ინდოეთი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
92.51.116.46-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Kenti-002-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
ხაზი 70:
* '''ბუნებრივი რესურსები''': ქვანახშირი (მსოფლიოში სიდიდით მეოთხე საბადო), რკინის მადანი, მანგანუმი, ბოქსიტები, ტიტანი, ქრომიტი, ბუნებრივი აირი, ალმასი, ნავთობი, კირქვა, სასოფლო-სამეურნეო მიწები.
 
== ისტორია ==
=ყლეები ხართ
 
=== ქვის ხანა ===
[[ფაილი:Bhimbetka rock paintng1.jpg|მინი|მარცხნივ|250პს|ბჰიმბეტკის გამოქვაბულის კედლის მხატვრობა]][[ნარმადი]]ს [[ხეობა]]ში, ჰატნორში გამართულად მოსიარულე ადამიანის [[ჰომო ერექტუსი]]ს ნარჩენების აღმოჩენა მიუთითებს იმაზე, რომ ინდოეთის ტერიტორიაზე დასახლება მოხდა, უკიდურეს შემთხვევაში, შუა [[პლეისტოცენი]]ს ეპოქაში, დაახლოებით 500 000 - 200 000 წლის წინ. დაახლოებით 30 000 წლის წინ ინდოეთის სუბკონტინენტზე დაიწყო [[მეზოლითი]]ს ხანა, რომელიც გაგრძელდა დაახლოებით 25 000 წლის განმავლობაში. საზოგადოდ, მიღებულია, რომ თანამედროვე ადამიანები სუბკონტინენტზე დასახლდნენ უკანასკნელი გამყინვერების პერიოდის ბოლოს ან დაახლოებით 12 000 წლის წინ. პირველი ცნობილი მუდმივი დასახლებები წარმოიქმნა 9 000 წლის წინ [[მადჰია-პრადეში]]ს შტატში, [[ბჰიმბეტკა]]ს ტერიტორიაზე. ნეოლითური კულტურის ყველაზე ადრეული კვალი, რადიოკარბონული ანალიზის თანახმად, დაკავშირებულია VIII ათასწლეულის შუა ხანებთან ჩვ. ერამდე და ნაპოვნია [[გუჯარათი]]ს შტატში [[კამბეის ყურე]]სთან. ნეოლითური კულტურის ნიმუშები, რომლებიც თარიღდება ჩვ. ერამდე VII ათასწლეულით აღმოჩენილი იყო, აგრეთვე, თანამედროვე [[პაკისტანი]]ს [[ბალოჩისტანი]]ს პროვინციაში [[მერგარჰი]]ს სადგურზე. გვიანი ნეოლითური ხანის კულტურები ყვაოდა მდინარე ინდის ხეობაში ძვ. წ. 6 - 2 ათასწლეულებში ჩვ. ერამდე და სამხრეთ ინდოეთში ძვ. წ. 2800-1200 წ.წ. შორის პერიოდში. ისტორიულ რეგიონში მდებარეობს სამხრეთ აზიაში რამდენიმე უძველესი ნამოსახლარი და მძლავრი ცივილიზაცია.
ადრეპალეოლითურ პერიოდთან დაკავშირებული უძველესი ადგილები არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია პაკისტანში მდ. [[სოანი]]ს [[ხეობა]]ში. პირველი სოფლური ტიპის დასახლებები გაჩნდა მერგარჰში [[ნეოლითი]]ს ეპოქაში, ხოლო პირველი საქალაქო ტიპის დასახლებები - მდ. [[ინდი]]ს ხეობაში, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია [[მოჰენჯო-დარო]] და [[ჰარაპა]].
 
