[[ფაილი:Von Richtofen LYNN GARRISON - DICK BACH.jpg|მინი|რიჩარდ ბახი და ლინ გარისონი, 1970]]
'''რიჩარდ ბახი''' ({{lang-en|Richard Bach}}) — პილოტი და საავიაციო მწერალი, დაიბადა [[1936]] წლის [[23 იანვარი|23 იანვარსივნისს]] [[აშშ]]-ში. დედა — რუთ ჰელენ შოუ, მამა — როლანდ რობერტ ბახი. რიჩარდი ცნობილი კომპოზიტორის, [[იოჰან სებასტიან ბახი]]ს შორეული შთამომავალია. [[1955]] წელს დაამთავრა [[ლონგ-ბიჩი]]ს სახელმწიფო კოლეჯი. მას ეკუთვნის მრავალი მოთხრობა, მათ შორის: „ერთი“, „ილუზია“, „აქედან ჩემი აზრი“, „[[თოლია ჯონათან ლივინგსტონი]]“ და სხვა. მისი ნაწარმოებები ძირითადად [[ფილოსოფია|ფილოსოფიურია]] და ეხება ფრენას. მას დიდი წარმატება მოუტანა ნაწარმოებმა „თოლია ჯონათან ლივინგსტონი“ (1970), 2 წელიწადში გაიყიდა მილიონი ეგზემპლარი. მასზე ასევე გადაიღეს ფილმი.