სომალი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ჩანაცვლდა: ფაქტიურად → ფაქტობრივად using AWB
ხაზი 117:
 
=== ქაოსის პერიოდი ===
სომალიმ, როგორც სახელმწიფომ, ფაქტიურადფაქტობრივად შეწყვიტა თავისი არსებობა, დაკარგა რა ერთიანი სახელმწიფოებრიობის ყველა ატრიბუტი და დაიშალა ბევრ პატარ-პატარა ნაწილებად, რომლებსაც აკონტროლებდნენ ერთმანეთის მიმართ მტრულად განწყობილი საველე მეთაურები. ქვეყნის ჩრდილოეთმა ნაწილმა გამოაცხადა თავისი დამოუკიდებლობა, როგორც [[სომალილენდი]]ს რესპუბლიკა და რჩება შედარებით სტაბილური. ზოგიერთი წყაროები ემხრობიან იმ აზრს, რომ ქვეყანაში დღეისათვის არსებული მდგომარეობა არის ანარქიული<ref>{{cite news|url=http://www.bbc.co.uk/news/world-africa-12285365|title=Somalia: 20 years of anarchy|date=26 January 2011|publisher=BBC News|accessdate=2011-06-11}}</ref>.
 
1991-1992 წლებში ყველა სოციალური სტრუქტურების დაშლის შედეგად სომალიში დაიწყო ძლიერი შიმშილი, რის შედეგადაც დაიღუპა 300 000 ადამიანი. 1992 წლის დეკემბერში [[«იმედის აღორძინების» ოპერაცია|«იმედის აღორძინების» ოპერაციის]] ფარგლებში ქვეყანაში შეიყვანეს [[გაეროს სამშვიდობო ძალები]], რომლებიც იცავდნენ ჰუმანიტარული დახმარების გამანაწილებელი ორგანიზაციების თანამშრომლებს ადგილობრივი საველე მეთაურების მოქმედებებისაგან. ოპერაცია წარმატებული გამოდგა, მაგრამ გაეროს ძალები შეეცადნენ ჩარეულიყვნენ სომალის საშინაო კონფლიქტში, რამაც გამოიწვია მათი დაპირისპირება ქვეყნის პრეზიდენტობაზე ერთ-ერთი პრეტენდენტის, საველე მეთაურის — [[მოჰამედ ფარაჰ აიდიდი]]ს ბოევიკებთან. 1993 წლის 3 ოქტომბერს ბოევიკებსა და სამშვიდობოებს შორის რამდენიმე შებრძოლებისა და კონფლიქტის ესკალაციის შემდეგ ბრძოლებში დაიღუპა 18 ამერიკელი ჯარისკაცი და ჩამოგდებული იქნა ორი [[ვერტმფრენი]]. [[აშშ]]-ში ეს მოვლენები საზოგადოებამ აღიქვა, როგორც ქვეყნის ჩათრევა სომალის სამოქალაქო ომში, რის გამოც პრეზიდენტ [[ბილ კლინტონი|ბილ კლინტონს]] მოუწია გამოეყვანა აშშ-ის [[ჯარი]] სომალიდან. 1995 წლის მარტში ქვეყანა დატოვეს გაეროს სხვადასხვა ქვეყნის სამშვიდობოებმაც. 1996 წელს აიდიდის დაღუპვის შემდეგ ლიდერის როლი გადავიდა მისი შვილის — [[ჰუსეინ მოჰამედ ფარაჰ აიდიდი]]ს ხელში, მაგრამ მისი ფუნქცია უკვე ვერასოდეს ვეღარ ასრულებდა დიდ როლს ქვეყნის ცხოვრებაში.
