ჰიპოთალამუსი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა ანატომია | სახელი = ჰიპოთალამუსი | ლათინური = hypot...
(განსხვავება არ არის)

16:08, 8 თებერვალი 2016-ის ვერსია

ჰიპოთალამუსი (ლათ. hypothalamus) — შუამდებარე ტვინის ნაწილი, რომელიც თავის ტვინის მესამე პარკუჭისა და თელამუსის ქვემოთ მდებარეობს და ერთ-ერთ ვეგეტატიურ ცენტრს წარმოადგენს. ჰიპოთალამუსი მჭიდროდა დაკავშირებული ჰიპოფიზთან და მასთან ერთად არეგულირებს ორგანიზმის წყლისა და მარილების ცვლას. ჰიპოთალამუსსა და ჰიპოფიზს შორის არსებული კავშირის გაწყვეტისას ან ეგრედ წოდებული სუპრაოპტიკური ჰიპოთალამუსის დაზიანებისას ვითარდება უშაქრო დიაბეტი, რაც ხასიათდება წყლის უზომო სმით (პოლიდიფსია) და მოჭარბებული შარდვით (პოლიურია). თავის ტვინის სხვა უბნებისაგან განსხვავებით, ჰიპოთალამუსის ფუნქციათა ნერვული რეგულაციის გარდა, ნეიროჰორმონების გამომუშავებისა და გამოყოფის უნარიც აქვს. მის მიერ გამომუშავებულ ჰორმონებს მიეკუთვნებიან ვაზოპრესინი და ოქსიტოცინი, რომლებიც ჰიპოფიზის საშუალებით გამოიყოფა სისხლში.

ჰიპოთალამუსი
ჰიპოთალამუსი (მონიშნულია წითლად)
ლათინური hypothalamus
MeSH A08.186.211.730.385.357

აღნაგობა და ფუნქციები

ჰიპოთალამუსი მრავალი ბირთვისაგან შედგება, რომელთა ფუნქციებია შიმშილისა და სიმაძღრის, წყურვილისა და მისი დაკმაყოფილების შეგრძნებათა წარმოშობა, სხეულის მუდმივი ტემპერატურისა და სქესობრივი ქცევის რეგულაცია. ჰიპოთალამუსი მჭიდროდაა დაკავშირებული აგრეთვე თავის ტვინის ლიმბურ სისტემასთან, ამიტომ ის აწესრიგებს ძილისა და ღვიძილის მდგომარეობას, ემოციურ ქცევასა და მოტივაციებს. დადგენილია, რომ ჰიპოთალამუსის გვერდითი და უკანა ბირთვების ელექტრული გაღიზიანება ცხოველებში იწვევს ეგრედ წოდებულ თვითგაღიზიანების რეაქციას, რომლის დროსაც ცხოველები თვითონ ცდილობენ განმეორებით გაიღიზიანონ ეს ბირთვები. ჰიპოთალამუსის ცენტრული ბირთვების გაღიზიანება, პირიქით, გაქცევასა და შიშის რეაქციებს იწვევს. ასეთი ქცევითი რეაქციები დაკავშირებული უნდა იყოს შიმშილისა და სიმაძღრის აგრეთვე, სქესობრივი ხასიათის შეგრძნებათა წარმოქმნასთან.

ლიტერატურა

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 667.
  • ე. ბაბასკის რედ., „ადამიანის ფიზიოლოგია“, თბილისი, 1969 წელი
  • ა. ქორელი „ნეიროფიზიოლოგია ყველასათვის“, თბილისი, 1984 წელი

რესურსები ინტერნეტში