ნიკოლოზ I გულაბერისძე: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
შესწორდა ბმული |
No edit summary |
||
ხაზი 1:
{{წყარო}}
'''ნიკოლოზ I''' გულაბერისძე
ნიკოლოზ I პროგრესულად მოაზროვნე იყო და სამეფო ხელისუფლების ცენტრალიზაციას ემხრობოდა. დაახლოებით [[1178]] იგი კათალიკოსობოდან გადამდგარა და, როგორც ჩანს, იერუსალიმში წასულა. [[1184]] წელს ნიკოლოზ I [[თამარ მეფე|თამარ მეფემ]] იერუსალიმიდან მოიწვია საქართველოში საეკლესიო საქმეების მოსაგვარებლად. იგი თამარის თხოვნით [[ანტონ ქუთათელი |ანტონ ქუთათელთან]] ერთად ხელმძღვანელობდა საეკლესიო კრებას, რომელიც [[მიქაელი, მიქელ მირიანის ძე | მიქელ მირიანის ძის]] მღვდელთმთავრობის მიზანშეწონილობას იხილავდა. ნიკოლოზ I მიჩნეულია ავტორად თხზულებისა "საკითხავი სუეტისა ცხოველისაჲ, კუართისა საუფლოჲსა და კათოლიკე ეკლესიისა". მასში აღწერილია საუფლო კვართისა და წმინდა ნინოს მიერ ქართველთა გაქრისტიანების ამბავი, აგრეთვე [[სვეტიცხოველი | სვეტიცხოვლის]] ძველი და ახალი სასწაულთმოქმედება, რომელსაც ბოლოში დართული აქვს შესხმა "გიხაროდენ".
|