ხაზი 144:
სომალიში არსებული ფედერალური მთავრობა აღიარებულია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ, როგორც სომალის კანონიერი ხელისუფლება, მაგრამ სულ ბოლო დრომდე იგი რეალურად აკონტროლებდა დედაქალაქ მოგადიშოს მხოლოდ 60 %-ს და ქვეყნის ტერიტორიის არასრულ ნაწილს. სომალის სამხრეთის და სამხრეთ-დასავლეთის ტერიტორია დაპირისპირების არენაა «[[აშ-შაბააბი]]ს» და «ჰიზბ-ულ-ისლაამის» ისლამური მოძრაობის [[მოჯაჰიდი|მოჯაჰიდებსა]] და სომალის ფედერალური მთავრობის მოკავშირე [[ჯუბალენდი]]ს და [[სამხრეთ-დასავლეთი სომალი]]ს ავტონომიურ ადმინისტრაციებს შორის. სომალის ჩრდილოეთ ტერიტორიას აკონტროლებს არააღიარებული სახელმწიფო [[სომალილენდი]], რომელმაც 1991 წელს ცალმხრივად გამოაცხადა საკუთარი დამოუკიდებლობა. უკანასკნელ წლებში მიმდინარეობს სომალილენდის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხის განხილვა, ხოლო მსოფლიოს ზოგიერთმა ქვეყანამ მასთან დიპლომატიური ურთიერთობებიც კი დაამყარა (მათ შორისაა [[დიდი ბრიტანეთი]], [[ბელგია]], [[განა]], [[სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა]], [[შვედეთი]], [[ჯიბუტი]]); სომალილენდის დედაქალაქ [[ჰარგეისა]]ში ასევე მოქმედებს ეთიოპიის საელჩო. 2007 წლის 17 იანვარს [[ევროკავშირი|ევროკავშირმა]] სომალილენდში გააგზავნა დელეგაცია შემდგომი ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობების განსახილველად. ამის შემდეგ 2007 წლის 29 იანვარს [[აფრიკის კავშირი|აფრიკის კავშირმა]] სომალილენდში მიავლინა თავისი წარმომადგენელი მომავალში სახელმწიფოს საერთაშორისო აღიარების საკითხების გადაწყვეტის მიზნით. მაგრამ ამის გარდა ამ პრობლემის გადასაწყვეტად არავითარი კონკრეტული ღონისძიება არ ჩატარებულა. გარდა ამისა, დღეისათვის სეპარატისტული მოძრაობები არსებობს თვითონ სომალილენდის ტერიტორიაზეც: ჯერ გამოეყვნენ [[ნორთლენდი (სომალი)|ნორთლენდი]] და [[მაახირი]] (მოგვიანებით შეუერთდა პუნტლენდს), ხოლო 2010 წლიდან გამოყოფას აპირებს [[ავდალენდი]], რომელიც მდებარეობს [[არაღიარებული ქვეყნების სია|არაღიარებული ქვეყნის]] დასავლეთით.
 
