადი|ლენინგრადში]]. 1930 წელს, აკადემიის კურსის დამთავრების შემდეგ, მხატვარი მუზეუმებში დაცულ ძველუიეეეეეეძველ ოსტატთა სურათების გასაცნობად, მოსკოვსა და ლენინგრადში მიემგზავრება. წარსული ეპოქებისადმი ინტერესი, რომელსაც მხატვარი ინარჩუნებდა, თავის დროზე დიდ როლს ასრულებდა მის შემოქმედების ჩამოყალიბებაში, გემოვნებისა და მხატვრულ მიდგომათა გამომუშავებაში.
 
[[1938]] წლიდან ასწავლიდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში. [[1939]] წლიდან სერგო ქობულაძემ, პედაგოგიური მოღვაწეობა დაიწყო თბილისის სამხატვრო აკადემიაში, სადაც შემდგომში პროფესორი, აკადემიკოსი, ხატვის კათედრის ხელმზღვანელი და ერთ ხანს რექტორი იყო. მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე. მან სასწავლო ნახატის გარკვეული სისტემა შეიმუშავა და სპეციალური ნაშრომი მიუძღვნა მას. ნატურის შტუდირებისათვის მას არასდროს მიუნებები თავი, მის მოსწავლეებს ახსოვს, რომ ხატვის გაკვეთილებზე პროფესორი ვერ უძლებდა ცდუნებას, ჯდებოდა მათ გვერდით და ნატურიდან ხატვას იწყებდა, მკაფიო ინდივიდუალური თვისებებით დაჯილდოებული მხატვარი და პიროვნება, სტუდენტების შემოქმედებით თავისებურებათა გამოვლენას, პატივისცემით იღებდა და მათ სულიერი სამყაროს გამდიდრებაზე ზრუნაცდა, იქნებოდა ეს საუბარი სახვითი ხელოვნების კლასიკური მუსიკის, ლიტერატურის შესახებ, თუ კამათი ფეხბურთისა და ჭადრაკის გულშერმატკივრებთან, მსმენელებს ხიბლავდა სერგო ქობულაძის მახვილგონიერება, იუმორი, მოვლენების სრულიად მოულოდნელ ასპექტეშ დანახვის უნარი. 1957 წლიდან გახდა პროფესორი. 1952-1959 წლებში აკადემიის რექტორი.