ვერსალის სასახლე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 28:
XVI საუკუნის მიწურულს ვერსალის მიდამოები გონდის გვარის სამფლობელო გახდა, თუმცა მიწა მათ მხოლოდ რამდენიმე წელიწადს ეკუთვნოდათ. ერთ დღესაც მამულს მოულოდნელად, დოფინი (ანუ საფრანგეთის ტახტის მემკვიდრე) [[ლუდოვიკო XIII (საფრანგეთი)|ლუი XIII]] ესტუმრა. მომავალ გვირგვინოსანს თვალი მოსჭრა ვერსალის ველურმა ბუნებამ, განსაკუთრებით კი თვალუწვდენელმა ველებმა. მან უმალვე შეისყიდა მიწის ნაკვეთი და 1622 წელს აგურისა და ხისაგან მცირე ზომის სანადირო კოტეჯი ააგო. გამეფების შემდეგ იგი ვერსალის ლორდად გამოცხადდა და უფრო აქტიურად განაგრძო თავშესაქცევი სამფლობელოს გაფართოება, თუმცა კომპლექსმა დასრულებული სახე მხოლოდ [[ლუდოვიკო XIV|ლუი XIV-ის]] მმართველობისას მიიღო.ლუი XIII 1643 წელს გარდაიცვალა და ქალაქის გაშენება დროებით შეფერხდა.
 
მეორე სამშენებლო კამპანია, პირველთან შედარებით მასშტაბური, მეფე-მზის ტახტზე ასვლიდან მცირე ხანში განახლდა. ლუი განსაკუთრებულ ინტერესს ავლენდა ქალაქისადმი, პირადად ესწრებოდა სამუშაოებს და წვრილმან დეტალებსაც კი კრიტიკულად განიხილავდა. ხელისუფლების განსამტკიცებლად, ასევე დიდებულთა რეგიონული ამბოხების თავიდან ასაცილებლად, ის სამეფო რეზიდენციის დედაქალაქიდან გადმოტანას აპირებდა. მეფემ საგანგებოდ მოიწვია იმ დროის საუკეთესო [[არქიტექტორი]] ლუი ლევუ ვერსალის პროექტის ხელმძღვანელად, მასთან ერთად კი შარლ ლებრენი - ინტერიერის დეკორირების, პალატებისა და კედლების მოსახატად. ცნობილმა ფერმწერმა და მებაღემ ანდრე ლენოტრმა სასახლისასახლის ირგვლივ უნიკალური ბაღები გააშენა. სამეულმა მართლაც შესანიშნავად გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას და სულ რამდენიმე წელიწადში, მოკრძალებული გარეუბანი ხელოვნების სრულქმნილ ნიმუშად გადაიქცა.
 
== არქიტექტურა ==