კლიშე (ტიპოგრაფია): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: კლიშე (ფრანგ. cliché), საბეჭდი ფორმა, იყენებენ საილუსტრაციო ორიგი...
 
No edit summary
ხაზი 1:
'''კლიშე''' (ფრანგ. cliché), საბეჭდი ფორმა, იყენებენ საილუსტრაციო ორიგინალების მაღალი ბეჭდვის ხერხით აღწარმოებისათვის. სარეპროდუქციო ორიგინალის ხასიათის მიხედვით, კლიშე არის შტრიხული და რასტრული. შტრიხულ კლიშეს იღებენ შტრიხებით შედგენილი გამოსახულებიდან (კალმით ნახატი, გრავიურის ანაბეჭდი, ნახაზი). რასტრულ კლიშეს ნახევრადტონოვანი გამოსახულებიდან, რომელიც შედგება სხვადასხვა ნაჯერობის ელემენტებისაგან (ფოტოსურათი, აკვარელით ან ზეთის საღებავებით ნახატი). კლიშეს აკეთებენ ხეზე, თუთიაზე (ყველაზე მეტადაა გავრცელებული), ასევე თითბერზე, სპილენძზე.
 
{{ქსე}}