ბახტრიონის ბრძოლა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
176.74.124.230-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Henry McClean-ის მიერ რედაქტირებული ვერს...
ხაზი 1:
'''ბახტრიონის ბრძოლა 1659''' — [[ირანელები|ირანელ]] დამპყრობელთა წინააღმდეგ [[კახეთის აჯანყება 1659|კახეთის აჯანყების]] გმირული ეპიზოდი. ამ აჯანყებას სათავეში [[ზაალ არაგვის ერისთავი]], მისი ვაჟი ზურაბი, [[შალვა ქსნის ერისთავი|შალვა]] და [[ელიზბარ ქსნის ერისთავი (XVII საუკუნე)|ელიზბარ]] ქსნის ერითავები და [[ბიძინა ჩოლოყაშვილი]] ედგნენ.
 
[[კახელები]]ს გარდა ამ აჯანყებაში მონაწილეობა მიიღეს [[თუშები|თუშებმა]], [[ფშავლები|ფშავლებმა]] და [[ხევსურები|ხევსურებმა]]. ოფიციალურ ისტორიოგრაფიაში მცირე ცნობებია შემონახული ამ ბრძოლის შესახებ, ზეპირსიტყვიერებაში კი მდიდარი მასალაა დაცული. აჯანყებულთა ყავდასხმათავდასხმა [[ბახტრიონის ციხე|ბახტრიონის ციხეზე]], სადაც ყიზილბაშთა მთავარი ჯარი იდგა, როგორც ჩანს, ღამით, მტრისთვის მოულოდნელად მომხდარა. აჯანყებულები ამავე დროს თავს დაესხნენ [[ალავერდი|ალავერდის]] მონასტრის გალავანში გამაგრებულ [[ყიზილბაშები|ყიზილბაშებს]] და სასტიკად დაამარცხეს ორივე ციხის მრავალრიცხოვანი გარნიზონი. ამან ფაქტობრივად გადაწყვიტა აჯანყების წარმატება.
 
ბახტრიონის ბრძოლაში მთავარი როლი კახეთის მთიელებმა — თუშ-ფშავ-ხევსურებმა შეასრულეს. ქართული ფოლკლორი ადიდებს ბრძოლის მონაწილე მთიელ გმირებს — [[თუშები|თუშ]] [[გაფრინდაული, ზეზვა|ზეზვა გაფრინდაულს]], [[ხევსურები|ხევსურ]] [[ხოშარაული, ნადირა|ნადირა ხოშარაულს]], [[ფშავლები|ფშაველ]] [[გოგოლაური|გოგოლაურს]].