ტერმიტები: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary |
No edit summary |
||
ხაზი 14:
'''ტერმიტები''' ({{lang-la|Isoptera}}) — [[მწერები]]ს [[რიგი (ბიოლოგია)|რიგი]], რომელთაც არასრული გარდაქმნა ახასიათებთ. მათთვის ნიშანდობლივია საზოგადოებრივი ცხოვრების ნირი. სახეობათა ფარგლებში აღინიშნება სქესობრივი და „კასტური“ [[პოლიმორფიზმი]]. ტერმიტების ოჯახში რამდენიმე ასეულიდან რამდენიმე მილიონამდე მწერია. ოჯახი შედგება დედლისა და მამლის („სამეფო წყვილი“) ან მათი შემცვლელი [[ნეოტენია|ნეოტენიური]] სქესობრივი ინდივიდებისაგან, დიდი და პატარა „ჯარისკაცებისა“ და „მუშებისაგან“. უმდაბლეს ტერმიტებში ნამდვილი „მუშების“ ნაცვლად არიან მატლები — [[ფსევდოერგატები]].
[[ფაილი:Termite Cathedral DSC03570.jpg|მინი|მარცხნივ|ტერმიტების ბუდე]]
ზოგ ტერმიტებს საერთოდ არ ჰყავს „ჯარისკაცები“. ზრდასრულ სქესობრივ ინდივიდებს აქვთ 2 წყვილი წაგრძელებული ნაზი [[ფრთები|ფრთა]], რომლებიც საქორწინო ფრენის შემდეგ სცვივათ. აქვთ ფასეტური [[თვალები]], ზოგის განუვითარებელია, ზოგს სულ არ აქვს. ტერმიტების [[ნაწლავები|ნაწლავებში]] ვითარდება სიმბიოზური უმარტივესები, რომელთა მეშვეობითაც ტერმიტები ითვისებენ [[ხე|ხის]] უჯრედისს. ზოგი ტერმიტები იკვებება მხოლოდ [[სოკოები]]თ, რომლებსაც ისინი „სოკოს ბაღებში“ ამრავლებენ. ოჯახის საფუძველია „სამეფო წყვილი“, რომლის სიცოცხლის ხანგრძლივობა რამდენიმე ათეულამდე წელია, თვითონ ოჯახმა კი შეიძლება მრავალ ათეულ წელს იარსებოს.
==რესურსები ინტერნეტში==
|