ფიჯი: განსხვავება გადახედვებს შორის

clean up
(clean up)
 
== დასახელება ==
ფიჯის თანამედროვე დასახელება წარმოადგენს ქვეყნის მთავარი კუნძულის სახელის — [[ვიტი-ლევუ]]ს დამახინჯებულ ვარიანტს, კერძოდ მის [[ტონგური ენა|ტონგურ ენაზე]] წარმოთქმას. [[ტონგა|ტონგის]] კუნძულების მოსახლეობას ძველი დროიდან ჰქონდა მჭიდრო ურთიერთობა [[ფიჯელები|ფიჯელებთან]], რომლებიც რეგიონში ითვლებოდნენ მამაც მეომრებად და სასტიკ [[კანიბალიზმი|კანიბალებად]], ხოლო მათი იარაღი და სხვა ნაკეთობები სარგებლობდნენ დიდი მოთხოვნილებით. ფიჯელები საკუთარ სამშობლოს ეძახდნენ «ვიტის„ვიტის» (ფიჯური ენა — Viti), მაგრამ [[ტონგელები]] მას წარმოთქვამდნენ როგორც «ფისი„ფისი» (ტონგური ენა — Fisi). შემდგომში ეს სიტყვა უკვე დაამახინჯეს ევროპელებმა, კერძოდ ბრიტანელმა ზღვაოსანმა [[ჯეიმზ კუკი|ჯეიმზ კუკმა]], რომელმაც პირველად დაიტანა რუკაზე კუნძულების თანამედროვე დასახელება — ფიჯი ({{lang-en|Fiji}})<ref>{{cite web|url=http://www.fijihighcommission.org.uk/about_1.html|title=About Fiji|publisher=Fiji High Commission|lang=en|accessdate=2010-05-02|archiveurl=http://www.webcitation.org/6173l0UMP|archivedate=2011-08-22}}</ref>.
 
== ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათება ==
ფიჯის არქიპელაგი 1642 წელს აღმოაჩინა [[ჰოლანდია|ჰოლანდიელმა]] ზღვაოსანმა [[აბელ ტასმანი|აბელ ტასმანმა]], მაგრამ გავიდა 150 წელზე მეტი, სანამ პირველი ევროპელები დასახლდნენ ამ კუნძულებზე. პირველად ესენი იყვნენ გამოქცეული კატორღელები, ვაჭრები, გემების ჩაძირვის დროს გადარჩენილი მატროსები. შემდეგ მოვიდნენ [[მისიონერობა|მისიონერები]]. 1860-იანი წლებიდან ევროპელებმა ფიჯიზე დაიწყეს [[ბამბა (გვარი)|ბამბის]] პლანტაციების ჩამოყალიბება, ხოლო 1870-იანი წლებიდან ბამბა მსოფლიო ბაზარზე [[ბამბა (ბოჭკო)|ბამბის ბოჭკოზე]] ფასების დაცემის გამო შეცვალა [[შაქრის ლერწამი|შაქრის ლერწამმა]].
 
ფიჯის სახელმწიფოებრიობის დამაარსებლად ითვლება [[ტაკომბაუ]] (მთლიანი სახელი — რატუ სერუ ეპენისა ტაკომბაუ), რომელიც იყო ადამიანი, რომელმაც დაიწყო ფიჯის გზა ძველი დროიდან თანამედროვეობამდე. ახალგაზრდობაში [[კანიბალიზმი]]ს მიმდევარმა ტაკომბაუმ შემდგომში უარი თქვა ამ პრაქტიკაზე და მიიღო [[ქრისტიანობა]]. მან დააარსა თანამედროვე გაგებით პირველი პარლამენტი მის მიერვე გაერთიანებულ ქვეყანაში, ასევე ადმინისტრაცია ინგლისურ მანერაზე. 1871 წლიდან 1874 წლამდე პერიოდში ტაკომბაუ იყო დამოუკიდებელი და ერთიანი ფიჯის პირველი მეფე. მაგრამ 1874 წელს იგი ტახტიდან გადადგა [[დიდი ბრიტანეთი]]ს დედოფალ [[ვიქტორია (გაერთიანებული სამეფო)|ვიქტორიას]] სასარგებლოდ, რათა [[ინგლისი|ინგლისელებისთვის]] მიეცა შესაძლებლობა ფიჯიზე მოეგვარებინათ ეკონომიკური და სოციალური პრობლემები, კერძოდ სხვადასხვა რეგიონების სწრაფვა გამოყოფისაკენ. ტაკომბაუ გადადგომის დღიდან გარდაცვალებამდე კუნძულებზე რჩებოდა ერთ-ერთ პატივსაცემ ადამიანად, «უზენაესი„უზენაესი ბელადის» ტიტულით.
 
1879 წლიდან, ფიჯიზე შაქრის პლანტაციების მუშა ძალით უზრუნველსაყოფად, ევროპელმა პლანტატორებმა დაიწყეს მუშების ჩამოყვანა [[ინდოეთი]]დან. თუმცა 1916 წელს ინდოელთა იმიგრაცია შეწყდა, მაგრამ მათი რაოდენობა მაღალი ბუნებრივი მატების გამო სწრაფად იზრდებოდა და 1945 წლისთვის რაოდენობით ინდოელები უკვე აჭარბებდნენ აბორიგენ ფიჯელებს. ფიჯიზე ინდური ენების [[დიალექტი|დიალექტების]] ჰიბრიდაციის შედეგად შეიქმნა ახალი ენა — [[ფიჯური ჰინდი]], რომელიც გავრცელებულია მიგრანტებს შორის, მაგრამ ოფიციალურად ეს ენა დღემდე არ არის აღიარებული, და მის მაგივრად განათლების და ადმინისტრაციულ სფეროში გამოიყენება [[ჰინდი-ურდუ]].
ლაისენია ნგარასეს მთავრობას სამხედრო ხელმძღვანელობამ არაერთხელ წაუყენა ბრალდება კორუფციაზე, რომელსაც მთავრობა მუდამ იგნორირებდა, შედეგად 2006 წლის დეკემბერში პრემიერ-მინისტრი გადაყენებული იქნა თანამდებობიდან და აყვანილ იქნა შინაპატიმრობაში. სახელმწიფო გადატრიალებას ხელმძღვანელობდა ფიჯის თავდაცვის მინისტრი [[ფრენკ მბაინიმარამა]]. ის გახდა დროებითი პრემიერ-მინისტრი.
 
