ასურეთი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 4:
'''ასურეთი''' ({{lang-arc| ܐܬܘܪ}}; {{lang-he| אשור}}; {{lang-am| አሦር}}; {{lang-el| Ασσυρία}}) — ძველი სახელმწიფო დღევანდელი [[ერაყი]]ს ტერიტორიაზე. ჩამოყალიბდა [[ძვ. წ. II ათასწლეული|ძვ. წ. II ათასწლეულში]] [[შუამდინარეთი]]ს ჩრდილოეთ ნაწილში და იარსება [[ძვ. წ. VII საუკუნე|ძვ. წ. VII საუკუნის]] ბოლომდე. ამ დროს ასურეთის მოსახლეობა ეთნიკურად, ენით, კულტურით დიდად არ განსხვავდებოდა [[ბაბილონეთი|ბაბილონი]]ს მოსახლეობისაგან. [[სემიტური ენები|სემიტურ ენათა]] ოჯახში შემავალი [[ასურული ენა]] ერთიანი ასურულ-ბაბილონური ანუ აქადური ენის დიალექტია.
 
ასურელები თაყვანს სცემდნენ ღვთაებათა მთელ ბაბილონის პანთეონს, თუმცა მის სათავეში აყენებდნენ საკუთარ ასურელ ღვთაება [[აშურს|ასურს]]. ამ ღვთაების სახელი ერქვა სახელმწიფოს დედაქალაქს, ხოლო მთელი ქვეყანა "ასურის ქვეყნად", ე. ი. ასურეთად იწოდებოდა. სახელმწიფოს დედაქალაქი ასური მდებარეობდა მდინარე [[ტიგრი]]ს ნაპირზე. საკუთრივ ასურეთს თავდაპირველად ეკავა საკმაოდ მცირე ტერიტორია ტიგრის ზემო წელზე; სამხრეთით, დაახლოებით მდინარეების ქვემო ზაბისა და ტიგრის შესართავიდან აღმოსავლეთ ზაგროსისა და ჩრდილო-დასავლეთით მასიოსის მთებამდე. დასავლეთიდან ამ ვიწრო ზოლს ემიჯნებოდა სირის-მესოპოტამიის ვრცელი უდაბნო.
 
სამხრეთ შუამდინარეთისაგან ([[ბაბილონეთი|ბაბილონეთისაგან]]) განსხვავებით, სადაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ხელოვნურ რწყვას, ასურეთში მიწათმოქმედება შესაძლებელი იყო ხელოვნური რწყვის გარეშე. ასურეთის გარშემო მდებარე მთები მდიდარი იყო ნადირითა და წიაღისეულით. არქეოლოგიური აღმოჩენები მოწმობს, რომ უკვე IV ათასწლეულში აქ ჰქონიათ იმ დროის კვალობაზე საკმაოდ განვითარებული სამიწათმოქმედო კულტურა, მიწათმოქმედებასთან ერთად მესაქონლეობასაც მისდევდნენ. ბევრი მკვლევარი ფიქრობს, რომ ამ დროს ასურეთის ტერიტორიაზე უნდა ეცხოვრა ხურიტულ ანუ სუბარულ ტომებთან ახლო მდგომ არასემიტურ მოსახლეობას. თანდათანობით ამ ადგილების სემიტიზაციამ ინტენსიური ხასიათი მიიღო. დასავლეთიდან შემოიჭრა დასავლეთი სემიტური ამორეული, ხოლო სამხრეთიდან - აღმოსავლეთი სემიტური ბაბილონიის (აქადური) მოსახლეობა, ადგილობრივი ხურიტული მოსახლეობა სემიტურს შეერია. აქადური ენა სალაპარაკო ენად იქცა. ბაბილონურმა რელიგიამ და კულტურამაც ასურეთში ღრმად გაიდგა ფესვები. ასურეთის სემიტიზაციის (აქადიზაციის) პროცესი ძირითადად დასრულდა [[ძვ. წ. 2000]] წლისათვის, როდესაც ასურეთი შუამდინარეთსა და მცირე აზიას შორის მიმდინარე ინტენსიური საშუამავლო-სატრანზიტო ვაჭრობის ცენტრად იქცა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ასურეთი“-დან