ილია წინამძღვრიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{ვიკი}}
{{წყარო}}
{{უკატეგორიო}}
ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილი დაიბადა 1836 წლის 3 მაისს წინამძღვრიანთკარში. 16 წლის ილია პირველ კლასიკურ გიმნაზიაში მიაბარეს , სადაც გაიცნო და დაუმეგობრდა ილია ჭავჭავაძეს. 1858 წელს ილია დანიშნეს შტატგარეშე მოხელედ თბილისის გუბერნიის მმართველობაში, სადაც 10 წელი დაჰყო სხვადასხვა პოზიციაზე. 1868 წელს ილია წინამძღვრიშვილი აირჩიეს თბილისის მესამე განყოფილების მომრიგებელ მოსამართლედ. ილიამ ცოლად შეირთო ოლღა მიხეილის ასული არღუთაშვილი, რომელიც მალე დასნეულდა. იგი ილიამ საზღვარგარეთ წაიყვანა სამკურნალოდ, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. შვილი არ ჰყოლიათ, რასაც განსაკუთრებით განიცდიდა წინამძღვრიშვილი.
ოლღას ძალიან უნდოდა სოფლის გლეხებისთვის სკოლის გახსნა.ილიამ გადაწყვიტა თავისი და მეუღლის სურვილი განეხორციელებინა და სკოლა გაეხსნა, ვინაიდან იმ დროისთვის საგურამოს მხარეში არცერთი სკოლა არ არსებობდა.ილია წინამძღვიშვილის აზრით, ‘’მამულის გაკეთება და ნივთიერის ცხოვრების წინ წასვლა შეიძლება მხოლოდ წერა-კითხვის, სოფლის სამეურნეო და სახელოსნო ცოდნის გავცელებით მცხოვრებთა შორის. „ წინამძღვრიშვილმა მიიჩნია რომ მხოლოდ წერა - კითხვის ცოდნა საკმარისი არ იქნებოდა, მოსწავლეებს უნდა შეესწავლათ ოჯახში საჭირო ყველა საქმე: მევენახეობა, ღვინის დაყენება, მებაღეობა , მებოსტნეობა, ფუტკრის და აბრეშუმი ჭიის მოვლა , ხვნა - თესვა, საქონლის მოვლა - მოშენება, დურგლობა, მჭედლობა.