2006 წლის 8 დეკემბერს ფიჯის წევრობა ერთა თანამეგობრობაში შეჩერდა. ერთა თანამეგობრობის გენერალურმა მდივანმა დონ მაკინონმა განაცხადა, რომ ფრენკ მბაინიმარამა უნდა გადამდგარიყო, და ყველა მომხდარი ფაქტი თანამეგობრობის ნებისმიერი პრინციპების სრული დარღვევაა. ასევე თანამეგობრობამ ფიჯის ახალ ხელისუფლებას მოსთხოვა დაეწყო მომზადება 2010 წლის თავისუფალი დემოკრატიული არჩევნებისათვის. იმის შემდეგ, რაც სამხედროები არ წავიდნენ ამ მოთხოვნების შესრულებაზე, ფიჯის წევრობა ერთა თანამეგობრობაში «მთლიანად„მთლიანად შეწყდა» ({{lang-en|«full„full suspended»}}) 2009 წლის 1 სექტემბერს.
 
ფიჯიში საპარლამენტო არჩევნები ნაცვლად 2009 წლის მარტისა<ref>[http://english.people.com.cn/90001/90777/6389504.html Fiji to hold elections next March — People’s Daily Online]</ref> გაიმართა 2014 წლის 17 სექტემბერს<ref>[http://www.fiji.gov.fj/publish/page_15376.shtml ფიჯის 2014 წლის არჩევნები]</ref><ref>[http://www.bbc.com/news/world-asia-26781618 BBC News — Fiji sets 17 September general election date]</ref>. არჩევნებში აირჩიეს ფიჯის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის 17 წევრი ({{lang-en|House of Representatives (Fiji)}}), რომლებიც თავის მხრივ აირჩევენ ფიჯის ახალ [[ფიჯის პრემიერ-მინისტრი|პრემიერ-მინისტრს]] და მთავრობას. ეს არჩევნები გახდა პირველი დემოკრატიული არჩევნები ფიჯის 2006 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ.
ძირითადი სასოფლო სამეურნეო დარგია [[მიწადმოქმედება]]. თუმცა ფიჯის საერთო ფართობი აჭარბებს 18 ათას კმ²-ს, ამ მიწის მხოლოდ 16 %-ია ვარგისი დამუშავებისათვის<ref name="Today41" />. დასამუშავებელი მიწები კონცენტრირებულია სანაპირო დაბლობების, მდინარეების დელტის და დაბლობების გასწვრივ, რომლებიც მდებარეობენ ქვეყნის ორ დიდ კუნძულზე — [[ვიტი-ლევუ]]ზე და [[ვანუა-ლევუ]]ზე. დასამუშავებელი მიწების 24 % დაკავებულია [[შაქრის ლერწამი|შაქრის ლერწმის]] მოყვანაზე, 23 % — [[ქოქოსის პალმა|ქოქოსის პალმის]], ხოლო დანარჩენი 53 % — სხვა კულტურების მოყვანაზე. მიუხედავად იმისა, რომ ფიჯის მიწების 83 % ეკუთვნის ქვეყნის მკვიდრი მოსახლეობის წარმომადგენლებს — [[ფიჯელები|ფიჯელებს]], სასოფლო სამეურნეო პროდუქციის ძირითადი მწარმოებლები ადგილობრივი [[ფიჯი-ინდოელები]] არიან, რომლებიც კუნძულებზე ბრიტანელმა კოლონიზატორებმა შემოიყვანეს XIX საუკუნის ბოლოს XX საუკუნის დასაწყისში<ref name="Today41" />.
 
