მთავარი მენიუს გახსნა

ცვლილებები

არ არის რედაქტირების რეზიუმე
=== ენერგეტიკა ===
ზიმბაბვეს ელექტრომომარაგების კომპანია პასუხისმგებელია ქვეყნის ელექტრომომარაგებით უზრუნველყოფაზე. ზიმბაბვეში არსებობს ორი დიდი სიმძლავრის ელექტროსადგური, [[კარიბის ჰესი]] (ზამბიასთან თანასაკუთრებაში მყოფი) და 1983 წლიდან [[ჰვანგეს თესი]], რომელიც ქალაქ [[ჰვანგე]]სთან ახლოს არსებულ ქვანახშირის საბადოებთან მდებარეობს. მაგრამ გენერირებული სიმძლავრეების საერთო მოცულობა ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, რაც იწვევს ელექტროენერგიის ხშირ გამორთვებს. ჰვანგეს თესს არ შეუძლია იმუშაოს მთელი დატვირთვით მისი მოძველებულობის და არასრულყოფილი ტექნიკური გამართულობის გამო. 2006 წელს, განადგურებული ინფრასტრუქტურის, გენერატორების სათადარიგო ნაწილების და ქვანახშირის უკმარისობის გამო ზიმბაბვე იძულებულია მოახდინოს მისი სიმძლავრეების 40 %-ის იმპორტირება — 100 მეგავატი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკიდან, 200 მეგავატი მოზამბიკიდან, 450 მეგავატი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან და 300 მეგავატი ზამბიიდან.<ref name=c>[http://www.news24.com/News24/Africa/Zimbabwe/0,,2-11-1662_1996209,00.html Outages short Zim revival], October 9, 2006. News24</ref> 2010 წლის მაისში ქვეყანაში გენერაციის სიმძლავრე შეფასებულია 940 მეგავატად, მაშინ როდესაც მისი პიკური მოთხოვნაა 2500 მეგავატი.<ref>[http://af.reuters.com/article/topNews/idAFJOE6420BC20100503 Zimbabwe, China in $400 mln power plant deal] Reuters Africa; May 3, 2010</ref> ადგილობრივი და მცირე გენერატორების გამოყენება ფართედაა გავრცელებული.
 
=== სამთომომპოვებელი დარგი ===
როგორც სამხრეთი აფრიკის სხვა ბევრი ქვეყანა, ზიმბაბვეს [[ნიადაგი]] მდიდარია [[სასარგებლო წიაღისეული]]თ. კერძოდ ქვეყანაში მოძიებული იქნა [[პლატინა|პლატინის]],<ref>[http://www.platinum.matthey.com/production/zimbabwe/ Zimbabwe] in Platinum Today, Johnson and Matthey. Accessed 12. Jan 2011.</ref> [[ოქრო]]ს, [[ნახშირი (წიაღისეული)|ქვანახშირის]], [[რკინის მადანი|რკინის მადნის]] და ასევე უკანასკნელ დროს [[ალმასი]]ს მნიშვნელოვანი მარაგი. ასევე არსებობს [[სპილენძი]]ს, [[ქრომიტი|ქრომიტების]] და [[ნიკელი]]ს საბადოები, თუმცა მცირე რაოდენობით. მარანგეს ალმასის მინდვრები აღმოჩენილია 2006 წელს, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ მდიდარ საბადოდ ითვლება.
 
2011 წლის მარტში, ზიმბაბვეს ხელისუფლებამ შემოიღო კანონი, რომელიც ითხოვს ლოკალურ საკუთრებას ქვანახშირის მომპოვებელ კომპანიებზე; ამ სიახლის შემდეგ, მოხდა ფასების ვარდნა ზიმბაბვეს წიაღისეულის კომპანიების აქციებზე.<ref>{{cite web|url=http://www.mining-journal.com/production-and-markets/implats,-aquarius-fall-on-zimbabwe-indigenisation-news|accessdate=2011-03-30|publisher=Mining Journal|title=Implats, Aquarius fall on Zimbabwe indigenisation news}}</ref>
 
{| class="wikitable"
| colspan=2 align=center bgcolor="#EFEFEF" | '''ოქროს წარმოება წელიწადში<ref>[http://www.zimbabwesituation.com/mar8_2008.html#Z11 www.zimbabwesituation.com] Mar 8, 2008</ref>'''
|-
| წელი
| კგ
|-
| 1998
| 27 114
|-
| 2007
| 7017
|}
სხვადასხვა [[არასამთავრობო ორგანიზაცია|არასამთავრობო ორგანიზაციების]] ცნობების თანახმად, ზიმბაბვეს ალმასის მოპოვების სექტორი კორუფციის ნიადაგია; 2012 წლის ნოემბერში არასამთავრობო ორგანიზაციების მოხსენებაში ნათქვამია, რომ კვლევებმა დაადასტურეს ალმასისგან მიღებული შემოსავლების გამჭირვალეობის უზარმაზარ უარყოფით მხარეებზე და მისი მოპოვებით ქვეყანაში მხოლოდ ზიმბაბვეს მმართველი კოალიცია სარგებლობს.<ref>{{Citation|url=http://allafrica.com/stories/201211151002.html|title=Zimbabwe: Reap What You Sow - Greed and Corruption in Marange Diamond Fields|year=2012|publisher=[[Allafrica.com]]|publication-place=[[Africa]]|accessdate=16 November 2012}}</ref> ამ საკითხზე ამახვილებდა ყურადღებას სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი [[თაბო მბეკი]], რომელიც სულ რამდენიმე ხნის წინ ამბობდა, რომ ზიმბაბვესთვის აუცილებელია შეაჩეროს თავისი “მტაცებელი ელიტა”, მათთან შეთანხმებულ მომპოვებელ კომპანიებთან ერთად, რათა ქვეყანაში დაიწყოს კორუფციის აღმოფხვრა.<ref name=ALL>{{Citation|url=http://allafrica.com/stories/201211130777.html|title=Zimbabwe: Mbeki Lectures Zim - Report|year=2012|publisher=[[Allafrica.com]]|publication-place=[[Africa]]|accessdate=20 November 2012}}</ref> ასევე ამავე თვეს [[Associated Press]]-მა გამოაქვეყნა, რომ როგორც მინიმუმ $2 მილიარდი [[ბრილიანტი]] მოიპარეს ზიმბაბვეს აღმოსავლეთ ალმასების მინდვრების საბადოებიდან, რითაც ისარგებლეს მუგაბეს მმართველი წრის პირებმა, ძვირფასი ქვებით მოვაჭრეებმა და დამნაშავეებმა.<ref name=ALL />
 
2013 წლის იანვარში ზიმბაბვეს მინერალური რესურსების ექსპორტმა შეადგინა $1,8 მილიარდი.<ref>{{Citation|url=http://allafrica.com/stories/201301280787.html|title=Zimbabwe: Mineral Exports Net U. S. $1,8 Billion|year=2013|publisher=[[AllAfrica.com]]|publication-place=[[Africa]]}}</ref>
 
== რესურსები ინტერნეტში ==