მე-13 სამთო სს დივიზია ხანჯარი (1 ხორვატული): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
- "Croatia,_Historic_Coat_of_Arms,_first_white_square.svg". ფაილი წაიშალა Commons-იდან მომხმარებელ Hedwig in Washington-ს მიერ. მიზეზი: Missi
replace archive.today -> archive.is (domain archive.today blocked by onlinenic)
ხაზი 68:
[[9 აგვისტო]]ს [[პოლკოვნიკი|პოლკოვნიკმა]] კარლ–გუსტავ ზაუბერცვაიგმა გადაიბარა დივიზიის მეთაურობა ფონ ობერვურცერისგან. ზაუბერცვაიგი ვაფენ სს–ს შემადგენლობაში გადმოიყვანეს [[ობერფიურერი]]ს ჩინით. იგი წარმატებული ორგანიზატორი იყო, პირველი მსოფლიო ომის ვეტერანი, რომელშიც 18 წლისამ უკვე ასეულის მეთაურობას მიაღწია, ასევე მსახურობდა პოლკის მეთაურად [[ოპერაცია ბარბაროსა]]ს მიმდინარეობისას. თუმცა მან არ იცოდა თავისი ახალი ქვეშევრდომების ენა, მან მალე მოიპოვა მათი პატივისცემა.<ref name="lepre" /><br />
===ამბოხება===
[[1943]] წლის [[17 სექტემბერი|17 სექტემბრის]] ღამეს, ბოსნიელი და ხორვატი უმცროსი ოფიცრების (ფერიდ ჯანიჩის, ბოჟო ელინეკის, ნიკოლა ვუკელიჩისა და ლუტფია დიზდარევიჩის) მეთაურობით, დივიზიის საინჟინრო ბატალიონში (რომელიც [[ვილფრანშ–დე-რუერგი|ვილფრანშ-დე-რუერგში]] იყო განლაგებული) დაიწყო ამბოხება. აჯანყებას ჯანიჩი დიდი ხნის განმავლობაში ამზადებდა. ივლისში მას უკვე შექმნილი ჰქონდა ანტიფაშისტური უჯრედი. ამბოხებულებმა დაიკავეს ქალაქი, დაატყვევეს გერმანელები და დახვრიტეს ხუთი ოფიცერი, მათ შორის ბატალიონის მეთაური, ობერშტურმბანფიურერი ოსკარ კირხბაუმი.<ref>{{cite web|url=http://www.dnevnik.ba/novosti/bih/tko-je-oslobodio-prvi-grad-u-zapadnoj-europi-od-nijemaca|title=Tko je oslobodio prvi grad u Zapadnoj Europi od Nijemaca|publisher= dnevnik.ba|accessdate=22 თებერვალი 2015|archiveurl=http://archive.todayis/vecIj|archivedate=01-06-2014}}</ref><br />
ამბოხების ჩახშობა ბატალიონის იმამის, 'აბდულ–ჰალიმ მალკოჩისა და ბატალიონის ექიმის, ვილფრიდ შვაიგერის ძალისხმევით მოხერხდა. მალკოჩმა ბატალიონის პირველ ასეულს უთხრა, რომ მოატყუეს, გაათავისუფლებინა მათ დატყვევებული გერმანელები და აჯანყების მოთავეების დასაჭერად დარაზმა ისინი. შვაიგერმა იგივე მოახერხა ბატალიონის მეორე ასეულში. დიზდარევიჩი და ჯანიჩი ბრძოლაში მოკლეს, ვუკელიჩი დაატყვევეს, ხოლო ელინეკმა გაქცევა მოახერხა.<ref name="lepre" /><br />
ეს იყო ვაფენ სს ისტორიაში ერთადერთი ამბოხება. მიუხედავად იმისა, რომ ომის დასასრულს ვაფენ სს თითქმის მესამედი არაგერმანელებისგან შედგებოდა, მეტი ამბოხება არ მომხდარა.<br />