ილია წინამძღვრიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
'''ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილი''' (დ. [[ძველი სტილი]]თ [1 სექტემბერი], [[ახალი სტილი]]თ [13 სექტემბერი], 1834, [[წინამძღვრიანთკარი]], [[მცხეთის რაიონი]], — გ. [[ძველი სტილი]]თ [2 სექტემბერი], [[ახალი სტილი]]თ [15 სექტემბერი], 1920, იქვე) — ქართველი საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი და პუბლიცისტი. 16 წლის ილია პირველ კლასიკურ გიმნაზიაში მიაბარეს, სადაც გაიცნო და დაუმეგობრდა [[ილია ჭავჭავაძე]]ს. 1858 წელს ილია დანიშნეს შტატგარეშე მოხელედ თბილისის გუბერნიის მმართველობაში, სადაც 10 წელი დაჰყო სხვადასხვა პოზიციაზე. 1868 წელს ილია წინამძღვრიშვილი აირჩიეს თბილისის მესამე განყოფილების მომრიგებელ მოსამართლედ. ილიამ ცოლად შეირთო ოლღა მიხეილის ასული არღუთაშვილი, რომელიც მალე დასნეულდა. იგი ილიამ საზღვარგარეთ წაიყვანა სამკურნალოდ, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. შვილი არ ჰყოლიათ, რასაც განსაკუთრებით განიცდიდა წინამძღვრიშვილი. ოლღას ძალიან უნდოდა სოფლის გლეხებისთვის სკოლის გახსნა. ილიამ გადაწყვიტა თავისი და მეუღლის სურვილი განეხორციელებინა და სკოლა გაეხსნა, ვინაიდან იმ დროისთვის საგურამოს მხარეში არცერთი სკოლა არ არსებობდა. ილია წინამძღვიშვილის აზრით, „მამულის გაკეთება და ნივთიერის ცხოვრების წინ წასვლა შეიძლება მხოლოდ წერა-კითხვის, სოფლის სამეურნეო და სახელოსნო ცოდნის გავცელებით მცხოვრებთა შორის“. წინამძღვრიშვილმა მიიჩნია, რომ მხოლოდ წერა-კითხვის ცოდნა საკმარისი არ იქნებოდა, მოსწავლეებს უნდა შეესწავლათ ოჯახში საჭირო ყველა საქმე: მევენახეობა, ღვინის დაყენება, მებაღეობა, მებოსტნეობა, ფუტკრის და აბრეშუმი ჭიის მოვლა, ხვნა-თესვა, საქონლის მოვლა-მოშენება, დურგლობა, მჭედლობა.
 
{{ციტატა|გლეხებსა და აზნაურებს, თუმცა ხელთ აქვთ უძრავი სიმდიდრე ბუნებისა, არ შეუძლიათ მითი სარგებლობა. იმათ, გარდა წარღვნისდროინდელი საშუალებებისა, არ იციან არავითარი სხვაგვარი მამულისა და ბაღ-ვენახის შემუშავება. არ არის საჩვენებელი ფერმა, სადაც მათ და მათ შვილებს შეეძლოთ ენახათ შეკეთება მიწის და სამეურნეო იარაღებისა, რომელნიც გაუადვილებენ მამულის მეპატრონეთ მუშაობას}} — წერდა ი. წინამძღვრიშვილი 1883 წელს გაზეთ „[[დროება (XX საუკუნე)|დროებაში]]“.