ამასთან ერთად, სომალის ფედერალური მთავრობა ფლობს ფორმალურ სუვერენიტეტს თვითგამოცხადებული ავტონომიების — [[პუნტლენდი]]ს და [[გალმუდუგი]]ს ტერიტორიებზე, ასევე [[სომალილენდი]]დან გამოყოფილი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნების — მაახირის და ნორთლენდის ტერიტორიებზე, რომლებიც ფაქტიურადფაქტობრივად უკვე შესულები არიან პუნტლენდის შემადგენლობაში. სავარაუდოდ ეს ტერიტორიები მომავალში შტატების სახით, სომალილენდთან, ჯუბალენდთან და სამხრეთ-დასავლეთ სომალისთან ერთად შექმნიან ერთიან სომალის ფედერაციულ სახელმწიფოს.
 
პუნტლენდის ავტონომიური რაიონი (პუნტლენდის 2001 წლის კონსტიტუციის თანახმად — პუნტლენდის სომალური სახელმწიფო), დღეისათვის მხარს უჭერს ფედერალურ მთავრობას და საკუთარ თავს მიიჩნევს მომავალი ერთიანი ფედერალური სომალის ავტონომიურ ნაწილად. რეალურად, თანამედროვე ეტაპზე სწორედ ის გახდა ახალი სომალის სახელმწიფოებრიობის გაერთიანების ბირთვი. ამასთან ერთად სომალის ცენტრალურ ნაწილში მოქმედებებს აგრძელებენ რამდენიმე მცირე მტრული შეიარაღებული დაჯგუფებები ([[მეკობრეობა სომალიში|სომალელი მეკობრეების]] ჩათვლით), რომლებსაც აქვთ აშკარად გამოხატული დამოუკიდებლობა ფედერალური ხელისუფლების მიმართ.
ხაზი 159:
* [[აჰლუ-სუნა-უალჯამა'ა]] (Ahlu Sunna Waljama'a, ASWJ («უმრავლესობა»); ეთიოპიის საზღვართან მიმდებარე ცენტრალური რაიონები) — გარდამავალი ფედერალური მთავრობის მხარდამჭერი და ომში მის მხარეზე მდგომი ზომიერი ისლამისტების დაჯგუფება, რომელიც მცირე ტერიტორიას აკონტროლებს ფრონტის ხაზზე, აქვს ავტონომიის სტატუსი;
* [[პუნტლენდი]] (ჩრდილო-აღმოსავლეთი) — ცენტრალური გარდამავალი ფედერალური მთავრობის მხარდამჭერი ავტონომიური რაიონი, რომელიც დაახლოებით 2010 წლის მარტ-აპრილამდე მისი მთავარი საყრდენი იყო, მაგრამ პუნტლენდის ნავთობის საბადოებზე ფედერალური მთავრობის მიერ გაცემული კონცესიების ირგვლივ წარმოქმნილი კონფლიქტის შემდეგ განაცხადა თავის ნეიტრალიტეტზე, რამაც გამოიწვია სამთავრობო ჯარების შეტევის კრახი «აშ-შაბააბის» შეიარაღებულ ძალებზე 2010 წლის თებერვალ-მარტში;
* [[მაახირი]] (ჩრდილოეთი) — ავტონომიური სახელმწიფო, 2007 წლის 1 ივლისს გამოაცხადა თავისი დამოუკიდებლობა სომალილენდიდან, მაგრამ შემდეგ აღიარა გარდამავალი ფედერალური მთავრობა და საკუთარი თავი ავტონომიად გამოაცხადა, რომელმაც ფაქტიურადფაქტობრივად ლიკვიდაცია განიცადა და მოექცა სომალილენდისა და პუნტლენდის კონტროლ ქვეშ. 2009 წლის 11 იანვრიდან მას მთლიანად აკონტროლებს პუნტლენდი, მაგრამ გამორიცხული არ არის მაახირს მიეცეს განსაკუთრებული სტატუსი პუნტლენდის შემადგენლობაში სომალის გაერთიანების შემდეგ;
