ფშავლები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 116:
საგანგებოდ მორთული ორშიანი ფაფანაგი მხოლოდ ბედნიერ დღეებში უნდა ჩაეცვათ. ასეთი ტიპის ჩასაცმელს გარდა, მოხმარებული იყო აგრეთვე მსხვილი შალისაგან დამზადებული საყოველდღეო ფაფანაგიც. როცა კარგი, საგარეო ფაფანაგი ცვეთაში შედიოდა მასაც საყოველდღეო მოხმარებაში გადატანდნენ. მიუხედავად იმისა, რომ „ცხვრის დუმასავით“ ზურგს აკიდებული ფაფანაგი მძიმე მოსახმარი იყო, ამას არ ერიდებოდნენ და მით ყოველდღიურად იმოსებოდნენ. ეს უკანასკნელი გარემოება ამ სამოსის სამუშაოთა შესრულების დროს მოხმარებასაც ვარაუდობდა. რომ დაეცვათ იგი გაჭუჭყიანებისაგან ზოგჯერ მას „გარექცივ“ (გადაბრუნებულად) ჩაიცვამდნენ.
 
=====ტყავი=====
ზამთარში შემოსაცმელი სამოსის რიგს ემატებოდა „ტყავები“, რომელსაც ამზადებდნენ ცხვრის ტყავისაგან. ტყავის სამასალედ სათანადო მომზადებასა და მის სამოსად გაფორმების საქმეში ფშაეელი მამაჭაცები ყოფილან დასაქმებულნი. ფშავში XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში ტყავების შესაკერად
ქალაქელი მკერავებიც დადიოდნენ. მკერავთან ხალხს თვითონ მიაქონდა მასალად გამოსადვგი ნედლეული. ოსტატი ერთ დღეს ტყავს დაზელავდა, მეორე-მესამე დღეს კი შეკერილ ტყავს შემკვეთს ჩააბარებდა. საქალო ტყავი საკაცოსთან შედარებით უფრო გრძელი სცოდნიათ. წელში გაუკეთებდნენ შვიდ ნაოჭს, რომლის თავების მორთვა ტყავისავე ფერადი ღილების დაკერებას ითვალისწინებდა თურმე. ტყავის შესაკერად გაწეული შრომის საზღაური დაწესებული ყოფილა ნატურით (კარაქითა და მატყლით). ოსტატის მიერ ნაკერი ტყავების გვერდით უხმარიათ აგრეთეე მოსახური დიდი ზომის ცხვრის ტყავები, რომელთაც „დურა-ტყავებს“ ან „მასახურავ ტყავებს“ ეძახდნენ. ასეთი ტიპის ქურქებს ქალები იშვიათად გამოიყენებდნენ, მათ უფრო სასტუმროდ ინახავდნენ.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფშავლები“-დან