სიმონ ჯანაშია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 18:
| განთქმული მოსწავლეები =
| ცნობილია როგორც =
| სამეცნიერო ხარისხი = ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
| სამეცნიერო წოდება = [[აკადემიკოსი]]
| ჯილდოები და პრემიები = {{ლენინის ორდენი}}{{ლენინის ორდენი}}{{შრომის წითელი დროშის ორდენი}}
ხაზი 49:
ჯანაშიამ მნიშვნელოვანი შრომა გასწია საქართველოს ისტორიულ წყაროთა გამოცემის, უცხოური წყაროების ცნობების [[ქართული ენა|ქართულად]] თარგმნის თუ მათი წყაროთმცოდნეობითი ანალიზის ხაზით. არაერთი ნაშრომი მიუძღვნა მან ქართული კულტურის ისტორიას, [[ისტორიული გეოგრაფია|ისტორიული გეოგრაფიის]] საკითხებს. ჯანაშია ხელმძღვანელობდა არქეოლოგიურ კვლევა-ძიებებს საქართველოში. 1940 წლიდან ის სათავეში ჩაუდგა [[მცხეთა|მცხეთის]] ტერიტორიაზე დაგეგმილ არქეოლოგიურ სამუშაოებს. მოპოვებული ახალი მასალის ანალიზი აისახა მის შრომებში და „საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოში“. 1943 წელს ჯანაშიას, [[ნიკო ბერძენიშვილი]]სა და [[ივანე ჯავახიშვილი]]ს ავტორობით (რედაქტორი სიმონ ჯანაშია) გამოვიდა [[საქართველოს ისტორია|საქართველოს ისტორიის]] სასკოლო სახელმძღვანელო უძველესი დროიდან XIX საუკუნის დამდეგამდე. 1926 წლიდან ჯანაშია წლების მანძილზე კითხულობდა [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი|თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში]] აფხაზური ენის კურსს, ლექციებს საქართველოს ისტორიის წყაროთმცოდნეობაში, საქართველოს ისტორიის ზოგად კურსს, ატარებდა სპეციალურ კურსებსა და სემინარებს. ჯანაშიას ეკუთვნის 100-ზე მეტი სამეცნიერო-კვლევითი ნაშრომი, მათ შორის 10 [[მონოგრაფია]].
 
ჯანაშია ეწეოდა ფართო საზოგადოებრივ მუშაობას. იყო სსრკ II მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. დაჯიდოებულია 2 [[ლენინის ორდენი]]თ, [[შრომის წითელი დროშის ორდენი]]თა და მედლებით. [[სსრკ სახელმწიფო პრემია|სსრკ სახელმწიფო პრემიის]] ორგზის (1943, 1947) ლაურეატი. სიმონ ჯანაშიას სახელობისაა [[სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი|საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი]], ერთ-ერთი ქუჩა თბილისში, დაწესებულია [[საქართველოს მეცნიერებათა აკადემია|საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის]] ჯანაშიას სახელობის პრემია. 1947 წელს რეჟისორებმა [[ირაკლი კანდელაკი|ირაკლი კანდელაკმა]] და [[შალვა ჩაგუნავა]]მ გადაიღეს კინონარკვევი „აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას ხსოვნას“. სიმონ ჯანაშია დაკრძალულია [[მთაწმინდის პანთეონი|მთაწმინდის პანთეონში]]. სიმონ ჯანაშიას ვაჟიშვილი [[ნიკოლოზ ჯანაშია|ნიკოლოზ (ლაშა) ჯანაშია]] (1931-1982) აგრეთვე ისტორიკოსი იყო.
 
== იხილეთ აგრეთვე ==
ხაზი 74:
[[კატეგორია:დაბადებული 1900]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1947]]
[[კატეგორია:მთაწმინდის პანთეონში დაკრძალულები]]
[[კატეგორია:ლენინის ორდენის კავალრები]]
[[კატეგორია:შრომის წითელი დროშის ორდენის კავალრები]]
[[კატეგორია:სტალინური პრემიის ლაურეატები]]
[[კატეგორია:მთაწმინდის პანთეონში დაკრძალულები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სიმონ_ჯანაშია“-დან