აფროდიტე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
92.241.80.158-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Henry McCleanBot-ის მიერ რედაქტირებული ვერ...
ხაზი 2:
'''აფროდიტე''' ({{lang-grc|Ἀφροδίτη}}) — სილამაზისა და სიყვარულის ქალღმერთი ძველ ბერძნულ მითოლოგიაში, [[ზევსი|ზევსისა]] და [[დიონე|დიონეს]] ასული. ჰესიოდეს თანახმად, იშვა ზღვის ქაფიდან კუნძულ კვიპროსთან (აქედან - მისი ერთ-ერთი ეპითეტი "კიპრიდა"). ზღვისგან ნაშობი სიყვარულის ქალღმერთის იდეა და კულტი საბერძნეთში აზიიდან გავრცელდა (შდრ. [[ასტარტე]]). თავდაპირველად აფროდიტე ბუნების ძალას განასახიერებდა და ნაყოფიერების ქალღმერთად ითვლებოდა. მისი კულტი ფართოდ იყო გავრცელებული ბერძნულ სამყაროში, განსაკუთრებით კ. კვიპროსზე, მცირე აზიისა და იონიის კუნძულებზე. ძველ რომაულ მითოლოგიაში აფროდიტეს შესატყვისია [[ვენერა (მითოლოგია)|ვენერა]] (ვენუს). ანტიკურ სახვით ხელოვნებაში აფროდიტე წარმოდგენილია იდეალური სილამაზის შიშველი ქალის სახით. აფროდიტეს ქანდაკებიდან განსაკუთრებით ცნობილია პრაქსიტელეს კნიდოსის აფროდიტე (ძვ. წ. IV ს.) და აფროდიტე (ვენერა) მილოსელი (ძვ. წ. II ს.).
 
კაი მამის კაი შვილი
==ლიტერატურა==
კაი დის კაი და
* ქსე, ტ. 2, გვ. 28, თბ., 1977
 
{{ზევსის შვილები}}
{{ბერძნული მითოლოგია}}
 
[[კატეგორია:ბერძნული მითოლოგია]]
[[კატეგორია:ილიადას ღვთაებები]]
[[კატეგორია:ბერძნული ქალღმერთები]]
[[კატეგორია:სიყვარულის და ვნების ქალღმერთები]]
[[კატეგორია:ზევსის შვილები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აფროდიტე“-დან