=== ბრინჯაოს ხანა ===
[[ფაილი:Historic pakistan rel96b.JPG|მინი|250პქ|პაკისტანის რუკა ძირითადი ისტორიული ადგილებით]][[ბრინჯაოს ხანა]] ინდოეთის სუბკონტინენტზე დაიწყო ჩვ. ერამდე 3300 წლის წინ მდ. [[ინდი]]ს [[ხეობა]]ში ცივილიზაციების წარმოქმნით. ამ პერიოდის ძირითად დამახასიათებელ თვისებას წარმოადგენს მეტალურგიის მაღალი განვითარება - [[სპილენძი]]ს, [[ბრინჯაო]]ს, [[ტყვია|ტყვიის]] და [[კალა|კალის]] დნობა. ინდური ცივილიზაციების აყვავება მოდის ჩვ. ერამდე 2600-1900 წ.წ. შორის პერიოდში. ამ პერიოდში ინდოეთის სუბკონტინენტზე ჩნდება ქალაქები და იწყება გრანდიოზული მშენებლობა. ეს უძველესი ცივილიზაცია ჩამოყალიბდა მდ. [[ინდი]]ს [[ხეობა]]ში და გავრცელდა მდ. [[გჰაგჰრა]]-ჰაკრას [[ხეობა]]ში (იგი მრავალი მეცნიერის მიერ გაიგივებულია ვედურ მდინარე [[სარასვატი|სარასვატთან]]), [[განგი]]სა და [[ჯამუნა]]ს [[შუამდინარეთი|შუამდინარეთში]], [[გუჯარათი|გუჯარათსა]] და ჩრდილოეთ ავღანეთში. ინდური ცივილიზაციის განსხვავებულ თავისებურებებს წარმოადგენს [[აგური]]თ ნაგები ქალაქები მაღალგანვითარებული საკანალიზაციო სისტემით და მრავალსართულიანი სახლებით. უმძლავრესი საქალაქო ცენტრები იყო [[ჰარაპა]] და [[მოჰენჯო-დარო]], დჰოლავირა, ლოტჰალი, კალიბანგა და სხვ. მდ. [[სარასვატი]]ს ამოშრობის და მდ.[[ინდი]]ს [[კალაპოტი]]ს შეცვლის შედეგად მოხდა დიდი გეოლოგიური და კლიმატური ცვლილებები, რამაც გამოიწვია რეგიონში ტყეების გაქრობა და გაუდაბურება. ეს ფაქტორი გახდა ინდური ცივილიზაციების დაკნინების და გაქრობის მიზეზი.
 
