ფშავლები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 76:
 
=====ფასტამალა=====
ფშაური ფასტამალა იკერებოდა ერთი არშინი მუქი ფერის ყარამანდულასა ან ლასტიკისაგან. მოხუცი მთხრობელების გადმოცემით, ფასტამალას თავისი არსებობის მანძილზე სამჯერ გამოუცვლია ფორმა. პირველად „ენიანი ფასტამალები“ ჰქონიათ. კისრიდან წამოღებული „ენები“ მაგრდებოდა „სარტყელში“, მერე მიაკერებდნენ ნაოჭშეყრილ „ბოლოს“. შემდგომში ენები ჩამოუხსნიათ და დარჩენილა ბოლო „შახმუჭვილ-შაყრილი“ ფასტამალა, რომელსაც თავის მხრივ სულ მოკლე დროის განმავლობაში ადგილი დაუთმია „რუშიანი“ ფასტამალისათვის, რომლის შესაკერად საჭირო ყოფილა საწელე „სარტყელი“ და ერთი განი „ბოლოდ“, რომელსაც ნაოჭით მოაკერებდნენ საწელეს. ფოსტამალას ბოლო დაქობვილი, ე. ი. სარჩულდადებული ჰქონდა. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ნაქარგი ორმაგ ნაჭერზე კარგი გამოდიოდა, და მეორეც, ნაქარგის უკანა მხარეს ძაფების კვანძები ფასტამალას ნაპირის აკეცვის შემთხვევაში არასასიამოვნო შთაბეჭდილებას აღარ ახდენდა. ფასტამალას მოსაქარგავად იყენებდნენ შემდეგ სახეებს: „ნოქვა“, „ჭინჭველთ ნავალი“, „კავიანა“, „ჩადუნა“. ზოგი ჯვარს გამოიყვანდა, ზოგი ფოთლებს, ზოგი წინდის ჭრელას. ამ წინსაფარს ბოლო ნაწილი ნოქვითა და ბოყოტის თავებით ჰქონდა „შახმუჭვილი“ და ისე მოკერებული მთელ განზე, ბოყოტის თავები მორთული იყო ფერადი მძივებით.
 
ფასტამალა ისეთივე აუცილებელი ნაწილთაგანი იყო ფშაველი ქალის სამოსისა, როროგც ფაფანაგი. მის გარეშე სირცხვილი იყო ქალის სტუმრებთან გამოჩენა ან გარეთ გამოსვლა. იმდენად აუცილებელი, რომ შემდგომში იგი შეერწყა კაბას, რის დასტურადაც ფშავში [[1962]] წელს ერთ-ერთი ექსპედიციის დროს სოფელ მაღაროსკარში მცხოვრებ დედუკა ბახაიას ასულ თურმანაულის სასუდრე ტანისამოსად შემონახული კაბა ითვლება. აღნიშნული კაბა შეკერილი იყო მხრიანი კაბის ნიმუშის მიხედვით, იმ განსხვავებით, რომ წინა მთლიანი განის მაგივრად შედგმული ჰქონდა ფასტამალა თავისი ნაკეცებითა და მისთვის დამახასიათებელი ნაქარგულობით.
 
მხრიანი კაბების შიგნით იცვამდნენ უმხრო კაბებს. რაც უფრო მეტი უმხრო კაბა ეცვა ქალს შიგნით, ჯერ ერთი, მისი შეძლების მაჩვენებელი იყო და მეორეც, მხრიანი კაბის კარგად დაყენებასაც უწყობდა ხელს. უმხრო კაბას ზოგჯერ უბრალოდ „კაბასაც“ ეძახდნენ, რადგან წელიანი, კაბის აღმნიშვნელ ტერმინად ფშავში ყველგან მხრიანი კაბა იხმარებოდა. უმხრო კაბა იკერებოდა რამდენიმე განისაგან ან წვრილად დაჭრილი კალთებისაგან. მას მხრიანი კაბის მსგავსად გარშემო ნაჭერს უკეთებდნენ. კაბა წელში იყო გადაქობვილი და ბოლოზედაც ქობა ჰქონდა გადაკეცილი. საწელე ქობაში ნაჭერი იყო გაყრილი გვერდში შესაკრავად. შიგნით ჩასაცმელი ეს კაბები კარგი ნაჭრისაგან უნდა ყოფილიყო დამზადებული, იმდენად კარგები ეცვათ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში მხრიანი კაბის ამოკეცვაც იცოდნენ, რათა შიგნიდან ჩაცმული კაბის რაობა უცხო თვალისათვის შესამჩნევი გაეხადათ.
 
უფრო გვიან ხმარებაში შემოსული წელქვეითი — კაბების და წელზეითი — გრძელსახელოებიანი „რუბაშკები“ აღწერილია სპეციალურ ლიტერატურებში<ref>თ. ოჩიაური, ხევსური ქალის თანამედროვე ჩაცმულობა, „მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის“, VI, თბ., 1953</ref>.
 
====გარე სამოსელი====
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფშავლები“-დან