* [[ხატუმო]] (ჩრდილოეთი) — 2012 წლიდან ავტონომიაა. მანამდე საკუთარ თავს თვლიდა ეთნიკურად ახლო მდგომ პუნტლენდის ნაწილად. 2008 წელს გამოაცხადა თავისი დამოუკიდებლობა სომალილენდიდან და პუნტლენდიდან [[ნორთლენდი (სომალი)|ნორთლენდის]] სახელით. სეპარატიზმი გამოწვეული იყო პუნტლენდის პასიური პოზიციით ტერიტორიების დაბრუნების საკითხზე, რომელიც დაიკავა სომალილენდმა 2007 წელს. 2009 წელს აღიარა გარდამავალი ფედერალური მთავრობა და საკუთარ თავს ავტონომიურად თვლიდა, მაგრამ მალე მან ლიკვიდაცია განიცადა და მოხვდა სომალილენდის და პუნტლენდის კონტროლ ქვეშ, შემდეგ აღიდგინა ავტონომიის სტატუსი [[სულ-სანააგ-აინი]]ს (SSC) სახელით. 2012 წლის იანვარში საკუთარი თავი გამოაცხადა ავტონომიად [[ხატუმო|ხატუმოს სომალური სახელმწიფოს]] სახელით, რომელიც ამ სტატუსით აღიარა სომალის პრეზიდენტმა;
* '''[[ჰარაკატ აშ-შაბააბი|სომალის ისლამური ემირატი]]''' — რადიკალური ისლამური მოძრაობა, რომელსაც კავშირი ჰქონდა [[ალ-კაიდა|«ალ-კაიდასთან»]] და მჭიდროდ ურთიერთობდა მეზობელი იემენის რადიკალურ ისლამისტებთან, დღეისათვის აკონტროლებს მნიშვნელოვან ტერიტორიებს სომალის სამხრეთ-დასავლეთში და ცენტრში;
* '''[[სომალილენდი]]''' (ჩრდილო-დასავლეთი) — საკუთარი თავი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოაცხადა 1991 წლის 18 მაისს. ოფიციალურად არ არის აღიარებული მსოფლიოს არც ერთი სახელმწიფოს მიერ, თუმცა აქვს არაფორმალური პოლიტიკური კავშირები ზოგიერთ ქვეყნებთან. აქვს ტერიტორიალური კონფლიქტი მეზობელ პუნტლენდთან და ხატუმოსთან;
* [[ავდალენდი]] (ჩრდილო-დასავლეთი) — 2010 წლის აგვისტოში თვითგამოცხადებული ავტონომიური რაიონი, საკუთარ თავს სომალილენდისგან დამოუკიდებლად თვლის და იმყოფება ფედერაციული სომალის შემადგენლობაში. ომში ფაქტიურადფაქტობრივად არ არის ჩაბმული.
[[ფაილი:Brit Somaliland.JPG|მინი|250პქ|ბრიტანეთის სომალილენდი და რეგიონის ქვეყნები, 1940 წელი]]
ადრე გამოცხადებული მთელი რიგი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები (ან შეიარაღებული დაჯგუფებები) დღეისათვის ფაქტიურადფაქტობრივად უკვე აღარ არსებობენ:
* [[ისლამური სასამართლოების კავშირი]] — ფაქტიურადფაქტობრივად დაიშალა რადიკალურ (სომალის სამხრეთი) და ზომიერ (სომალის ცენტრი) ისლამისტებად, რომლებიც რამდენიმე ხანს ერთმანეთს ებრძოდნენ, დღეისათვის რადიკალები («აშ-შაბააბი») აკონტროლებენ თითქმის მთელ ტერიტორიას, რომელიც ეკავა ისლამური სასამართლოების კავშირს;
* [[«ჰეზბ ალ-ისლამი»]] — სომალიში ერთ-ერთი ძირითადი ფაქტიურადფაქტობრივად დაშლილი რადიკალური ისლამური შეიარაღებული დაჯგუფება, მისი მეომრები შეუერთდნენ «აშ-შაბააბის» დაჯგუფებას<ref>[http://www.bbc.co.uk/russian/rolling_news/2010/12/101219_rn_somalia_militant_groups.shtml BBC Russian — სომალიში ერთიანდება ბოევიკთა ორი დიდი დაჯგუფება]</ref>;
* [[სომალის ცენტრალული შტატები]] (სომალის ცენტრი) — კლანებსშორისი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი, რომელიც ფაქტიურადფაქტობრივად უკვე აღარ არსებობს, რადგანაც მას აკონტროლებენ ზომიერი ისლამისტები;
* [[რაჰანიენის წინააღმდეგობის ფრონტი]] (სომალის სამხრეთ-დასავლეთი) — დღეისათვის კონტროლირდება რადიკალური ისლამისტების მიერ;
* [[საველე მეთაურების ალიანსი]] (ქალაქ [[მოგადიშო]]ს სხვადასხვა რაიონები) — ფაქტიურადფაქტობრივად შეუერთდა გარდამავალ ფედერალურ მთავრობას.
 
