აზატ-ხანი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
{{მუშავდება|1=[[სპეციალური:Contributions/Jaba1977|Jaba1977]]|2=2016 წლის 23 თებერვალი}}
'''აზატ-ხან ავღანი''' ({{lang-ps|آزاد خان افغان}}), ან '''აზატ-შაჰ ავღანი''' ({{lang-ps|آزاد شاه افغان}}; გ. [[1781]]) — [[პუშტუნები]]ს სამხედრო მეთაური. [[1747]] წლიდან, [[ნადირ-შაჰი]]ს გარდაცვალების შემდეგ, დასავლეთ [[ირანი]]ს ტახტის მთავარი პრეტენდენტი<ref name="iranica">Perry, J. R. (1987), "Āzād Khan Afḡān", in: ''[[ენციკლოპედია ირანიკა]]'', Vol. III, Fasc. 2, pp. 173-174. [http://www.iranicaonline.org/articles/azad-khan-afgan-d Online] (Accessed February 20, 2012).</ref>.
 
აზატ-ხანი დაიბადა [[ავღანეთი]]ს პროვინცია [[ღაზნის პროვინცია|ღაზნში]], ქალაქ [[ანდარი (ღაზნი)|ანდარში]]. იგი [[ნადირ-შაჰი]]ს არმიას შეუერთდა დაახლოებით [[1738]] წელს და მიიღო მონაწილეობა [[ირანი|ირანსა]] და [[ინდოეთი|ინდოეთში]] მის მიერ გამართულ ლაშქრობებში. ნადირ-შაჰის მკვლელობის პერიოდში მსახურობდა აზერბაიჯანში ასლან-ხანთან<ref name="iranica"/>.
 
აზატ-ხანმა ითამაშა მნიშვნელოვანი როლი ხელისუფლებისათვის ბრძოლაში, რომელიც დასრულდა ნადირ-შაჰის მკვლელობით. იგი სასწრაფოდ გადავიდა ნადირ შაჰის მემკვიდრის [[იბრაჰიმ აფშარი]]ს მხარეს და მოიპოვა ხანის ტიტული. [[1749]] წელს იბრაჰიმ აფშარიც დაამხო [[შაჰ რუჰ აფშარი|შაჰრუჰმა]]. აზატ-ხანი კი აგრძელებდა ირანში მიმდინარე არეულობაში მონაწილეობას. დასავლეთ ირანში ქურთებთან და ოსმალებთან კავშირში და [[ერეკლე II]]-სთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე [[1752]] წლისატვისწლისათვის თითქმის მთლიანად დაიმორჩილა ტერიტორია [[არდებილი|არდებილიდან]] ურმიამდე<ref name="iranica"/>.
 
აზატ-ხანი დამარცხდა [[ყირხბულახის ბრძოლა]]ში [[ქართლ-კახეთის სამეფო|ქართლ-კახეთის]] მეფე ერეკლე II-სთან ბრძოლაში და ვერ შეძლო ძალაუფლების გამყარება სამხრეთ ამიერკავკასიაში. ამის შემდეგ იგი ცდილობდა [[ქერიმ-ხანი]]ს წინააღმდეგ ბრძოლას, მაგრამ აქაც მარცხი განიცადა.[[1754]] წელს ფათ-ალი-შაჰთან ერთად თავს დაესხა ქერიმ-ხანს და დაიკავა შირაზი.
 
[[1757]] წლისათვის მას დაწინაურებულმა ყაჯარებმა წაართვეს [[ისპაანი]], [[თავრიზი]] და [[ურმია (ქალაქი)|ურმია]]. აზატ-ხანი [[ბაღდადი|ბაღდადში]] გაიქცა, ხოლო [[1760]] წელს გადავიდა [[თბილისი|თბილისში]] და თავშესაფარი ითხოვა ქართლ-კახეთის მეფე [[ერეკლე II]]-სთან. [[1762]] წელს ერეკლე II-მ იგი ქერიმ -ხანს გადასცა. ქერიმ -ხანმა იგი საპატიო პენსიაზე გაუშვა და გააგზავნა [[შირაზი|შირაზში]].
 
აზატ-ხანი გარდაიცვალა [[1781]] წელს და ანდერძის თანახმად დაკრძალეს [[ქაბული|ქაბულში]].
 
==იხილეთ აგრეთვე==
* [[ყირხბულახის ბრძოლა]]
 
==რესურსები ინტერნეტში==