ფიჯის მთავარ ძირითადი სასოფლო სამეურნეო კულტურაა შაქრის ლერწამი. მისგან წარმოებულ [[შაქარი|შაქარზე]] მოდის ქვეყნის მშპ-ის 2,2 % და ექსპორტის თითქმის 11,7 %<ref>{{წიგნი|ნაწილი=Sugar|სათაური=Report on the Fiji National Agricultural Census 2009|წყარო=http://www.agriculture.org.fj/census-report/national-agriculture-census-report.pdf|ადგილი=Suva, Fiji|გამომცემლობა=Department of Agriculture. Economic Planning and Statistics Division|წელი=2009|pages=21-22}}</ref>. შაქრის ლერწმის მოყვანის ძირითადი რაიონებია: — მბა, ლაუტოკა, სინგატოკა, ნანდი, ტავუა, რაკირაკი, ლამბასა და სეანგანგა<ref name="TodaySugar">{{წიგნი|წყარო=http://www.fijiembassydc.com/downloads/FijiToday2004-5.pdf|ნაწილი=Agriculture. Sugar|სათაური=Fiji Today 2004/2005|გამომცემლობა=Ministry of Information, Communications and Media Relations of Fiji|pages=41-42|allpages=84}}</ref>. ქვეყანაში შაქრის წარმოება სამთავრობო კორპორაცია ''«Fiji„Fiji Sugar Corporation»''-ის მთლიანი კონტროლის ქვეშაა, რომლის მფლობელობაში იმყოფება ოთხი ქარხანა, რომლებიც მდებარეობენ ქალაქებში: [[ლაუტოკა]], [[მბა (ქალაქი)|მბა]], [[რაკირაკი]] და [[ლამბასა]]. მთლიანად 2010 წელს მოყვანილია 1,8 მილიონი ტონა შაქრის ლერწამი (20,9 %-ით ნაკლები 2009 წელთან შედარებით) და ნაწარმოებია 132 ათასი ტონა შაქარი (21,5 %-ით ნაკლები 2009 წელთან შედარებით), რომლის ძირითადი მომხმარებლები არიან [[ევროპის კავშირი]]ს ქვეყნები, [[აშშ]], [[მალაიზია]], [[ახალი ზელანდია]] და [[ჩინეთი]]<ref name="TodaySugar" /><ref>{{წიგნი|ავტორი=http://www.reservebank.gov.fj/docs2/Quarterly%20Review%20%28December%202010%29.pdf.|ნაწილი=The Domestic Economy. Production. Cane and sugar|სათაური=Quarterly Review - December 2010|ადგილი=Suva, Republic of Fiji|გამომცემლობა=Reserve Bank of Fiji|წელი=2010}}</ref>. უკანასკნელ ათწლეულში მოყვანილი შაქრის ლერწმის მოცულობის შემცირება მნიშვნელოვან წილად აიხსნება ადგილობრივი ინდოელი მოსახლეობისთვის მიწის არენდის ვადის ამოწურვით, რომელიც იმყოფება მკვიდრი ფიჯელების საკუთრებაში. ამას გარდა, ევროპის კავშირმა გააუქმა შეღავათიანი ფასები შაქრის ექსპორტზე [[აფრიკა|აფრიკის]], [[კარიბის ზღვა|კარიბის ზღვის]] და [[წყნარი ოკეანე|წყნარი ოკეანის]] ქვეყნებიდან<ref name="Obstacles28">{{წიგნი|ავტორი=Ron Duncan and Haruo Nakagawa.|სათაური=Obstacles to economic growth in six Pacific Island countries|წყარო=http://siteresources.worldbank.org/INTDEBTDEPT/Resources/468980-1206974166266/4833916-1206989877225/DuncanNakagawaObstacles.pdf|გამომცემლობა=World Bank|წელი=2006|pages=28|allpages=67}}</ref>.
 
ფიჯის სოფლის მეურნეობაში მთავარ ადგილს იკავებს ქოქოსის პალმის მოყვანა, რომელიც გამოიყენება [[კოპრა|კოპრის]] და [[ქოქოსის ზეთი]]ს წარმოებისათვის. 1991 წლის სასოფლო სამეურნეო აღწერის თანახმად, ქოქოსის პალმით დაკავებული იყო მიწის 46 ათასი ჰა, რომელზეც დარგული იყო 600 ათას ერთეულ ხეზე მეტი. 2009 წელს ამ მაჩვენებლებმა შესაბამისად შეადგინეს 15 ათასი ჰა და 560 ათასი ხე<ref>{{წიგნი|ნაწილი=Coconut|სათაური=Report on the Fiji National Agricultural Census 2009|წყარო=http://www.agriculture.org.fj/census-report/national-agriculture-census-report.pdf|ადგილი=Suva, Fiji|გამომცემლობა=Department of Agriculture. Economic Planning and Statistics Division|წელი=2009|pages=22}}</ref>. ქვეყანაში კოპრის წარმოების ძირითადი ცენტრებია — [[ჩრდილოეთის ოლქი (ფიჯი)|ჩრდილოეთის]] და [[აღმოსავლეთის ოლქი (ფიჯი)|აღმოსავლეთის ოლქები]]<ref>{{წიგნი|წყარო=http://www.fijiembassydc.com/downloads/FijiToday2004-5.pdf|ნაწილი=Agriculture. Copra and Coconut Oil|სათაური=Fiji Today 2004/2005|გამომცემლობა=Ministry of Information, Communications and Media Relations of Fiji|pages=42|allpages=84}}</ref>.
[[მსხვილი რქოსანი საქონელი|მსხვილი რქოსანი საქონლის]] საერთო სულადობა 2007 წელს შეადგენდა 315 ათას სულს, ხოლო ნაწარმოები საქონლის ხორცის საერთო მოცულობა — 8400 ტონას<ref name="fao" />. პირველად ფიჯიში რქოსანი საქონელი შემოიყვანეს მისიონერებმა და ევროპელებმა 1850-იან წლებში, ხოლო პირველი მეცხოველეობის ფერმა კუნძულებზე (კუნძული [[ვაკაია]] [[ლომაივიტის კუნძულები]]ს შემადგენლობაში) გაჩნდა 1859 წელს. დღეისათვის მსხვილი რქოსანი საქონლის დიდი ნაწილი თავმოყრილია [[დასავლეთის ოლქი (ფიჯი)|დასავლეთის ოლქში]] კუნძულ [[ვიტი-ლევუ]]ზე<ref>{{წიგნი|ნაწილი=Some historical perspective|სათაური=Fiji Beef Commodity Profile|წყარო=http://www.agriculture.org.fj/_resources/main/files/Beef%20Profile.pdf|გამომცემლობა=Animal and health production division of the Ministry of primary industries|წელი=1985}}</ref>.
 
