მთავარი მენიუს გახსნა

ცვლილებები

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
რადგანაც ზიმბაბვე იყო ბრიტანეთის კოლონია, მათ მიიღეს ზოგიერთი ინგლისური წეს-ჩვეულება. მაგალითად, ადამიანთა უმრავლესობა ფაფას მიირთმევს დილით, მაგრამ ისინი მაინც [[ჩაი]]ს სვავენ 10 საათზე. სადილზე მათ შეიძლება მიირთვან წინა ღამით შემორჩენილი საკვები, ახლადდამზადებული "სადზა", ან [[სენდვიჩი]] (რომელიც ხშირად გვხვდება ქალაქებში). სადილის შემდეგ როგორც წესი 4 საათზე სვამენ ჩაის.
 
== სპორტი ==
[[ფეხბურთი]] ყველაზე პოპულარული [[სპორტი]]ს სახეობაა ზიმბაბვეში. [[ზიმბაბვეს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები]] ორჯერ გავიდა [[აფრიკის ერთა თასი]]ს ფინალურ ეტაპზე (2004 და 2006 წლები). იგი ასევე ოთხჯერ გახდა Cossafa-ს (სამხრეთ აფრიკის საფეხბურთო ასოციაციების საბჭო) ჩემპიონი (2000, 2003, 2005 და 2009 წლები) და სამჯერ დაიკავა მეორე ადგილი. ზიმბაბვემ [[ოლიმპიური თამაშები|ოლიმპიურ თამაშებზე]] მოიპოვა რვა ოლიმპიური მედალი, აქედან ერთი ოქრო [[ბალახის ჰოკეი]]ში (ქალთა ნაკრები) [[ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 1980|1980 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე]] [[მოსკოვი|მოსკოვში]], ხოლო 7 [[ცურვა]]ში, 3 [[ათენი]]ს [[ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 2004|2004 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე]] და 4 [[პეკინი]]ს [[ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 2008|2008 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე]], რომელთაგან ყველა [[კირსტი ქოვენთრი]]ს მოპოვებულია (2 ოქრო, 4 ვერცხლი და 1 ბრინჯაო).
 
[[რაგბი]] და [[კრიკეტი]] ასევე პოპულარული სახეობებია, განსაკუთრებით თეთრკანიან მოსახლეობაში. [[რაგბი]] მნიშვნელოვანი სპორტის სახეობაა ზიმბაბვეში. [[ზიმბაბვეს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები]] ქვეყანას წარმოადგენდა 2 [[რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი]]ს ტურნირზე 1987 და 1991 წლებში. დღეისათვის ნაკრებს უკავია 26-ე ადგილი მსოფლიო კლასიფიკაციაში.<ref>http://www.worldrugby.org/rankings</ref> კრიკეტში ქვეყნის გამოჩენილი სპორტსმენია [[ენდი ფლოუერი]], კრიკეტში ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი.
 
[[თანამეგობრობის თამაშები|თანამეგობრობის]] და [[სრულიად აფრიკული თამაშები|სრულიად აფრიკულ თამაშებზე]] ცურვაში კირსტი ქოვენთრის ქვეყნისთვის მოპოვებული აქვს 11 ოქროს მედალი სხვადასხვა დისტანციებზე.<ref>{{cite news|url=http://sportsillustrated.cnn.com/olympics/2004/schedules/117BySport.html|title=2004 Olympic Games swimming results|accessdate=22 July 2007|publisher=CNN|deadurl=yes|archiveurl=https://web.archive.org/20060509051921/http://sportsillustrated.cnn.com:80/olympics/2004/schedules/117BySport.html|archivedate=9 May 2006}}</ref><ref>{{cite web|url=http://www.fina.org/events/WC/Montreal_2005/results/sw.php|title=Montreal 2005 Results|accessdate=9 June 2007|archiveurl=https://web.archive.org/web/20070128064425/http://www.fina.org/events/WC/Montreal_2005/results/sw.php|archivedate=28 January 2007}}</ref><ref>{{cite web|url=http://www.fina.org/events/WC/Melbourne_2007/results/swimming.php|title=12th FINA World Championships|accessdate=9 June 2007|archiveurl=https://web.archive.org/web/20070606111744/http://www.fina.org/events/WC/Melbourne_2007/results/swimming.php|archivedate=6 June 2007}}</ref><ref>{{cite news|url=http://news.bbc.co.uk/sport3/commonwealthgames2002/bsp/statistics/results.stm|title=BBC Sport Commonwealth Games 2002 Statistics|accessdate=29 August 2007|publisher=BBC News}}</ref> ზიმბაბვე ასევე მონაწილეობს [[უიმბლდონის ტურნირი|უიმბლდონის]] და [[დეივისის თასი]]ს [[ჩოგბურთი|საჩოგბურთო]] ტურნირებზე, განსაკუთრებით ბლექების ოჯახი, რომლის წევრებიც არიან [[უეინ ბლექი]], [[ბაირონ ბლექი]] და [[კარა ბლექი]]. ზიმბაბვეს სპორტსმენები ასევე კარგად გამოდიან [[გოლფი]]ს ტურნირებზე. ზიმბაბველი [[ნიკ პრაისი]] მსოფლიოში ოფიციალური პირველი ნომრის სტატუსით ასპარეზობდა უფრო მეტი ხანი, ვიდრე ნებისმიერი აფრიკელი მოთამაშე.<ref>{{cite web|last=Gold|first=Jack Of|url=http://www.freetv4africa.co.uk/2012/05/africa-punching-above-its-weight-in.html|title=Africa punching above it's &#91;sic&#93; weight in golf|publisher=Free TV 4 Africa|date=29 May 2012|accessdate=6 June 2012}}</ref>
 
ზიმბაბვეში გავრცელებულია სპორტის სხვა სახეობებიც, კერძოდ: [[კალათბურთი]], [[ფრენბურთი]], [[ნეთბოლი]] და [[წყალბურთი]], ასევე [[სქვოში]], [[ავტოსპორტი]], ორთაბრძოლები, [[ჭადრაკი]], [[ველოსპორტი]], [[პოლოკროსი]], [[კაიაკინგი]] და [[დოღი]]. მაგრამ, ამ სპორტის სახეობების უმრავლესობაში ქვეყანას საერთაშორისო შეჯიბრებებში წარმომადგენლები ვერ გამოჰყავს, ისინი მონაწილეობენ მხოლოდ იუნიორთა შეჯიბრებებში ან ეროვნულ ჩემპიონატებში.
 
== რესურსები ინტერნეტში ==