მთავარი მენიუს გახსნა

ცვლილებები

არ არის რედაქტირების რეზიუმე
=== ენა ===
ზიმბაბვეში არსებობს 16 ოფიციალური ენა: [[ჩევა (ენა)|ჩევა]], [[სენა (ენა)|სენა]] ენის ბარვეს დიალექტი, [[ინგლისური ენა|ინგლისური]], [[კალანგა (ენა)|კალანგა]], კალანგის ენის ნამბიის დიალექტი, [[კოისანური ენები]], [[შონა (ენა)|შონა]], შონა ენის ნდაუს დიალექტი, [[ჩრდილოეთ ნდებელე]]ს ენა, [[ტსვანა (ენა)|ტსვანა]], [[ჟესტების ენა]], [[სესოტო ენა]], [[ტონგა (ზამბიის და ზიმბაბვეს ხალხის ენა)|ტონგა]], [[ტსვანა (ენა)|ტსვანა]], [[ვენდა (ენა)|ვენდა]], [[კოსა (ენა)|კოსა]].<ref name="constitution">The following languages, namely Chewa, Chibarwe, English, Kalanga, Koisan, Nambya, Ndau, Ndebele, Shangani, Shona, sign language, Sotho, Tonga, Tswana, Venda and Xhosa, are the officially recognised languages of Zimbabwe. ([http://www.kubatana.net/docs/legisl/constitution_zim_draft_copac_130125.pdf CONSTITUTION OF ZIMBABWE (final draft)]).</ref> ინგლისური ასევე ზიმბაბვეს ერთ-ერთი ოფიციალური ენაა და ფართედ გამოიყენება ადმინისტრაციულ, სამართალწარმოების და სასკოლო დაწესებულებებში, თუმცა მას მშობლიურად მიიჩნევს მოსახლეობის 2,5 %-ზე ნაკლები, ძირითადად თეთრკანიანი და ფერადკანიანი (შერეული რასა) უმცირესობა. დანარჩენი მოსახლეობა ლაპარაკობს შონას (70 %), ჩრდილოეთ ნდებელეს (20 %), კალანგას (2 %) და სხვა ენებზე.<ref name="languages">[http://www.gapadventures.com/docs/pdi/africa/Zimbabwe.pdf Zimbabwe] GAP Adventures</ref> შონას ხალხს აქვს მდიდარი ზეპირსიტყვიერი ტრადიცია, რომელიც შონას ენაზე 1956 წელს გამოქვეყნდა [[სოლომონ მუტსვაირო]]ს პირველ რომანში «ფეზო».<ref name="feso">[http://www.unc.edu/~ottotwo/mothertongue.html Mother Tongue: Interviews with Musaemura B. Zimunya and Solomon Mutswairo] University of North Carolina at Chapel Hill</ref> ინგლისურ ენაზე ძირითადად ლაპარაკობენ ქალაქებში, ვიდრე სოფლებში. ახალი ამბები სატელევიზიო ეთერში გადის ინგლისურ, შონას და ჩრდილოეთ ნდებელეს ენებზე, თუმცა ზოგჯერ გამოიყენება ადგილობრივი ენები. რადიოგადაცემები ეთერში გაცილებით უფრო მეტ ენებზე გადის, თუმცა ყველაზე უფრო მეტი დრო მაინც ეთმობა გადაცემებს, რომლებიც მიმდინარეობს ინგლისურ, ჩრდილოეთ ნდებელეს და შონას ენებზე.
 
