ფშავლები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 89:
 
ფაფანაგი ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებთა მიხედვით შედგენილ მცირე ლექსიკონში განმარტებულია როგორც ზედა ტანსაცმელი ქალისა, ჩოხისმაგვარი<ref>ალ. ჭინჭარაული, „ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი“, თბ., 1969</ref>.
 
საფაფანაგე მასალას შეადგენდა ადგილობრივ მოქსოვილი შალი, ე. წ. „ორშიანი ტილო“, რომლის დამზადებისათვის ორი კილო „თხორი“ იყო საჭირო, რადგან საფაფანაგე მასალად ორი ტოლი იყო საკმარისი, ე. ი. ყდიან ორჯერად ჩამოღებული შალის ზომა, დაახლოებით ათი მეტრი. ერთი ნაჭრისაგან კეთდებოდა „ზურგი“ და „წინა კალთები“, ხოლო მეორისაგან წელში შესაყენებელი დაჭრილი კალთები — „აზღოტები“ უნდა გამოეყვანათ.
 
საფაფანაგე მასალას ორად მოკეცავდნენ და მხრებში გაუკერავად ზურგისა და გულისპირის ორი კალთის შემცველ ზედატანს მიიღებდნენ. გულისპირებს წელიდან ნახევარი სიგანის ზომით, ბოლომდე ჩაყვებოდათ კალთები. ასევე ზურგს თან მიჰყვებოდა „ველად“ წოდებული კალთა, რომლის სიგანე წელთან ორი გოჯი იყო და ბოლოში — მტკაველი. ნახსენებ, ზურგს მიბმულ კალთას ხევსურეთში „გვამის აზღოტი“ ეწოდებოდა, ქიზიყში — „ოიმა“<ref>სტ. მენთეშაშვილი, ლექსიკონი</ref>. ზურგს იღლიაში ჩამოუცერებდნენ, რომ აზღოტები კარგად დამდგარიყო.
 
ფაფანაგის ქვედა ტანი შედგებოდა წელში შეყენებული თავწვრილი და ბოლოგაგანიერებული აზღოტებისაგან, რომელთა დიდი რაოდენობა ფაფანაგს სილამაზესა და მოხდენილობას მატებდა. საუკეთესო ფაფანაგად ითვლებოდა ორმოც აზღოტიანი, რომლის ჩამცმელი ქალი ფშავში არც თუ ისე ბევრი ყოფილა ძველად. აზღოტთა შემცირებით ფაფანაგის სიკარგის ხარისხიც კლებულობდა. თექვსმეტი აზღოტისაგან შემდგარი ფაფანაგით აზღოტთა შემცირების წესი ამოიწურებოდა. მუზეუმში 1955 წელს ფშავიდან შემოსულ ფაფანაგის აზღოტთა რაოდენობა ოცდაოთხია (სხმ ექსპონატი №15-55/2). აზღოტები თავში ვიწრო ორი გოჯის სიგანისა და ბოლოში განიერი გაშლილი ხელის სიფართე იჭრებოდა, იმ ვარაუდით რომ ერთი მხარე სწორი ჰქონდა და მეორე ირიბი. სიგრძით აზღოტი სამი მტკაველი უნდა ყოფილიყო. ორი ასეთი აზღოტის შეერთება იძლეოდა ერთ ნაოჭს.
 
====ვარცხნილობა და თავბურვა====
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფშავლები“-დან