ტაშირი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
გასწორდა შეცდომა
ხაზი 2:
 
==მხარის აღწერა==
მოიცავდა მდინარე [[დებედა|დებედის]] მარცხენა [[შენაკადი]]ს — ტაშირიწყლის (ახლანდელი სახელწოდება [[კამენკა]]ტაშირი) ხეობას. შემოსაზღვრული იყო ლოქის, ლელვარის, ყარაღაჯის და ბამბაკის მთებით. ცენტრი [[ოძუნი]] (შემორჩენილია VIII საუკუნის ცენტრალურგუმბათიანი ტაძარი, აგებული [[იოანე ოძუნელი]]ს მიერ). წყაროებში პირველად მოხსენიებულია I საუკუნეში ([[პლინიუს უფროსი|პლინიუს]] უფროსი). ამ დროს ტაშირი თრიალეთთან ერთად [[ქართლის სამეფო]]ს შემადგენლობაში შედიოდა. მომდევნო საუკუნეებშიც სომხეთის სახელმწიფოს მოსაზღვრე ტაშირი სამთავრო ქართლის შემადგენლობაში იყო. პერიოდულად იგი საცილობელი ტერიტორია ხდებოდა. ტაშირზე გადიოდა სავაჭრო-საქარავნო გზები ჯავახეთის ახალქალაქისა და აბოცისაკენ (ყარაღაჯის მთის გადაკვეთით), აგრეთვე სომხეთის ქალაქებისაკენ (ბეზობდალის მთებით). [[X საუკუნე|X საუკუნის]] დასასრულსა და [[XI საუკუნე|XI საუკუნის]] დასაწყისში ტაშირი ახალწარმოქმნილი [[ტაშირ-ძორაგეტის სამეფო]]ს იურისდიქციაში მოექცა. 1118 წლიდან კვლავ საქართველოს ტერიტორიის ნაწილი — ამირსპასალარის კუთვნილი მიწა გახდა. [[1122]] წელს შემოუერთდა [[საქართველო]]ს და სამართავად გადაეცა ჯერ [[ორბელები|ორბელებს]], შემდეგ - [[მხარგრძელები|მხარგრძელებს]]. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დროს, [[1918]] წელს ეს მხარე საქართველოს შემადგენლობაში შედიოდა. X-XIII საუკუნეებში ტაშირს ეწოდებოდა აგრეთვე მის მეზობელ ოლქებსაც; XI საუკუნეში კი, ლორის ციხის აგების შემდეგ, ტაშირის ცენტრი [[ლორე]]ში გადავიდა და მხარეც ხშირად ლორედ იწოდებოდა. გვიანდელი გეოდალური ხანის წყაროებში სახელწოდება „ტაშირი“ მხოლოდ პირვანდელი — ლოკალური შინაარსით იხმარება. ტაშირი ამჟამად [[სომხეთი]]ს ფარგლებშია მოქცეულია და ლორის ოლქში შედის.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტაშირი“-დან