მთავარი მენიუს გახსნა

ცვლილებები

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
=== 2000—2008 წლების ეკონომიკური კატასტროფა ===
[[ფაილი:Zimbabwe $100 trillion 2009 Obverse.jpg|thumb|250px|ასი ტრილიონი ზიმბაბვეს დოლარის ბანკნოტი]]
რობერტ მუგაბეს მთავრობის მიერ ჩატარებულმა მიწის რეფორმამ მოიტანა ეკონომიკის სასოფლო-სამეურნეო სექტორის გაპარტახება — სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტიორი ქვეყანა გადაიქცა საკვები პროდუქტების იმპორტიორ ქვეყნად.
 
2000—2008 წლებში ზიმბაბვეს ეკონომიკამ გადაიტანა შეუწყვეტელი ვარდნა. უმუშევრობა აჭარბებს 94 %-ს, მუდმივად იგრძნობა პირველადი აუცილებლობის საქონლის უკმარისობა (ციფრები ასახავენ არასრულ მონაცემებს, უმუშევრობის შესახებ სიმართლის დადგენა დღევანდელ ეკონომიკურ პირობებში პრაქტიკულად შეუძლებელია<ref>[https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/geos/zi.html The World Factbook]</ref>).
 
=== ეკონომიკური სიტუაცია 2009 წლიდან დღემდე ===
[[ფაილი:Zimbabwe $100 trillion 2009 Obverse.jpg|thumb|250px|ასი ტრილიონი ზიმბაბვეს დოლარის ბანკნოტი]]
2009 წლის იანვრისთვის ინფლაციამ მიაღწია 321 000 000 %-ს. დამყარდა აბსოლუტური მსოფლიო რეკორდი, ბრუნვაში შემოღებული იქნა კუპიურა ნომინალით 100 ტრილიონი ზიმბაბვეს დოლარი, ხოლო მოკლე დროის გასვლის შემდეგ ხელისუფლება წავიდა ქვეყანაში ნებისმიერი უცხოური ვალუტის გამოყენებაზე. ფაქტიურად ზიმბაბვეს დოლარი ბრუნვიდან იქნა ამოღებული, რადგანაც მოქალაქეები უბრალოდ აღარ იყენებდნენ ეროვნულ ფულს, ისინი უპირატესობას აძლევდნენ [[ამერიკული დოლარი|ამერიკულ დოლარს]], [[რანდი|სამხრეთაფრიკულ რანდს]] და [[ბოტსვანის პულა]]ს. ამ ნაბიჯით მუგაბეს ხელისუფლებამ შეძლო შეეჩერებინა უსაზღვრო ჰიპერინფლაცია, შეემცირებინა იგი 10 %-მდე წელიწადში (2009 წელი). უკვე 2009 წელს ზიმბაბვეს ეკონომიკამ ზრდა დაიწყო. 2010 და 2011 წლებში ზრდამ შეადგინა 9 %-ზე მეტი, ხოლო 2012 წელს მოუსავლიანობის და ალმასებზე ფასების ვარდნის გამო გახდა — 5,5 %.<ref>[http://data.worldbank.org/country/zimbabwe World DataBank]</ref>. მიუხედავად ამისა, [[ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო]]ს ანალიტიკოსების აზრით, ეკონომიკის სტრუქტურული უწესივრობები აგრძელებენ ზრდის დამუხრუჭებას.
 
[[მთლიანი შიდა პროდუქტი]] ერთ სულ მოსახლეზე ([[მსყიდველობითი უნარის პარიტეტი]]ს მიხედვით) — 600 აშშ დოლარია. ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია მსოფლიოს ყველა ქვეყანას და ტერიტორიებს შორის კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემდეგ<ref>[https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/rankorder/2004rank.html?countryname=Zimbabwe&countrycode=zi&regionCode=afr&rank=227#zi The World Factbook]</ref>. უნდა აღინიშნოს, რომ ზიმბაბვეში რამდენიმე ათწლეულია მიმდინარეობს [[დემოგრაფია|დემოგრაფიული]] აფეთქება, ქვეყნის მოსახლეობა იზრდება 1 მილიონი ადამიანით თითოეულ ოთხ წელიწადში.
 
2000-იანი წლების უპრეცედენტო ეკონომიკურ კრიზისამდე ზიმბაბვეს მოსახლეობის უმრავლესობის ცხოვრების დონე 1990-იან წლებში ასევე არ იყო მაღალი: მიუხედავად იმისა, რომ 1990-იან წლებში ზიმბაბვე იყო საკვები პროდუქტების ექსპორტიორი, შემოსავლების დიდ ნაწილს ამ ექსპორტიდან ღებულობდა დაახლოებით 8000 თეთრკანიანი მესაკუთრე, რომლებიც იყვნენ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების მწარმოებლები და მოგვიანებით ჩამოერთვათ მიწები. თეთრკანიანი ფერმერების მეურნეობა აწარმოებდა სასოფლო-სამეურნეო საქონლის პროდუქტების 78 %-ს.
 
2013 წლის იანვარში ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ საბიუჯეტო ორგანიზაციებში ხელფასების გაცემის შემდეგ სახელმწიფო სალაროში დარჩა 217 დოლარი.
 
== რესურსები ინტერნეტში ==