აზატ-ხანი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
აზატ-ხანი ფაქტობრივად ხელისუფლების სათავეში იყო [[1752]]-[[1757]] წლებში და აკონტროლებდა აზერბაიჯანის ნაწილს ქალაქ [[ურმია (ქალაქი)|ურმიამდე]], ჩრდილოეთ და ჩრდილო-დასავლეთ ირანს, სამხრეთ-დასავლეთი [[თურქმენეთი]]სა და აღმოსავლეთი ქურთისტანის ტერიტორიებს. აზატ-ხანი იყო [[დურანის სახელმწიფო]]ს დამაარსებლის [[აჰმად-შაჰ დურანი]]ს თანამედროვე.
 
აზატ-ხანი დაიბადა [[ავღანეთი]]ს პროვინცია [[ღაზნის პროვინცია|ღაზნში]], ქალაქ [[ანდარი (ღაზნი)|ანდარში]]. იგი [[ნადირ-შაჰი]]ს არმიას შეუერთდა დაახლოებით [[1738]] წელს და მიიღო მონაწილეობა [[ირანი|ირანსა]] და [[ინდოეთი|ინდოეთში]] მის მიერ გამართულ ლაშქრობებში. ნადირ-შაჰის მკვლელობის პერიოდში მსახურობდა აზერბაიჯანში ასლან-ხანთან<ref name="iranica"/>.
 
აზატ-ხანმა ითამაშა მნიშვნელოვანი როლი ხელისუფლებისათვის ბრძოლაში, რომელიც დასრულდა ნადირ-შაჰის მკვლელობით. იგი სასწრაფოდ გადავიდა ნადირ შაჰის მემკვიდრის [[იბრაჰიმ აფშარი]]ს მხარეს და მოიპოვა ხანის ტიტული. [[1749]] წელს იბრაჰიმ აფშარიც დაამხო [[შაჰ რუჰ აფშარი|შაჰრუჰმა]]. აზატ-ხანი კი აგრძელებდა ირანში მიმდინარე არეულობაში მონაწილეობას. დასავლეთ ირანში ქურთებთან და ოსმალებთან კავშირში და [[ერეკლე II]]-სთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე [[1752]] წლისატვის თითქმის მთლიანად დაიმორჩილა ტერიტორია [[არდებილი|არდებილიდან]] ურმიამდე<ref name="iranica"/>.
 
აზატ-ხანი დამარცხდა [[ყირხბულახის ბრძოლა]]ში [[ქართლ-კახეთის სამეფო|ქართლ-კახეთის]] მეფე ერეკლე II-სთან ბრძოლაში და ვერ შეძლო ძალაუფლების გამყარება სამხრეთ ამიერკავკასიაში. ამის შემდეგ იგი ცდილობდა [[ქერიმ-ხანი]]ს წინააღმდეგ ბრძოლას, მაგრამ აქაც მარცხი განიცადა.[[1754]] წელს ფათ-ალი-შაჰთან ერთად თავს დაესხა ქერიმ-ხანს და დაიკავა შირაზი.
 
[[1757]] წლისათვის მას დაწინაურებულმა ყაჯარებმა წაართვეს ისპაანი, თავრიზი და ურმია. აზატ-ხანი ბაღდადში გაიქცა, ხოლო [[1760]] წელს გადავიდა [[თბილისი|თბილისში]] და თავშესაფარი ითხოვა ქართლ-კახეთის მეფე [[ერეკლე II]]-სთან.
 
==სქოლიო==