მთავარ როლს თამაშობს რძის მეცხოველეობა, რომლის ცენტრია ფიჯის [[ცენტრალური ოლქი (ფიჯი)|ცენტრალური ოლქი]]. რძის წარმოება ქვეყანაში ხორციელდება ორი ძირითადი მწარმოებელი ჯგუფის მიერ. პირველი ჯგუფი მოიცავს ოფიციალურ სექტორს, რომელიც აერთიანებს ფერმერებს, რომლებიც ახორციელებენ რძის და ნადუღის მოწოდებას ქვეყნის ერთადერთ რძის გადამამუშავებელ საწარმოში — კომპანია ''«Rewa„Rewa Co-operative Dairy Company Limited»''-ში (''RCDC''), რომელიც მდებარეობს კუნძულ [[ვიტი-ლევუ]]ზე. მეორე ჯგუფი მოიცავს ახალი რძის მწარმოებლებს, რომლებიც პირდაპირ ამარაგებენ რძით ქალაქის მოსახლეობას<ref name="Dairy">{{cite web|url=http://www.ftib.org.fj/resources/uploads/embeds/file/Dairy.pdf|title=Fiji Islands. Investment opportunities in the dairy industry|date=December 2009|publisher=Fiji Islands Trade & Investment Bureau|lang=en|accessdate=2012-01-04|archiveurl=http://www.webcitation.org/64RYaq8nR|archivedate=2012-01-04}}</ref>. რძის მიმწოდებლების საერთო რაოდენობა 2005 წლიდან 2008 წლამდე პერიოდში საშუალოდ შეადგენდა 260 მეურნეობას, რომელთაგან 80 % რძეს აწვდიდნენ კომპანია ''RCDC''-ს<ref name="Dairy" />. 2009 წლის სასოფლო სამეურნეო აღწერის თანახმად, ფიჯიში კომერციული სარძევე ცხოველების სულადობა შეადგენდა 22 551 სულს, რომელთაგან 10 175 სული მიეკუთვნებოდა სარძევე ძროხებს; სარძევე ცხოველების სულადობა ადგილობრივი მაცხოვრებლების მეურნეობებში შეადგენს — 36 599 სულს<ref>{{წიგნი|ნაწილი=Commercial Dairy Cattle|სათაური=Report on the Fiji National Agricultural Census 2009|წყარო=http://www.agriculture.org.fj/census-report/national-agriculture-census-report.pdf|ადგილი=Suva, Fiji|გამომცემლობა=Department of Agriculture. Economic Planning and Statistics Division|წელი=2009|pages=19}}</ref>. იმავე წელს რძის მიწოდებამ ''RCDC''-ის კომპანიისთვის შეადგინა 10,3 მილიონი ლიტრი<ref name="Dairy" />.
 
ფიჯის მოსახლეობაში მთავარ როლს ასევე იკავებს [[თხა|თხების]] მოშენება. 1997 წლიდან 2007 წლამდე პერიოდში აღინიშნა თხის ხორცის წარმოების ზრდა: 927 ტონიდან 1150 ტონამდე<ref name="fao" />. 2009 წელს ქვეყანაში არსებობდა 9408 კერძო მეურნეობა, რომელშიც მოშენებული იყო 101 196 თხა (1991 წელს სულადობა შეადგენდა 187 235 სულს)<ref>{{წიგნი|ნაწილი=Goats|სათაური=Report on the Fiji National Agricultural Census 2009|წყარო=http://www.agriculture.org.fj/census-report/national-agriculture-census-report.pdf|ადგილი=Suva, Fiji|გამომცემლობა=Department of Agriculture. Economic Planning and Statistics Division|წელი=2009|pages=20}}</ref>.
ღია ზღვაში რეწვის ძირითადი სახეობაა — [[თინუსი]], რომლის რაოდენობამაც 2007 წელს გადააჭარბა 13 ათასი ტონა<ref name="fao_fish4">{{cite web|url=ftp://ftp.fao.org/fi/document/fcp/en/FI_CP_FJ.pdf|title=Fiji. National Fishery Sector Overview|publisher=Food and Agriculture Organization of the United Nations|pages=p. 4|lang=en|accessdate=2012-01-05}}</ref>. გასაღების ძირითადი ბაზრები, რომელზეც მოდის თინუსის ექსპორტის 51 % — არის [[იაპონია]] და [[აშშ]]. სხვა იმპორტიორებია — [[ჩინეთი]], [[ავსტრალია]], [[ახალი ზელანდია]] და [[ევროპის კავშირი]]ს ქვეყნები<ref>{{cite web|url=ftp://ftp.fao.org/fi/document/fcp/en/FI_CP_FJ.pdf|title=Fiji. National Fishery Sector Overview|publisher=Food and Agriculture Organization of the United Nations|pages=p. 6-7|lang=en|accessdate=2012-01-05}}</ref>.
 
უცხოური ვალუტის მოზიდვას ასევე ხელს უწყობს კონსერვირებული თინუსის ექსპორტიც. 1989 წელს [[ლევუკა]]ში კომპანია ''«Pacific„Pacific Packaging Ltd»''-მ გახსნა პირველი თევზის საკონსერვო ქარხანა. საწარმო მდებარეობს ფიჯის მთავრობის კონტროლ ქვეშ, თუმცა ასევე მოზიდულია უცხოური ინვესტორების თანხები [[ტაილანდი]]დან, [[ტაივანი]]დან და [[ავსტრალია|ავსტრალიიდან]]<ref name="Today46" />.
 