=== რკინის ხანა ===
* '''ვედური ცივილიზაცია'''
ვედური კულტურა ეს არის ინდურ-არიული კულტურა, რომელიც ასოცირდება ვედებთან - ვედურ სანსკრიტზე შედგენილ [[ინდუიზმი]]ს წმინდა წერილებთან. მეცნიერებაში მიღებული თვალსაზრისით ვედური ცივილიზაცია არსებობდა ძვ, წ. [[II ათასწლეული]]ს შუა ხანებიდან [[I ათასწლეული]]ს შუა ხანებამდე. ეს თარიღი საკამათოა ზოგიერთი ინდოელი და დასავლეთელი [[ისტორიკოსი]]სა და მეცნიერისათვის, რომლებიც ვედური პერიოდის დასაწყისად მიიჩნევენ ძვ. წ. IV ათასწლეულს და ინდურ ცივილიზაციას აიგივებენ ვედურთან. სწორედ ვედურ პერიოდში ჩამოყალიბდა ინდური კულტურა, ენა და [[რელიგია]]. ვედური პერიოდის პირველი 500 წელი (ძვ.წ.1500-1000წ.წ.) ემთხვევა ინდოეთის [[ბრინჯაო]]ს ხანას, ხოლო უკანასკნელი 500 წელი (ძვ. წ. 1000-500წ.წ.) რკინის ხანას.
XIX საუკუნეში ევროპელმა კოლონიზატორებმა წამოაყენეს ინდოეთის არიული დაპყრობების თეორია, რომლის თანახმად, ჩვ. ერამდე II ათასწლეულის დასაწყისში [[ინდოეთის სუბკონტინენტი]] მოექცა მომთაბარე [[არიული ტომები]]ს ერთდროული მასიური დაპყრობის ქვეშ, რომელთაც თან მოიტანეს საკუთარი ვედური კულტურა. თუმცა, უკანასკნელმა არქეოლოგიურმა მონაცემებმა და ლინგვისტურმა კვლევებმა უარყო ეს ჰიპოთეზა. მის ნაცვლად მეცნიერებმა წამოაყენეს "ინდოარიული მიგრაციის" სხვადასხვა თეორია. ამ თორიის დამცველთა თანახმად, ინდო-არიული ტომები განსახლდნენ ინდოეთის სუბკონტინენტის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონებში ძვ. წ. II ათასწლეულის დასაწყისში და ასიმილაცია განიცადეს ადგილობრივ მოსახლეობასთან გადასცეს რა მათ საკუთარი ენა და ვედური კულტურა. სხვა მოსაზრებით, ინდოეთიდან წასვლის თეორიის მომხრეები ამტკიცებენ, რომ [[არიელები]] თავდაპირველად იყვნენ ინდოეთის სუბკონტინენტის ძირძველი მოსახლეობა და რიგი მიგრაციების შედეგად მოგვიანებით განსახლდნენ მის ფარგლებს გარეთ.
მას შემდეგ, რაც ჩვ. ერამდე II ათასწლეულში [[ჰარაპა]]ს ურბანული ცივილიზაცია წავიდა დაქვეითებისკენ, თანდათანობით უფრო მნიშვნელოვანი როლის თამაში დაიწყო მიწათმოქმედებამ, ხოლო ორგანიზაციულ-საზოგადოებრივ სტრუქტურაში - კასტებად დაყოფამ. ჩვ. ერამდე X საუკუნისათვის ინდოეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში დაიწყო [[რკინის ხანა]]. ამ პერიოდს მეცნიერები უკავშირებენ "ატჰარვა ვედის" შექმნას. ეს არის პირველი ძველინდური ტექსტი, რომელშიც ნახსენებია რკინა. ითვლება, რომ ამ გვიან ვედურ პერიოდშო მოხდა მრავალრიცხოვანი მცირე სამთავროების ე. წ. [[მაჰაჯანაპადები]]ს ჩამოყალიბება. ამავე პერიოდით ათარიღებენ მეცნიერები ძველი ინდური ეპიკური პოეზიის ძეგლებს "[[მაჰაბჰარატა]]ს" და "[[რამაიანა]]ს".
 
