უფლისციხე (გორის მუნიციპალიტეტი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 12:
ადრე, მდინარე მტკვარი, სოფელ [[ქვახვრელი]]ს მიმდებარე ტერიტორიაზე მიედინებოდა. გეოგრაფის, პროფესორ [[გიორგი დვალაშვილი]]ს სტიტყვებით, „აქ კი იყო ბოსტნები, ვენახები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. რეალურად ბოლო ათეული წლების განმავლობაში მიმდინარე კლიმატის ცვლილება, მდინარეთა ქსელის მიმართულების შეცვლას იწვევს. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა, მდინარის წყლის რაოდენობის რამოდენიმეჯერ მომატებისას, ეს ადგილი გაჭრა და სოფელ უფლისციხის დასავლეთის მხარე გარესამყაროს მოწვიტა“. პროფესორი დვალაშვილი განმარტავს, რომ გარდა კლიმატური ცვლილებებისა, სოფლის სახნავ–სათესი სავარგულების მდინარის მიერ გადარეცხვა–ეროზია ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გავრცელებულ ბუნებრივ კანონზომიერებას უკავშირდება. მდინარე მტკვარმა უფლისციხის კომპლექსაც საფრთხე შეუქმნა. [[2007]] წლამდე გვირაბში წყალი შედიოდა. შემდეგ კი, მდინარემ ძველ კალაპოტში გადაინაცვლა და დინება იქ დაიწყო, სადაც ადრე მოედინებოდა. მანამდე, კი ახალი სოფელი გაჩნდა მდინარე მტკვრის მარჯვენა მხარეს.
 
ტოპოგრაფიული რუკის მიხედვით 1977 წელს, მდინარის მარჯვენა მხარეს, ძველი უფლისციხიდან ახალ სოფელ უფლისციხეში გადასახლებული 76 ოჯახი ირიცხებოდა. ახალ დასახლებაში სახლები მდინარის სანაპირო ზოლში გააშენეს. „მათ არ მისცეს შესაბამისი რეკომენდაცია, რომ მდინარეს უნდა დაშორებოდნენ. მდინარესთან ახლოს თვითნებურად დასახლდნენ 90-იან წლებში. მდინარის პირას დასახლებული სახლები მდინარე მტკვარმა დატბორა, რადგან თავის კალაპოტში წავიდა,“ – ამბობს გიორგი დვალაშვილი და იქვე ამატებს, რომ „ამ ნასახლარზე იმიტომ აღარ დარჩა მოსახლეობა, რომ სავარგულები, მისასვლელი გზა გადაირეცხა. თუმცა საცხოვრებელი ადგილის დიდი ნაწილს ეროზია არ შეხებია. ხოლო მტკვრის მარცხენა მხარეს შეიქმნა სხვადასხვა საწარმო, აგრეთვე ახლოს გადიოდა სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალები, ყოველივე ამის გამო მოსახლეობა იძულებული გახდა სახლები დაეტოვებინათ და ყოფილი სოფლის მახლობლად ახალ ადგილას დასახლებულიყვნენ“.
 
==ლიტერატურა==