სანაპირო წყლებში იჭერენ თევზის 100 სახეობაზე მეტს და სხვადასხვა უხერხემლოებთა 50 სახეობას. მაგრამ თევზებიდან ყველაზე უფრო დიდი მოთხოვნილება შიდა ბაზარზე აქვთ თევზების შემდეგ ოჯახებს: [[ქვის ქორჭილა]], [[სტავრიდასებრნი]], [[ლუციანისებრნი]], [[კეფალისებრნი]], [[სკუმბრიასებრნი]], [[ქირურგისებრნი]], [[თევზები-თუთიყუშები]] და [[ბარაკუდისებრნი]], ხოლო უხერხემლოებიდან — [[ორსაგდულიანები]], [[ჰოლოთურიები]], [[კიბორჩხალები]], [[ზღვის წყალმცენარეები]]. ხელოვნურ [[წყალსატევი|წყალსატევებში]] გამრავლებულია [[ტილაპია|ტილაპიები]], [[გველთევზასნაირნი|გველთევზები]], [[კობრისებრნი|კობრები]], [[ხამანწკასებრნი|ხამანწკები]] და [[მარგალიტები]] (მარგალიტის მისაღებად)<ref name="Today46" /><ref name="fao_fish4" />. ექსპორტის მთავარ სტატიას წარმოადგენს [[აკვარიუმის თევზები]], ასევე ცოცხალი ქვები აკვარიუმისთვის (ამ ქვების მსოფლიო მიწოდების 95 % ფიჯიდანაა)<ref>{{cite web|url=http://www.adb.org/Documents/Reports/Consultant/34224-FIJ-TACR.pdf|title=Republic of the Fiji Islands: Fisheries Sector Review (Financed by the ADB’s technical assistance funding program)|coauthors=Tony Hand, Derrin Davis, Robert Gillett.|date=2005|publisher=Asian Development Bank|pages=pp. 3|lang=en|accessdate=2012-01-05|archiveurl=http://www.webcitation.org/64Sy38fuT|archivedate=2012-01-05}}</ref>.
[[სატყეო მეურნეობა|სატყეო მეურნეობის]] წილი ფიჯის მშპ-ის სტრუქტურაში შეადგენს დაახლოებით 1 %-ს, ხოლო ამ დარგის პროდუქცია ფიჯიში მეხუთეა საექსპორტო დარგების მოცულობით (შაქრის, ტანსაცმლის, ოქროს და თევზის შემდეგ). ტყეებს სულ უკავიათ დაახლოებით 9350 კმ² ხმელეთი, რომელთაგან დიდი ნაწილი მდებარეობს მიწის ტერიტორიაზე, რომელიც მკვიდრი მოსახლეობის ერთობლივ საკუთრებაშია<ref name="TodayForestry">{{წიგნი|წყარო=http://www.fijiembassydc.com/downloads/FijiToday2004-5.pdf|ნაწილი=Agriculture. Forestry|სათაური=Fiji Today 2004/2005|გამომცემლობა=Ministry of Information, Communications and Media Relations of Fiji|pages=47-48|allpages=84}}</ref>.
 
ფიჭვების პლანტაციის ([[კარიბული ფიჭვი]], {{lang-la|Pinus caribaea}}) საერთო ფართობი, რომლებიც პირველად გაშენებულია ფიჯის ყველაზე დიდი კუნძულების ქარსზედა მხარეს და ყოფილი მდელოების ტერიტორიაზე 1960-იანი წლების დასაწყისში, 2005 წელს შეადგენდა 488 კმ²-ს<ref name="fao_forestry12">{{წიგნი|ავტორი=Alfred Leslie and Osea Tuinivanua.|ნაწილი=Plantation forest resources|სათაური=Fiji Forestry Outlook Study|წყარო=http://www.fao.org/docrep/014/am615e/am615e00.pdf|ადგილი=Bangkok|გამომცემლობა=Food and Agriculture Orfanization of the United Nations Regional Office for Asia and Pacific|წელი=2010|pages=12|allpages=24}}</ref>. ისინი მთლიანად იმყოფებიან კომპანია «Fiji„Fiji Pine Limited»-ის კონტროლ ქვეშ, რომელთა აქციების 99,8 % ეკუთვნის ხელისუფლებას<ref name="TodayForestry" />. ფიჭვოვანი ტყეების ფართობი, რომლებიც იზრდებიან კუნძულებზე [[ვიტი-ლევუ]] და [[ვანუა-ლევუ]], შეადგენს 420 კმ²-ს<ref name="TodayForestry" />. ფიჭვების პლანტაციების გარდა ფიჯიში არსებობენ მყარი მერქნის მქონე ხის ჯიშების პლანტაციები, უპირველეს ყოვლისა, [[ამერიკული წითელი ხე|ამერიკული წითელი ხის]] {{lang-la|[[Swietania macrophylla]]}} სახეობის პლანტაციები<ref>{{cite web|url=http://www.fao.org/docrep/003/x6900e/x6900e0b.htm|title=Asia and the Pacific National Forestry Programmes: Update 34. 8. Fiji|date=2000|publisher=FAO Regional Office for Asia and the Pacific|lang=en|accessdate=2012-01-05|archiveurl=http://www.webcitation.org/64TNsU5Qc|archivedate=2012-01-05}}</ref>, რომელიც დაირგო კომერციული მიზნებისათვის 1950-იანი წლებიდან. ამერიკული წითელი ხის პლანტაციების ფართობი 2005 წელს შეადგენდა 537 კმ²-ს<ref name="fao_forestry12" />.
 