* '''მაჰაჯანაპადები'''
ვედური პერიოდის დასასრულს ინდოეთის სუბკონტინენტზე გაჩნდა რიგი მცირე სამეფოებისა და ქალაქ-სახელმწიფოებისა, რომელთაგან მრავალი მოხსენებულია ძვ. წ. მე-10 საუკუნის შემდგომ პერიოდით დათარიღებულ ვედურ და ადრეინდურ [[ლიტერატურა]]ში.
ამ დროს ქალაქ-სახელმწიფოთა უმრავლესობა მოიხსენებოდა ჯანაპადებად. ჯანაპადების მოსახლეობის დიდ ნაწილს შეადგენდა სუსტად განვითარებული პოლიტიკური და სოციალური სტრუქტურის მქონე ტომები. ბრაჰმანული თეორიის მიხედვით, როგორც ჩანს, [[ბუდა]]ს პერიოდის საზოგადოებას არ გააჩნდა კასტური სისტემა. ის წარმოადგენდა სუსტად სტრუქტურირებულ საზოგადოებას, სადაც არ არსებობდა სრულფასოვანი [[მონარქია]]. უფრო მეტიც, ის ემსგავსებოდა [[ოლიგარქია]]ს ან ზოგიერთი ფორმით, [[რესპუბლიკა]]ს.
[[ფაილი:Gandhara Buddha (tnm).jpeg|მინი|250პს|ბუდას ბერძნულ-ბუდისტური სტატუეტი I-IIს.ს. განდჰარა]]ჩვ. ერამდე მე-5 საუკუნისათვის წარმოიქმნა 16 სამეფო ან „რესპუბლიკა“ ცნობილი მაჰაჯანაპადებად - ქაში, ქოსალა, ანგა, მაგადჰა, ვრიჯი, მალა, ჩედი, ვამშა, კურუ, პანჩალა, მატსია, შურასენა, ასსაკა, ავანტი, განდჰარა და კამბოჯა. ისინი გადაიჭიმნენ [[ინდ-განგი]]ს დაბლობზე, თანამედროვე [[ავღანეთი]]დან [[მაჰარაშტრა]]მდე და [[ბენგალია]]მდე. ამ პერიოდში დაიწყო ინდური ცივილიზაციის შემდეგ მეორე მძლავრი ურბანიზაციის პერიოდი. [[სუბკონტინენტი]]ს დანარჩენ ნაწილზე, როგორც ჩანს, არსებობდა მრავალი სხვა მცირე სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი, რომელთა შესახებ ცნობები გვხვდება ლიტერატურაში. ზოგიერთ მათგანში სამეფო ხელისუფლება გადადიოდა მემვიდრეობით, ზოგიერთში კი თავად ირჩევდნენ საკუთარ მმართველებს...ძირითადი სალაპარაკო ენა მოსახლეობის ზედაფენებში იყო [[სანსკრიტი]], ხოლო დაბალი სოციალური ფენები ჩრდ. ინდოეთში ურთიერთობდნენ განსხვავებულ ადგილობრივ დიალექტებზე ე.წ. პრაკრიტზე. ჩვ. ერამდე მე-5 საუკუნეში ე.ი. [[ბუდა]]ს დაბადების მომენტისათვის 16 სამეფოთაგან მრავალი გაერთიანდა და წარმოიქმნა ოთხი შედარებით მსხვილი გაერთიანება - ვატსა, ავანტი, ქოშალა და [[მაგადჰა]].
იმ პერიოდის რელიგიურ პრაქტიკაში ძირითადი იყო ბრაჰმანების მიერ შესრულებული რთული ვედური რიტუალები. ითველბა, რომ ზუსტად ამ პერიოდში, ძვ. წ. მე-VII - მე-V საუკუნეებში ჩაიწერა [[უპანიშადები]] - გვიანი ვედური პერიოდის რელიგიურ-ფილოსოფიური ტექსტები. უპანიშადებმა უდიდესი გავლენა მოახდინა ინდური ფილოსოფიის ფორმირებაზე და თითქმის ერთდროულად წარმოქმნილმა ბუდიზმმა და ჯაინიზმმა საკუთარ თავში განასახიერეს ამ პერიოდის აზროვნების ოქროს ხანა. ჩვ.წ. აღ.მდე 537წ. [[სიდჰართა გაუტამა]]მ მიაღწია „ გასხივოსნებას“ და გახდა ბუდა - „ზიარებული“ . [[ბუდიზმი]]სა და [[ჯაინიზმი]]ს დოქტრინებში აქცენტირებული იყო [[ასკეტიზმი]] და ვრცელდებოდა [[პრაკრიტი]]ს ენებზე, რაც ფართო მასებზე გავლენის მოხდენას ემსახურებოდა. მათ უდიდესი გავლენა მოახდინეს ინდურ ტრადიციულ რელიგიურ პრაქტიკაზე. კერძოდ, ვეგეტარიანელობაზე, ცხოველთა მოკვლის შეზღუდვაზე და ა. შ.
ამავე დროს, ჯაინიზმის გეოგრაფიული გავლენა შემოიფარგლა მხოლოდ ინდოეთით, ხოლო ბუდისტმა ბერებმა [[ბუდა]]ს სწავლება გაავრცელეს ტიბეტში, [[შრი-ლანკა]]ზე, ცენტრალურ, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ [[აზია]]ზე.
 
