ხოსეპ სამიტიერი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა ფეხბურთელის ბიოგრაფია |სახელი = ხოსეპ სამიტ...
 
No edit summary
ხაზი 43:
}}
 
'''ხოსეპ სამიტიერ ვივალტა''' (დ. [[2 თებერვალი]], [[1902]], [[ბარსელონა]], [[ესპანეთი]] - გ. [[4 მაისი]], [[1972]], [[ბარსელონა]], [[ესპანეთი]]) იყო ესპანელი ფეხბურთელი, მწვრთნელი და სკაუტი. კარიერის მანძილზე თამაშობდა შემდეგ კლუბებში: [[ბარსელონა (საფეხბურთო კლუბი)|„ბარსელონა“]], [[რეალი (მადრიდი)|„რეალი“]], [[ნიცა (საფეხბურთო კლუბი)|„ნიცა“]]. მწვრთნელის რანგში მუშაობდა [[ატლეტიკო მადრიდი|„მადრიდის ატლეტიკოში“]], [[ნიცა (საფეხბურთო კლუბი)|„ნიცასა“]] და [[ბარსელონა (საფეხბურთო კლუბი)|„ბარსელონაში“]].
 
„ბარსელონაში“ თამაშისას მან 333 გოლის გატანა მოახერხა. ის კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირებს შორის მესამეა [[პაულინო ალკანტარა|პაულინო ალკანტარასა]] (369 გოლი) და [[ლიონელ მესი|ლიონელ მესის]] (436 გოლი) შემდეგ. ის ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა. მისი სტილიდან გამომდინარე ფანებმა სამიტიერს ჯადოქარი (El Mag) შეარქვეს. სკაუტის რანგში ხოსეპ სამიტიერი „ბარსელონას“ [[ლადისლავ კუბალა|ლადისლავ კუბალას]] შეძენაში დაეხმარა. ასევე მონაწილეობდა [[ალფრედო დი სტეფანო|ალფრედო დი სტეფანოსთან]] მოლაპარაკებებში, თუმცა თითქმის გადაწყვეტილი ტრანსფერი ჩაიშალა და არგენტინელი ლეგენდა „მადრიდის რეალში“ ჩაირიცხა, სადაც თავად სამიტიერი მოგვიანებით სკაუტად მუშაობდა.