სატყეო მეურნეობაში წარმოებული პროდუქციის დიდი ნაწილი მიდის შიდა ბაზარზე, დანარჩენი (მათ შორის 50 %-ზე მეტი მერქნის ნაფოტების სახით) — ექსპორტზე<ref name="TodayForestry" />. 2005 წელს საწარმოო მრგვალი ტყის მასალების წარმოების მოცულობა გადანაწილებული იყო შემდეგნაირად: მერქნის დამზადება ბუნებრივ ტყეებში — 104 ათასი მ³, ფიჭვოვან პლანტაციებში — 322 ათასი მ³, ამერიკული წითელი ხის პლანტაციებში — 17 ათასი მ³. შედეგად, წარმოების საერთო მოცულობამ შეადგინა 443 ათასი მ³<ref>{{წიგნი|ავტორი=Alfred Leslie and Osea Tuinivanua.|ნაწილი=Forestry and logging|სათაური=Fiji Forestry Outlook Study|წყარო=http://www.fao.org/docrep/014/am615e/am615e00.pdf|ადგილი=Bangkok|გამომცემლობა=Food and Agriculture Orfanization of the United Nations Regional Office for Asia and Pacific|წელი=2010|pages=13|allpages=24}}</ref>. ექსპორტირებულმა მერქნის ნაფოტების მოცულობამ 2005 წელს მიაღწია 220 ათას მ³-ს. გასაღების ძირითადი ბაზარია — [[იაპონია]], სადაც ის გამოიყენება [[ცელულოზა-ქაღალდის მრეწველობა]]ში<ref>{{წიგნი|ავტორი=Alfred Leslie and Osea Tuinivanua.|ნაწილი=Woodchips|სათაური=Fiji Forestry Outlook Study|წყარო=http://www.fao.org/docrep/014/am615e/am615e00.pdf|ადგილი=Bangkok|გამომცემლობა=Food and Agriculture Orfanization of the United Nations Regional Office for Asia and Pacific|წელი=2010|pages=13-14|allpages=24}}</ref>.
[[ოკეანეთი]]ს სხვა კუნძულოვანი ქვეყნებისგან განსხვავებით ფიჯის კუნძულებზე შედარებით კარგადაა განვითარებული სამთომომპოვებელი მრეწველობა. ფიჯის სტატისტიკის ბიუროს მონაცემების საფუძველზე, 2005 წელს სამთომომპოვებელ მრეწველობაზე და კარიერების დამუშავებაზე მოდიოდა [[მთლიანი შიდა პროდუქტი]]ს 1 %, ამასთან ამ დარგის შემოსავლების დიდი ნაწილი შეიქმნა ოქროს და [[ვერცხლი]]ს მოპოვების შედეგად მიღებული შემოსავლებისგან. 2005 წელს მოპოვებული ოქროს და ვერცხლის საერთო ღირებულება შეფასებულია $39,3 მილიონით, რომელიც შეადგენს ქვეყნის საერთო [[ექსპორტი]]ს 7,8 %-ს<ref name="Wu2006">{{სტატია|ავტორი=J ohn C. Wu.|სათაური=The mineral industry of Fiji|წყარო=http://www.webcitation.org/5rpWmuMHL|გამოცემა=U.S. Geological Survey Minerals Yearbook|წელი=2006}}</ref>.
 
მთლიანად, ფიჯიში არსებულმა ოქროს საბადოებმა მთავარი როლი ითამაშა ადგილობრივი ეკონომიკის ჩამოყალიბებაში. არქიპელაგზე პირველი ოქრო ნატეხების სახით 1868 წელს ნაპოვნი იქნა ბრიტანელი ჩარლზ გერნის ({{lang-en|Charles Gurney}}) მიერ კუნძულ ვიტი-ლევუს მდინარე [[ნავუა (მდინარე)|ნავუაზე]]<ref name="mrd-gold">{{cite web|url=http://www.mrd.gov.fj/gfiji/mining/gold/discgold.html|title=Discovery of gold in Fiji|publisher=Ministry of Lands and Mineral Resources. Fiji Mineral Resources Department|lang=en|accessdate=2010-05-11|archiveurl=http://www.webcitation.org/6173q7qkO|archivedate=2011-08-22}}</ref>. მაგრამ რეგიონში ნამდვილი [[ოქროს ციებ-ცხელება (მრეწველობა)|ოქროს ციებ-ცხელება]] დაიწყო მხოლოდ XX საუკუნის დასაწყისში, როდესაც ოქროს [[ალუვიონი|ალუვიური]] საბადოები ნაპოვნი იქნა მდინარე [[ნასივი]]ზე ვატუკოულას რაიონში (ძვირფასი ლითონის პირველი კვალი აღმოჩენილი იქნა ჯერ კიდევ 1872 წელს). ოქროს პირველი დიდი საბადო, რომელიც ეკონომიკურად სასარგებლოდ იქნა აღიარებული საწარმოო დამუშავებისათვის, აღმოჩენილი იქნა ვატუკოულაში მხოლოდ 1932 წელს [[შოტლანდია|შოტლანდიელი]] უილიამ ბოთვიკის ({{lang-en|William Bothwick}}) მიერ<ref name="mrd-gold" />. ოქროს ციებ-ცხელებამ, რომელიც გრძელდებოდა 1936 წლამდე, გამოიწვია უცხოური [[ინვესტიციები]]ს დიდი მოდინება ფიჯის ეკონომიკაში, ხოლო უცხოურმა კომპანიებმა (უპირველეს ყოვლისა [[ავსტრალია|ავსტრალიური]] ჯგუფი ''«Emperor„Emperor»'') ნელ-ნელა მიიღეს მთლიანი კონტროლი ოქროს საბადოებზე (ფიჯის ვატუკოულას რაიონში დამუშავებასთან ერთად 1946 წლამდე ოქროს დამუშავება ასევე მიმდინარეობდა კასის მთის რაიონში კუნძულ [[ვანუა-ლევუ]]ზე). 1956 წელს საბადოები მთლიანად გადავიდა კომპანია ''«Emperor„Emperor Mines Limited»''-ის (''EML'') კონტროლ ქვეშ<ref name="mrd-gold" />.
 
