ზიმბაბვე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 439:
 
ზიმბაბვეში პირველად იდღესასწაულეს საკუთარი დამოუკიდებლობა 1980 წლის 18 აპრილს.<ref name="indepday">{{cite book|last=Owomoyela|first=Oyekan|year=2002|title=Culture and Customs of Zimbabwe|page=77|isbn=0-313-31583-3|publisher=Greenwood Press|location=Westport, Conn.}}</ref> დღესასწაულები იმართება ეროვნულ სპორტულ სტადიონზე, ანუ რუფაროს სტადიონზე ჰარარეში. ასეთ დღესასწაულებზე უშვებენ [[მტრედი|მტრედებს]], რომელიც მშვიდობის სიმბოლოა, ფრინავენ სამხედრო [[თვითმფრინავი|თვითმფრინავები]] და ჟღერს ეროვნული ჰიმნი. სახელმწიფოს მეთაური ასევე სიტყვით მიმართავს ზიმბაბველ ხალხს, რომელიც მათთვის, ვინც ვერ დაესწრო სტადიონზე გადაიცემა ტელევიზიით.<ref>{{cite web|url=http://www.kas.de/proj/home/home/35/2/|archiveurl=https://web.archive.org/web/20061010093006/http://www.kas.de/proj/home/home/35/2/|archivedate=10 October 2006|title=Zimbabwe Celebrates 25 years of Independence|accessdate=6 January 2008|publisher=Konrad Adenauer Stiftung}}</ref>
 
=== ხელოვნება ===
ზიმბაბვეში ტრადიციულ ხელოვნებას მიეკუთვნება [[მექოთნეობა]], დაწვნა, [[საფეიქრო წარმოება]], მორთულობა და ხეზე თლა. აღსანიშნავია კალათების დაწვნის სიმეტრიული წყობა და დაბალი სკამები, რომელიც გამოთლილია ხის მთლიანი ნაჭრისაგან. შონას ხალხის სკულპტურა ბოლო წლებში მსოფლიოში ცნობილი გახდა და პოპულარობის მოიპოვება დაიწყო 1940-იან წლებში. პეტროგლიფების უმრავლესობა წარმოადგენს სტილიზებულ ფრინველებს და ადამიანის ფიგურებს, რომლებიც დამზადებულია [[დანალექი ქანები]]საგან, როგორიცაა [[ტალკი]]ს [[ფიქალი]], ასევე რთული [[მაგმური ქანები]]ს ჯიშებისგან, როგორებიცაა [[სერპენტინი]] და იშვიათი ქვა [[სერპენტინიტი]]. ზიმბაბვისნაირი არტეფაქტები მოიძებნება ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა [[სინგაპური]], [[ჩინეთი]] და [[კანადა]].
 
შონას ხალხის მიერ შექმნილი სკულპტურები შენარჩუნებულია საუკუნეების განმავლობაში და თანამედროვე სტილით ესაა აფრიკული ფოლკლორის შერწყმა ევროპულ გავლენასთან. მსოფლიოში ცნობილი ზიმბაბველი სკულპტორებია ნიკოლას, ნესბერტ და ანდერსონ მუკომბერანვები, ტაპფუმა გუტსა, ჰენრი მუნიარადზი და ლოკარდია ნდანდარიკა. საერთაშორისო დონეზე, ზიმბაბველმა სკულპტორებმა გავლენა მოახდინეს ახალგაზრდა თაობის ხელოვნებზე, განსაკუთრებით შავკანიანმა ამერიკელებმა, რომლებიც ხანგრძლივ სტაჟირებას გადიოდნენ ზიმბაბვეს საუკეთესო სკულპტორებთან.
 
ბევრი ავტორი კარგადაა ცნობილი როგორც ზიმბაბვეში, ასევე უცხოეთში. ჩარლზ მუნგოში ცნობილია ზიმბაბვეში ტრადიციული ისტორიის ასახვით ინგლისურ და შონას ენებზე, ხოლო მისი ლექსები და წიგნები კარგად იყიდება როგორც შავკანიანი, ასევე თეთრკანიანი მოსახლეობის მიერ.<ref>{{cite web|url=http://zimbabwe.poetryinternationalweb.org/piw_cms/cms/cms_module/index.php?obj_id=5752|archiveurl=https://web.archive.org/web/20071016092853/http://zimbabwe.poetryinternationalweb.org/piw_cms/cms/cms_module/index.php?obj_id=5752|archivedate=16 October 2007|title=Charles Mungoshi|publisher=Zimbabwe – Poetry International Web}}</ref> კატერინ ბაკლიმ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა თავისი ორი წიგნით — "აფრიკული ცრემლები" და "ცრემლები", რომლებშიც ასახულია 2000 წლის მიწის რეფორმების შედეგად არსებული მძიმე შედეგები.<ref>{{cite web|url=http://africantears.netfirms.com/beyondtears.htm|archiveurl=https://web.archive.org/web/20071030001000/http://africantears.netfirms.com/beyondtears.htm|archivedate=30 October 2007|title=Tribute to Cathy Buckle|accessdate=2 November 2007}}</ref> როდეზიის უკანასკნელმა პრემიერ-მინისტრმა იან სმიტმა ასევე დაწერა ორი წიგნი – "დიდი ღალატი" და "დიდი ღალატი: მწარე მოსავალი". დამბუდზო მარეჩერას წიგნმა "სახლი შიმშილისგან" მიიღო პრემია დიდ ბრიტანეთში 1979 წელს და 2007 წელს [[ნობელის პრემია|ნობელის პრემიის]] ლაურეატი [[ლიტერატურა|ლიტერატურის]] დარგში გახდა [[დორის ლესინგი]] რომლის პირველი რომანია "ბალახი მღერის". 2013 წელს ნოვაიოლეტ ბულავაიოს რომანი "ჩვენ გვინდა ახალი სახეები" შევიდა [[ბუკერის პრემია|ბუკერის პრემიის]] შორტ-ლისტების ჩამონათვალში. რომანი ასახავს ზიმბაბვეს მშვიდობიან მოსახლეობაზე მკაცრი მოპყრობის შედეგად გამოწვეულ ნგრევებზე და ემიგრაციაზე [[გუკურაჰუნდი]]ს დროს 1980-იანი წლების დასაწყისში.
 
მსოფლიოში ცნობილი მხატვრებია ჰენრი მუდზენგერერე და ნიკოლას მუკომბერანვა. ხშირად განმეორებადი თემა ზიმბაბვეს ხელოვნებაში არის ადამიანის [[მეტამორფოზი|გარდასახვა]] ცხოველში.<ref>{{cite web|url=http://karaart.com/collections/shona/origins3.html|title=Cultural Origins of art|accessdate=6 January 2008|archiveurl=https://web.archive.org/web/20071104011154/http://karaart.com/collections/shona/origins3.html|archivedate=4 November 2007}}</ref> ზიმბაბველმა [[მუსიკა|მუსიკოსებმა]], როგორებიცაა: [[ტომას მაპფუმო]], [[ოლივერ მტუკუძი]], [[ბჰუნდუ ბოიზი]]ს ჯგუფი; [[ალიკ მაჩესო]] და [[აუდიუს მტავარირა]] მიაღწიეს მსოფლიო აღიარებას. თეთრკანიან მოსახლეობას შორის, [[თეატრი|თეატრს]] ჰყავს მოყვარულთა დიდი რაოდენობა, მრავალრიცხოვანი თეატრალური კომპანიებით და ისინი მოღვაწეობენ ზიმბაბვეს ქალაქის რაიონებში.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ზიმბაბვე“-დან