=== სპარსული და ბერძნული დაპყრობები ===
[[ფაილი:MacedonEmpire.jpg|მინი|მარცხნივ|250პს|ალ. მაკედონელის დაპყრობები ჩრდ. ინდოეთამდე და თანამედროვე პაკისტანამდე.]] ჩვენს წ.აღ.მდე 520წ. [[სპარსეთი]]ს [[მეფე]] [[დარიოს I]]ის მმართველობის დროს [[ინდოეთის სუბკონტინენტი]]ს ჩრდილო -დასავლეთ ნაწილი (თანამედროვე აღმოსავლეთ [[ავღანეთი]] და [[პაკისტანი]]) იქნა დაპყრობილი [[სპარსეთი]]ს აქემენიდური იმპერიის მიერ. სპარსელთა ბატონობა აქ მომდევნო ორი საუკუნის განმავლობაში გაგრძელდა. ჩვ.ერამდე 334წ. ალექსანდრე მაკედონელმა, დაიპყრო რა [[მცირე აზია]] და [[აქემენიდების იმპერია]], მიაღწია [[ინდოეთის სუბკონტინენტი]]ს ჩრდილო-დასავლეთ საზღვრებს. მან გაიმარჯვა ადგილობრივ რაჯაზე, [[ჰიდასპის ბრძოლა|მეფე პორზე]] და დაიპყრო [[პენჯაბი (ინდოეთი)|პენჯაბი]]ს დიდი ნაწილი, მაგრამ ალექსანდრეს მეომრებმა მოულოდნელად უარი განახცადეს წინსვლაზე და მდ. [[ბიასი]]ს გადაკვეთაზე, იქ სადაც თანამედროვე ქალაქი [[ჯალანდჰარი]]ა გაშენებული. [[ალექსანდრე მაკედონელი]] იძულებული გახდა ლაშქრობა შეეწყვიტა და უკან დაბრუნებულიყო სამხრეთ-დასავლეთის გზით.
სპარსულმა და ბერძნულმა დაპყრობებმა დიდი ისტორიული გავლენა მოახდინეს ინდური ცივილიზაციის განვითარებაზე...სპარსულმა პოლიტიკურმა სისტემამ გავლენა იქონია სუბკონტინენტის მმართველობის გვიანდელ ფორმებზე. განსაკუთრებით, [[მაურიების იმპერია|მაურიების იმპერიის]] ადმინისტრაციულ სტრუქტურაზე. დამატებით ამასთან, [[განდჰარა]]ს რეგიონში (ეს არის აღმოსავლეთ [[ავღანეთი]] და ჩრდილო-დასავლეთ [[პაკისტანი]]) ინდური, სპარსული, ცენტრალურ-აზიური და ბერძნული კულტურების შერევის შედეგად წარმოიშვა ბერძნულ-ბუდისტური კულტურა, რომელმაც იარსება ჩვ. წ. ის [[V]] საუკუნემდე და გავლენა იქონია [[ბუდიზმი]]ს გვიანდელი ფორმის - [[მაჰაიანა]]ს ფორმირებაზე.
 
=== მაგადჰას იმპერია ===
 
თექვსმეტ მაჰაჯანაპადს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო [[მაგადჰა]], რომელსაც ისტორიის მთელ მანძილზე მართავდნენ სხვადასხვა საგვარეულო დინასტიები. [[მაგადჰა]]ს დამაარსებელი იყო ძვ. წ. 684 წ. [[ჰარტიანკების დინასტია]]. მისი დედაქალაქი იყო [[რაჯაგრიჰა]], რომელსაც მოგვიანებით ეწოდა [[პატალიპუტრა]] (თანამედროვე [[პატნა]]). მოგვიანებით მმართველობაში მოვიდა [[შიშუნაგის დინასტია]], რომელიც ძვ. წ. 424 წ. [[ნანდას დინასტია]]მ შეცვალა. [[მაგადჰა]]ს სამეფომ ყველაზე უფრო მნიშვნელოვან ტერიტორიულ და ეკონომიკურ აყვავებას მიაღწია მაურიების დინასტიის პერიოდში. მაურიების სამეფო გადაიჭიმა თითქმის მთელ სუბკონტინენტზე კუნძულ შრი-ლანკისა და ნახევარკუნძულის სამხრეთით მდებარე მცირე ნაწილის გარდა. თუმცა ისინი მაურიების მოკავშირე სამეფოებად ითვლებოდნენ.
 