დღეისასთის ოქრო ფიჯიში მოიპოვება მხოლოდ დახურულ შახტებში ვატუკოულას რაიონში, რომელიც 2006 წლამდე იმყოფებოდა ''EML''-ის კომპანიის საკუთრებაში. მთლიანად 1936 წლიდან 2006 წლამდე პერიოდში შახტაში მოპოვებული იქნა დაახლოებით 7 მილიონი უნცია ძვირფასი ლითონი<ref name="uvm1">{{cite web|url=http://www.uvm.edu/envnr/fijigold/history.htm|title=Tropical Gold. History of Gold at Vatukoula|publisher=University of Vermont. Rubenstein School of Environment and Natural Resources|lang=en|accessdate=2010-05-14|archiveurl=http://www.webcitation.org/6173rObZs|archivedate=2011-08-22}}</ref>. 2006 წელს კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება დამუშავების დამთავრებაზე და შახტების დაკეტვაზე. მაგრამ უკვე 2007 წელს საბადო გამოისყიდა ავსტრალიურმა კომპანიამ ''«Westech„Westech Gold Pty Ltd»'', რომელმაც, მიუხედავად ამისა, ასევე მიიღო გადაწყვეტილება მისი გაყიდვის შესახებ ბრიტანულ კომპანია ''«River„River Diamonds Plc»''-ზე, რომელმაც შემდგომში შეიცვალა სახელი ''«Vatukoula„Vatukoula Gold Mines Plc»''-ად<ref name="uvm1" /><ref>{{cite web|url=http://www.vgmplc.com/about/|title=Overview|publisher=Vatukoula Gold Mines|lang=en|accessdate=2010-05-14|archiveurl=http://www.webcitation.org/6173rv95C|archivedate=2011-08-22}}</ref>. 2008 წლის აპრილში ოქროს მოპოვება საბადოზე განახლდა. თუ 2007 წელს ფიჯიში მოპოვებული იქნა სულ 932 უნცია ოქრო (ვერცხლის არანაირი მოპოვებით), უკვე 2010 წელს მოპოვებული იქნა 61 ათას უნციაზე მეტი ოქრო და 328 კგ ვერცხლი<ref name="Manufacturing">{{cite web|url=http://www.statsfiji.gov.fj/Key%20Stats/Business%20Activity/3.5_Manufacturing-Mfg.pdf|title=3.5 Manufacturing: Production of Gold and Selected Manufactured Products|date=September 2011|publisher=Fiji Islands Bureau of Statistics|lang=en|accessdate=2012-01-06|archiveurl=http://www.webcitation.org/64UbsO3Zu|archivedate=2012-01-06}}</ref>.
 
==== გადამამუშავებელი მრეწველობა ====
ფიჯის თანამედროვე მოთხოვნილებები ელექტროენერგიაზე დაკმაყოფილებულია იმ ენერგეტიკული წყაროებით, რომელიც გამომუშავდება ქვეყნის [[ჰიდროელექტროსადგური|ჰიდროელექტროსადგურებით]] და ასევე [[თბოელექტროსადგური|თბოელექტროსადგურებით]], რომლებშიც საწვავად გამოიყენება [[მერქანი]], [[ბაგასა (შაქრის ლერწმის ნარჩენი)|ბაგასა]] [[შაქრის ლერწამი]], [[ნახშირი (წიაღისეული)|ნახშირი]], [[ნავთობი]]. ენერგორესურსების თითქმის ნახევრის იმპორტირება ხდება [[ავსტრალია|ავსტრალიიდან]], [[ახალი ზელანდია|ახალი ზელანდიიდან]] და [[სინგაპური]]დან, ხოლო საწვავის ძირითადი სახეობები (ნავთობი და ნახშირი) მთლიანად შემოდის ავსტრალიიდან და ახალი ზელანდიიდან, რაც ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორია<ref>{{წიგნი|წყარო=http://www.fijiembassydc.com/downloads/FijiToday2004-5.pdf|ნაწილი=Transport, communication and energy. Energy|სათაური=Fiji Today 2004/2005|გამომცემლობა=Ministry of Information, Communications and Media Relations of Fiji|pages=42|allpages=82}}</ref>. 2010 წელს [[ბენზინი]]ს იმპორტმა შეადგინა 102 მილიონი ლიტრი, [[საავიაციო საწვავი]]ს — 254 მილიონი ლიტრი, [[ნავთი]]ს — 4 ათასი ლიტრი, [[დიზელის საწვავი]]ს — 391 მილიონი ლიტრი, [[მაზუთი]]ს — 27 მილიონი ლიტრი<ref>{{წიგნი|ნაწილი=Energy|სათაური=Fiji Facts & Figures 2011|წყარო=http://www.webcitation.org/64WBmGvvI|გამომცემლობა=Fiji Islands Bureau of Statistics|წელი=2011|pages=22|allpages=38}}</ref>.
 
ქვეყნის ელექტრომომარაგებას უზრუნველყოფს ფიჯის ხელისუფლების მიერ 1966 წელს შექმნილი კომპანია-[[მონოპოლია]] — ''«Fiji„Fiji Electricity Authority»'', რომელიც დაკავებულია ელექტროენერგიის გამომუშავებით, ტრანსპორტირებით და განაწილებით. 1996 წელს კომპანიის განკარგულებაში იმყოფებოდა ელექტრომომარაგების ექვსი დამოუკიდებელი სისტემა, რომელთაგან ყველაზე დიდი იყო ვიტი-ლევუს გაერთიანებული ენერგოსისტემა ({{lang-en|Viti Levu interconnected system}}), რომელიც უპირატესად ჰიდროენერგიაზე მუშაობს (უპირველეს ყოვლისა, ჰესი ''«ვაილოა„ვაილოა»''). ოვალაუში და კოროვოუში განლაგებული სისტემები, ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ დიზელის საწვავისგან, ლამბასაში და რაკირაკიში — შაქრის ლერწმის ბაგასისგან, სავუსავუში — როგორც ბაგასისგან, ასევე ჰიდროენერგიიდან<ref name="FijiToday82" />.
 
2005 წელს კომპანია ელექტროენერგიით უზრუნველყოფდა მოსახლეობის დაახლოებით 57 %-ს<ref name="FijiToday82">{{წიგნი|წყარო=http://www.fijiembassydc.com/downloads/FijiToday2004-5.pdf|ნაწილი=Transport, communication and energy. Fiji Electricity Authority|სათაური=Fiji Today 2004/2005|გამომცემლობა=Ministry of Information, Communications and Media Relations of Fiji|pages=42|allpages=82-83}}</ref>, ხოლო სულ 2010 წელს ქვეყანაში გამომუშავდა 869 მილიონი [[კვტ.სთ]] ელექტროენერგია<ref name="Manufacturing" />. მათ შორის 420 მილიონი კვტ.სთ გამომუშავდა ელექტროსადგურებში, რომლებიც მუშაობდნენ ენერგიის განახლებულ წყაროებზე, 415 მილიონი კვტ.სთ — თბოელექტროსადგურებში, რომლებიც მუშაობდნენ იმპორტირებულ საწვავზე, და 20 მილიონი კვტ.სთ — ელექტროენერგიის დამოუკიდებელ საწარმოებში<ref name="fea19">{{წიგნი|სათაური=FEA Annual Report 2010|წყარო=http://www.fea.com.fj/userfiles/file/ANNUAL%20REPORT%202010%281%29.pdf|გამომცემლობა=Fiji Electricity Authority|წელი=2011|pages=19|allpages=64}}</ref>. შედეგად, ქვეყანაში ელექტროენერგიის 48 % გამომუშავდებოდა ჰიდროელექტროსადგურებში, 34 % — დიზელის საწვავით, 15 % — მაზუთით, 1 % — ქარის ელექტროსადგურებში და დანარჩენი 2 % — დამოუკიდებელი მწარმოებლების მიერ, რომლებიც მუშაობენ მერქანზე და ბაგასაზე<ref name="fea19" />.
 
