ტიპიკონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
'''ტიპიკონი''' ([[ბერძნული ენა{{lang-el|ბერძ]].Τυπικόν}} — ''ნიმუში'', ''ფორმულა'', ''დაფუძნება'') — ღვთისმსახურების გარკვეული და სავალდებულო წესის შემცველი ლიტურგიკული წიგნი, რომელიც განსაზღვრავს წლის ყოველი დღის ღმრთისმსახურების შემადგენლობას, რიგსა და წესს. აგრეთვე, მასში მითითებულია დღესასწაულები, [[მარხვა|მარხვები]], [[მსგეფსი|მსგეფსები]] მთელი წელიწადისათვის და ამათ გარდა, რამდენიმე წესი მონაზვნური ცხოვრებისა. თუმცა, ყველა ღმრთისმსახურებას არ განსაზღვრავს ტიპიკონი, არამედ ზოგიერთი ღმრთისმსახურების განგება სხვადასხვა საღმრთისმსახურო წიგნებში არის მოცემული. მაგალითად: [[ლიტურგია|ლიტურგიის]] განგება და წესი (მისი სამი სახესხვაობით) გადმოცემულია [[კონდაკი|კონდაკში]]; შუაღამიანის, [[ჟამნი|ჟამნებისა]] და სერობების – ჟამნში; [[საიდუმლონი|საიდუმლოთა]] შესრულების, მიცვალებულის დამარხვის, წყლის კურთხევის, ტაძართა კურთხევის, მონაზვნად აღკვეცის – [[კურთხევანი|კურთხევანში]]. ტიპიკონის მთავარი დანიშნულება კი მდგომარეობს შემდეგში: შეაერთოს [[თვენი]] [[პარაკლიტონი|პარაკლიტონთან]], ან თვენი [[ტრიოდიონი|ტრიოდიონთან]] [[მწუხრი|მწუხრისა]] და [[ცისკარი (ლოცვა)|ცისკრის]] ღმრთისმსახურებებზე. სხვა მსახურებებს ის მხოლოდ იმ შემთხვევაში ეხება, როდესაც დღესასწაულისა თუ [[მარხვა|მარხვის]] მოთხოვნით ამ მსახურებათა წესი რომელიმე ნაწილში იცვლება.
 
ცნობილია ორი სახის წესი: ტიპიკონი სამრევლო და სამონასტრო. [[საქართველო]]ში მოქმედებდა ორნაირი სამრევლო წესი: [[იერუსალიმი|იერუსალიმის]] ანუ [[ქრისტე]]ს საფლავისა და [[კონსტანტინოპოლი]]ს [[სოფიოს ტაძარი (სტამბოლი)|წმინდა სოფიოს ტაძრის]], ანუ დიდი ეკლესიისა. სამონასტრო წესებიდან აღსანიშნავია სამი: საბა წმიდისა ([[პალესტინა]]ში), სტულიტეს მონასტრისა (კონსტანტინოპოლი) და ათანასე დიდის ლავრისა ([[ათონის მთა]]ზე); ტიპიკონი მღვდელთმსახურთა წიგნისა, რომელიც შეიცავს ღვთისმსახურების შესრულების წესებსა და მითითებებს, უძრავ და მოძრავ დღესასწაულთა განლაგების შესახებ, ამას ემატება დისციპლინური წესები მონაზონთათვის და სხვა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტიპიკონი“-დან