=== მაურიების დინასტია ===
[[ფაილი:Mauryan Empire Map.gif|მინი|250პს.|მაურიების იმპერია]]
ძვ. წ. 321 წ. [[ჩანდრაგუპტა მაურია]]მ დაამარცხა რა ნანდას დინასტიის უკანასკნელი მეფე [[დჰანა ნანდა]], [[ჩანაკია]]სთან შეთანხმებით დააარსა [[მაურიების სახელმწიფო]]. ჩანდრაგუპტას მმართველობიდან დაწყებული მაურიებმა არა მხოლოდ დაიპყრეს და გააერთიანეს პრაქტიკულად მთელი [[ინდოსტანის ნახევარკუნძული]], არამედ გააფართოვეს მისი საზღვრები [[ირანი]]სა და შუა აზიის ხარჯზე. ჩანდრაგუპტამ მნიშვნელოვანი როლი შეიტანა სამხრეთ ინდოეთში [[ჯაინიზმი]]ს გავრცელების საქმეში.
[[ჩანდრაგუპტა მაურია]] შეცვალა მისმა შვილმა [[ბინდუსარა]]მ, რომლის დროსაც გაგრძელდა საზღვრების გაფართოება [[კალინგას სამეფო]]ს და სხვა სამეფოების დაპყრობის ხარჯზე [[ინდოსტანის ნახევარკუნძული]]ს სამხრეთში.
[[ბინდუსარა]] ტახტზე საკუთარმა შვილმა აშოკმა შეცვალა, რომელიც მმართველობის პირველ წლებში ცდილობდა იმპერიის საზღვრების შემდგომ გაფართოებას, მაგრამ კალინგას სისხლისმღვრელი დაპყრობის შემდეგ, მან უარი თქვა ძალადობაზე, მიუბრუნდა ბუდიზმს და [[აჰიმსა]]ს პრინციპის ერთგული გახდა. [[აშოკა]]ს ედიქტები წარმოადგენს თავისთავად შემონახულ უძველეს ინდურ დოკუმენტებს, რომელთა წყალობით შესაძლებელი გახდა მომდევნო დინასტიებისა და მმართველების მეტ-ნაკლებად ზუსტი დათარიღება. [[აშოკა]]ს მმართველობის დროს [[ბუდიზმი]] ფართოდ გავრცელდა აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ [[აზია]]ში. ხოლო [[აშოკა]]ს შვილიშვილი [[სამპრატი]] მიუბრუნდა ჯაინიზმს და დიდი როლი ითამაშა ამ სარწმუნოების გავრცელებაში.
 
=== მომდევნო დინასტიები ===
ძვ.წ. 185წ. დაარსებულ იქნა [[შუნგას დინასტია]]. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც მაურიების უკანასკნელი მეფე [[ბრიჰადრათჰა]] მოკლულ იქნა მაურიების არმიის მთავარსარდლის [[პუშიამიტრა შუნგა]]ს მიერ შუნგების დინასტია შეცვალა [[კანვას დინასტია]]მ , რომელიც მართავდა აღმოსავლეთ ინდოეთს ძვ.წ.71 -26 წ.წ. იგი შეცვალა [[სატავაჰანას დინასტია]]მ და [[მაგადჰა]]ს იმპერიის ადგილას შეიქმნა [[ანდჰრა]]ს სამეფო.
 
== ადრეული შუა სამეფო - ოქროს ხანა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ინდოეთი“-დან