ელექტროენერგიის მოხმარების ზრდისა და იმპორტირებულ საწვავზე ფასების ზრდის გამო ფიჯის მთავრობა ატარებს ღონისძიებებს უცხოურ ენერგორესურსებზე ქვეყნის დამოკიდებულების შემცირებაზე ჰიდროენერგეტიკის განვითარებისა და [[ალტერნატიული ენერგეტიკა|ალტერნატიული ენერგეტიკის]] წყაროების განვითარებით (უპირველეს ყოვლისა, [[გეოთერმალური ენერგეტიკა|გეოთერმალური]], [[მზის ენერგეტიკა|მზის]] და [[ქარენერგეტიკა|ქარის]] ენერგიით)<ref name="FijiToday82" />. შედეგად, 2007 წლის ივნისში ბუტონის მთის ქედზე, ქალაქ სინგატოკასთან შორიახლოს გაშვებული იქნა პირველი [[ქარგენერატორები]]. 2010 წელს ამ სფეროში გამომუშავდა 6,42 მილიონი ერთეული ელექტროენერგია, ხოლო ექსპლოატაციის დასაწყისიდან — 20,7 მილიონი ერთეული<ref name="fea8">{{წიგნი|სათაური=FEA Annual Report 2010|წყარო=http://www.fea.com.fj/userfiles/file/ANNUAL%20REPORT%202010%281%29.pdf|გამომცემლობა=Fiji Electricity Authority|წელი=2011|pages=8|allpages=64}}</ref><ref>{{cite web|url=http://www.fea.com.fj/pages.cfm/renewable-projects/wind-farm.html|title=Wind farm |publisher=FEA|lang=en|accessdate=2012-01-07|archiveurl=http://www.webcitation.org/64WFJdHoJ|archivedate=2012-01-07}}</ref>. 2011 წელს ექსპლოატაციაში უნდა შევიდეს ''«ნანდარივატუ„ნანდარივატუ»''-ს ჰიდროელექტროსადგური<ref name="fea8" />.
 
=== ტურიზმი ===
ფიჯის ტურისტული დარგი ჩაისახა XX საუკუნის დასაწყისში წყნარ ოკეანეში საზღვაო სავაჭრო გზების განვითარებასთან ერთად. შედეგად, 1914 წელს [[სუვა]]ში კომპანიამ ''«Union„Union Steamship Company»''-მა ააშენა სასტუმრო ''«Grand„Grand Pacific Hotel»'', რომელიც ემსახურებოდა საკრუიზო გემების მგზავრებს. მაგრამ დიდი ხნის მანძილზე [[ტურიზმი]] იმყოფებოდა ჩანასახობრივ მდგომარეობაში და განვითარების ბიძგი მიიღო მხოლოდ 1940-იან წლებში, როდესაც კუნძულების ინფრასტრუქტურაში მოხდა არსებითი ცვლილებები. აქტიურად დაიწყო გზების მშენებლობა, ხოლო 1941 წელს ქალაქ [[ნანდი (ფიჯი)|ნანდიში]] გაიხსნა [[ნანდი (აეროპორტი)|ნანდის]] [[აეროპორტი]]. მიუხედავად ამისა ნამდვილი «ტურისტული„ტურისტული ბუმი» მოხდა 1960-იანი წლების ბოლოს — 1970-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ფიჯიში მნიშვნელოვნად გაიზარდა სასტუმროს ნომრების რაოდენობა, განვითარდა საავიაციო სექტორი და ვაჭრობა გადასახადების გარეშე<ref>{{cite web|url=http://www.reservebank.gov.fj/docs/2004_01_wp.pdf|title=Modelling Tourism Demand in Fiji|coauthors=Resina Katafono, Aruna Gounder|date=2004|publisher=Economics Department. Reserve Bank of Fiji|pages=pp. 3-4|lang=en|accessdate=2012-01-08|archiveurl=http://www.webcitation.org/64Xpf462b|archivedate=2012-01-08}}</ref>.
 
თანამედროვე პირობებში ტურიზმი — ყველაზე მზარდი განვითარების დარგია ფიჯის ეკონომიკაში. ტურისტული სექტორი ყველაზე დიდი სავალუტო შემოსავლების გამო, ასევე უზრუნველყოფს 45 ათასზე მეტი ქვეყნის მოსახლეობის შრომით მოწყობას. ამასთან ერთად, ტურიზმზე მოდის ქვეყნის მშპ-ის 25 %-ზე მეტი<ref>{{წიგნი|წყარო=http://www.fijiembassydc.com/downloads/FijiToday2004-5.pdf|ნაწილი=Tourism|სათაური=Fiji Today 2004/2005|გამომცემლობა=Ministry of Information, Communications and Media Relations of Fiji|pages=49-50|allpages=84}}</ref>.
|-
| ოქტომბერი-ნოემბერი
| დევალის (დივალის) «ცეცხლის„ცეცხლის ფესტივალი»
| Diwali "Festival of Lights"
|-
959

რედაქტირება