=== რელიგია ===
{{bar box
|title=რელიგია ზიმბაბვეში
|titlebar=#ddd
|left1=რელიგია
|right1=პროცენტი
|float=right
|bars=
{{bar percent|[[პროტესტანტიზმი]]|blue|63}}
{{bar percent|[[რომის კათოლიკური ეკლესია|კათოლიკები]]|yellow|17}}
{{bar percent|[[ტრადიციული აფრიკული რელიგიები]]|red|11}}
{{bar percent|[[არარელიგიურობა]]|green|7}}
{{bar percent|სხვები|gray|2}}
}}
ზიმბაბვეს მოსახლეობის დაახლოებით 80 % [[ქრისტიანობა|ქრისტიანია]]; მოსახლეობის 62 % რელიგიურ აღმსარებლობას ესწრება რეგულარულად.<ref>{{cite encyclopedia|url=http://encarta.msn.com/encyclopedia_761575825_3/Zimbabwe.html|archiveurl=https://web.archive.org/web/20071031022353/http://encarta.msn.com/encyclopedia_761575825_3/Zimbabwe.html|archivedate=31 October 2007|title=MSN Encarta|accessdate=13 November 2007}}</ref> დიდი ქრისტიანული ეკლესიებია, [[ანგლიკანიზმი|ანგლიკანური]], [[რომის კათოლიკური ეკლესია|კათოლიკური]], [[მეშვიდე დღის ადვენტისტების ეკლესია|მეშვიდე დღის ადვენტისტების]]<ref>{{cite web|url=http://adventistatlas.org/ViewCountry.asp?CtryCode=zw|title=Zimbabwe|accessdate=22 January 2008}}</ref> და [[მეთოდიზმი|მეთოდისტური]]. როგორც აფრიკის სხვა ქვეყნებში, ქრისტიანობაში შერწყმულია ტრადიციული აფრიკული რელიგიები. ქრისტიანობის გარდა, [[წინაპრების კულტი]]ს თაყვანისცემა და სულების მფარველობა ყველაზე უფრო გავრცელებული არაქრისტიანული წესია. მოსახლეობის დაახლოებით 1 %-ს შეადგენენ [[ისლამი|მუსლიმები]], ძირითადად მოზამბიკიდან და მალავიდან.<ref name="US_state">{{cite web|url=http://www.state.gov/g/drl/rls/irf/2005/51503.htm|title=Zimbabwe – International Religious Freedom Report 2005|accessdate=3 December 2007|publisher=U. S. Department of State|quote=An estimated 1% of the total population is Muslim.}}</ref>
 
[[პროტესტანტიზმი|პროტესტანტები]] (ძირითადად აფრიკის ორმოცდაათიანელთა ეკლესიის მიმდევრები) შეადგენენ მოსახლეობის 63 %-ს. კათოლიკები მოსახლეობის დაახლოებით 17 %-ია. ზიმბაბვეში 2014 წელს [[იეჰოვას მოწმეები]]ს ყოველწლიურ მემორიალურ აქციას დაესწრო დაახლოებით 110 000 (0,8 %) ადამიანი.<ref>2015 Yearbook of Jehovah's Witnesses, p186</ref>
 
ადგილობრივი ტრადიციული აფრიკული რელიგიების მიმდევრები შეადგენენ დაახლოებით 11 %-ს. მოსახლეობის 0,1 % [[ინდუიზმი|ინდუსია]] და 0,3 % [[ბაჰაიზმი|ბაჰაისტი]]. მოსახლეობის დაახლოებით 7 % არ მიეკუთვნება არც ერთ რელიგიას ანუ [[ათეიზმი|ათეისტია]].<ref>{{cite web|url=http://www.globalreligiousfutures.org/countries/zimbabwe#/?affiliations_religion_id=0&affiliations_year=2010&region_name=All%20Countries&restrictions_year=2013|title=Zimbabwe in PEW-Templeton Global Religious Futures Project}}</ref><ref>{{cite web|url=http://www.thearda.com/internationalData/countries/Country_246_1.asp|title=Zimbabwe in ARDA}}</ref><ref>{{cite web|url=http://www.state.gov/j/drl/rls/irf/religiousfreedom/index.htm#wrapper|title=Zimbabwe at "International Religious Freedom Report", USA Departament of State}}</ref>
 
== რესურსები ინტერნეტში ==