'''კავკასიური რცხილა''' ({{lang-la|Carpinus caucasica, Carpinus betulus}}) — ხე [[თხილისებრნიარყისებრნი|თხილისებრთაარყისებრთა]] ოჯახისა. მისი სიმაღლე 35 მ აღწევს. გლუვქერქიანია. გავრცელებულია მთელ [[კავკასია]]ში, [[ყირიმი|ყირიმში]], ჩრდილოეთ [[ირანი|ირანსა]] და მცირე [[აზია|აზიის]] ჩრდილოეთ ნაწილში. [[საქართველო]]ში იზრდება დაბლობიდან მოკიდებული ზღვის დონიდან 2000 მ-დე ტყის სხვადასხვა ტიპის ნიადაგზე. ერთ-ერთი მთავარი ტყის [[ჯიში]]ა. ქმნის როგორც წმინდა კორომებს (ძირითადად ზღვის დონიდან 1000 მ-მდე), ისე შერეულ ტყეებს ფოთლოვან ([[წიფელი]], [[მუხა]], [[წაბლი]]) და წიწვოვან ([[ნაძვი]], [[სოჭი (მცენარე)|სოჭი]]) ჯიშებთან. ჩრდილის ამტანი, ყინვა და ქარგამძლეა. მეზოფილურია, თუმცა მეტ-ნაკლებად ეგუება ჰაერის სიმშრალეს. მრავლდება [[თესლი]]თ და [[ძირკვი]]ს ამონაყრით. ძალზე მაგარი და გამძლე თეთრი მერქანი აქვს, რომელსაც სადურგლო და სახარატო საქმეში იყენებენ. ფოთლები შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს. დეკორატიულია, კარგად იტანს კრეჭას. აშენებენ ცოცხალ ღობედ, ხეივნებად.