მთავარი მენიუს გახსნა

ცვლილებები

არ არის რედაქტირების რეზიუმე
1980 წელს დამოუკიდებლობის მოპოვებამდე ზიმბაბვე ეკუთვნოდა აფრიკის კონტინენტზე [[ეკონომიკა|ეკონომიკურად]] ერთ-ერთ ყველაზე უფრო განვითარებულ ქვეყნებს. დღეისათვის ზიმბაბვე შედის მსოფლიოში ყველაზე უფრო ღარიბი ქვეყნების რიცხვში. 2012 წელს [[მთლიანი შიდა პროდუქტი]] ერთ სულ მოსახლეზე — 600 USD დოლარია. ეს ყველაზე უფრო დაბალი დონეა მსოფლიოს ყველა ქვეყნებსა და ტერიტორიებს შორის კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემდეგ.<ref>[https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/rankorder/2004rank.html?countryname=Zimbabwe&countrycode=zi&regionCode=afr&rank=227#zi The World Factbook]</ref>
 
=== მრეწველობა ===
[[მრეწველობა]]ში დაკავებულია შრომისუნარიანი მოსახლეობის 10 %, რომლებიც ქმნიან მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 21,6 %-ს. ქვეყანაში მუშაობს ტექსტილის, თამბაქოს, ავტომანქანის აკუმულატორების და სასოფლო-სამეურნეო ნედლეულის გადამუშავების მწარმოებელი დაწესებულებები. მიმდინარეობს [[რკინა|რკინის]], [[ოქრო]]ს, [[აზბესტი]]ს, [[ნახშირი (წიაღისეული)|ქვანახშირის]], [[ვერცხლი]]ს, [[ნიკელი]]ს, [[პლატინა|პლატინის]] სამრეწველო მოპოვება, ამასთან ყველაზე უფრო მთავარ როლს ასრულებს ოქროს მოპოვება. 1996 წელს დაიწყო [[ალმასი]]ს მოპოვება.
 
=== სოფლის მეურნეობა ===
[[სოფლის მეურნეობა]]ში დაკავებულია შრომისუნარიანი მოსახლეობის 66 %, რომლებიც ქმნიან მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 16,7 %-ს. მუშავდება ქვეყნის ტერიტორიის 8,3 %, ირწყვება მიწის 174 ათასი ჰა. მთავარი საექსპორტო კულტურებია [[თამბაქო]] (3-ე ადგილი მსოფლიოში), [[ბამბა (ბოჭკო)|ბამბა]], [[ჩაი]] (22 ათასი ტონა) და [[შაქრის ლერწამი]] (3,3 მილიონი ტონა). შიდა მოხმარეობისათვის მოჰყავთ [[მაგარი ხორბალი|ხორბალი]] (140 ათასი ტონა), [[სიმინდი]] (900 ათასი ტონა), [[ბოსტნეული კულტურები]] (135 ათასი ტონა). ხშირი [[გვალვა|გვალვები]] დიდ ზიანს აყენებენ სოფლის მეურნეობას.
 
2013 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებმა შეადგინა — 2,7 მილიონი [[USD]]. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებმა — 2,2 მილიონი USD.
 
=== ტრანსპორტი ===
'''აეროპორტები'''
* სულ — 649, მათ შორის:
** საფარის გარეშე — 432
** მყარი საფარით — 4
** მყარი საფარის გარეშე — 213
 
'''საავტომობილო გზები'''
* სულ — 97 440 კმ, მათ შორის:
** მყარი საფარით — 18 514 კმ
** მყარი საფარის გარეშე — 78 926 კმ
 
'''რკინიგზები'''
* სულ — 3427 კმ (ლიანდაგის სიგანე 1067 მმ, 313 კმ ელექროფიცირებული).
ზიმბაბვე ყველა თავის მეზობელ ქვეყანასთან დაკავშირებულია [[რკინიგზა|სარკინიგზო]] ხაზით.
 
== რესურსები ინტერნეტში ==