ვახტანგ V: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 29:
'''ვახტანგ V''', ''შაჰნავაზი'' (გ. [[1675]]) — [[ქართლის სამეფო|ქართლის]] მეფე [[1658]]-[[1675]]. ბაგრატიონთა [[მუხრანბატონები]]ს შტოს წარმომადგენელი, სათავადოს მეთაური [[1629]]-[[1658]]. [[როსტომი (ქართლის მეფე)|როსტომ]] მეფემ იშვილა და ტახტის მემკვიდრედ გამოაცხადა. [[1654]] ირანში მაჰმადიანობა მიაღებინეს და შაჰნავაზი უწოდეს. ვახტანგ V-ის პოლიტიკის მიზანი იყო ქართლ-კახეთის ერთ სამეფოდ გაერთიანება და დასავლეთ საქართველოს მეფე-მთავრებთან მჭიდრო კავშირი ქართლის ჰეგემონობით, ცენტრალური ხელისუფლების განმტკიცება და თავადების პოლიტიკური უფლებების შეზღუდვა, ქართლის საშინაო ცხოვრების მოწესრიგება და ეკონომიური წინსვლისთვის ხელის შეწყობა. საგარეო პოლიტიკაში ვახტანგ V ირანის ვასალად აღიარებდა თავს და მასთან მშვიდობიანი ურთიერთობის დაცვას ცდილობდა. საგარეო პოლიტიკურმა ვითარებამ ხელი შეუწყო ქართლის მოშენებას და ეკონომიურ წინსვლას.
 
ვახტანგ V-მ მოაკვლევინა კახეთის ფაქტობრივი გამგებელი [[ზაალ არაგვის ერისთავი]] და კახეთი თავისი გავლენის სფეროში მოაქცია. ისარგებლა იმერეთის სამეფოში მომხდარი არეულობით, შეუთანხმდა სამეგრელოს მთავარ [[ვამეყ III დადიანი|ვამეყ III დადიანს]], იმერეთის დიდი ნაწილი დაიკავა და თავისი უფროსი ვაჟი [[არჩილ II|არჩილი]] იმერეთის ტახტზე აიყვანა ([[1661]]). დადიანად ვახტანგ V-მ თავისი მომხრე დასვა და საკუთარი ძმისწული თამარი შერთო, გურიელთან მეგობრული კავშირი დაამყარა, აფხაზეთის მთავარმაც მორჩილება განუცხადა და, ამრიგად, თითქმის მთელი საქართველო ვახტანგ V-ის ხელქვეით გაერთიანდა. მაგრამ მალე ოსმალების მოთხოვნით ვახტანგ V იძულებული გახდა იმერეთიდან გაეყვანა არჩილი. ვახტანგ V შეეცადა არჩილი კახეთის მეფედ დაესვა, მაგრამ მის მეტოქედ კახეთის სამეფო ტახტზე [[თეიმურაზ I|თეიმურაზ I-ის]] შვილიშვილი [[ერეკლე I|ერეკლე]] (შემდეგში ერეკლე I) გამოვიდა, რომელმაც ირანის ხელშეწყობით კახეთი დაიკავა. ვახტანგ V-ის მეორე ვაჟი ლუარსაბი ახალციხეს გაიქცა, რათა იქიდან ოსმალეთის დახმარებით იმერეთის ტახტი დაეკავებინა (არჩილიც მას გაჰყვა). ამის გამო [[1675]] ირანის შაჰმა ვახტანგ V თავისთან დაიბარა.
 
==გარდაცვალება==
ვახტანგ V-ის მეორე ვაჟი ლუარსაბი ახალციხეს გაიქცა, რათა იქიდან ოსმალეთის დახმარებით იმერეთის ტახტი დაეკავებინა (არჩილიც მას გაჰყვა). ამის გამო [[1675]] ირანის შაჰმა ვახტანგ V თავისთან დაიბარა. ირანს მიმავალი მეფე გზაზე ავად გახდა და გარდაიცვალა. დასაფლავებულია ქ. [[ყუმი (ქალაქი)|ყუმში]].
 
ვახტანგ V მოხსენიებულია ანჩისხატის სამრეკლოს წარწერაში:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ვახტანგ_V“-დან