ამას გარდა, ზოგიერთ ტერიტორიას ფაქტიურადფაქტობრივად საერთოდ არა ჰყავს რაიმე ცენტრალიზებული ხელისუფლება და იმართება ადგილობრივი ტომების მეთაურების და ასევე [[მეკობრეობა სომალიში|სომალელი მეკობრეების]] მიერ.
 
== გეოგრაფია ==
ხაზი 364:
** 65 წელზე უფროსები: 249 546 ადამიანი (2,0 %) (2014 წლის შეფასება<ref name="population-Estimation" />
* განათლება — მთლიანი მოსახლეობის 37,8 % (მამაკაცების — 49,7 % და ქალების 25,8 %) (2001 წლის შეფასება)
* [[შიდსი]]ს ვირუსით დაავადება —
 
=== ეთნიკური ჯგუფები ===
[[ფაილი:Somalia ethnic grps 2002.jpg|thumb|right|350px|სომალის ეთნიკური რუკა]]
მოსახლეობის რაოდენობა — 12 316 895 ადამიანი<ref name="Citypopulation" /><ref name="population-Estimation" /> (2014 წლის შეფასება). მოსახლეობის დაახლოებით 85 % სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფებია საერთო თვითდასახელებით — «სომალი», რომლების ეკუთვნიან ეთიოპიურ (აღმოსავლეთაფრიკული) რასას<ref name="2009factbook>{{cite web|url=https:"//www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/geos/so.html|title=Somalia|accessdate=2009-05-31|date=2009-05-14|work=[[World Factbook]]|publisher=[[Central Intelligence Agency]]}}</ref>. არასომალელები შეადგენენ მოსახლეობის დაახლოებით 15 %-ს<ref name=2009factbook/>, მათ შორისაა [[ბენადირი (ხალხი)|ბენადირი]], [[სომალელი ბანტუ]], [[ბაჯუნი (ხალხი)|ბაჯუნი]], [[ბარავანი (ხალხი)|ბარავანი]], [[ეთიოპიის დემოგრაფია|ეთიოპელები]], [[ინდოეთის დემოგრაფია|ინდოელები]], [[პაკისტანის დემოგრაფია|პაკისტანელები]], [[სპარსელები]], [[იტალიელები]] და [[ბრიტანელები]]<ref name="Gale">Gale Research Inc, ''Worldmark encyclopedia of the nations'', Volume 2, (Gale Research: 1984), p.278.</ref><ref name="Eoavo">Anthony Appiah, Henry Louis Gates, ''Encyclopedia of Africa'', Volume 1, (Oxford University Press: 2010), p.402</ref>.
 
ერთიანობის და ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების პრობლემას მნიშვნელოვან წილად განსაზღვრავს მოსახლეობის მრავალეთნიკური ბუნება. ქვეყანაში 6 ძირითადი ეთნიკური ჯგუფია: დირი, დაროდი, იშააკი, ჰავიია, დიგილი და რაჰანვეინი, აქედან პირველი ოთხი მომთაბარე-მესაქონლეებია, ხოლო ბოლო ორი — ადგილზე დამკვიდრებული მიწადმოქმედები. მომთაბარე ტომები საკუთარ თავს თვლიან სომალელების წინაპრების შთამომავლებად. დაროდის და იშააკის ხალხი ერთმანეთს პირველობაში მძაფრად ედავება. ქვეყანაში სამოქალაქო ომის დაწყებამდე მოსახლეობის 25 %-ს შეადგენდა ჰავიიას ეთნიკური ჯგუფი, 22 %-ს იშააკი, 20 %-ს დაროდი, 17 %-ს რაჰანვეინი, 7 %-ს დირი და 3 %-ს დიგილი. თითოეული ეთნიკური ჯგუფი თავის მხრივ იყოფა კლანებად, რომლებიც ხშირად ერთმანეთთან მტრულ დამოკიდებულებაში იმყოფებიან.
ხაზი 499:
ქვეყანაში არსებობს რამდენიმე რადიო საინფორმაციო სააგენტოები.<ref name="factbook"/> რადიო ყველაზე უფრო მთავარი და ეფექტური საკომუნიკაციო საშუალებაა ქვეყანაში და მასმედიის ყველაზე პოპულარული სახეობაა.<ref name="Matlg">{{Citation|title=Media and Telecom Landscape Guide: Somalia|publisher=Infoasaid|date=27 July 2012|url=http://infoasaid.org/sites/infoasaid.org/files/pdfcache/6995/somalia.pdf|accessdate=20 April 2013}}</ref> საერთო ჯამში მუშაობს ერთი მოკლეტალღიანი და ათზე მეტი კერძო FM რადიოსადგური, რომლებიც მაუწყებლობენ დედაქალაქიდან, ცენტრალური და სამხრეთ რეგიონების რამდენიმე რადიოსადგურიდან და პუნტლენდიდან.<ref name="factbook"/> სომალის რადიოსადგურების უმრავლესობა 2013-ის ქსელის, ადგილობრივი რადიოსადგურების ასოციაციის და ეროვნული მასმედიის ლიდერთა ფორუმის წევრებია.<ref name="Nttm">{{cite web|title=Members|url=http://www.network2013.org/members/|publisher=Network 2013|accessdate=1 January 2015}}</ref>
 
ამას გარდა, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე სომალილენდის ავტონომიურ რეგიონში მაუწყებლობს ერთი სამთავრობო რადიოსადგური — რადიო ჰარგეისა (სომალილენდის რადიო).
 
=== ტელევიზია ===
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სომალი“-დან