სუნთქვა: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(176.221.237.133-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Otogi-ის მიერ რედაქტირებული ვერსია)
[[კატეგორია:რეფლექსები]]
[[კატეგორია:ადამიანის სხეული]]
მნიშვნელობა: ორგანიზმის ყველა ქსოვილი საჭიროებს ენერგიას, რომელიც უჯრედებში საკვები
ნივთიერებების წვისას გამომუშავდება. ამ ნივთიერებების დასაწვავად ჟანგბადია საჭირო.
ორგანიზმს ჟანგბადის მარაგი არ გააჩნია, სწორედ ამიტომ ის ორგანიზმში გარემოდან
განუწყვეტლივ უნდა შედიოდეს.
ადამიანის ორგანიზმში ჟანგბადი ჩასუნთქულ ჰაერთან ერთად ხვდება. აქედან ის
სისხლძარღვებით ყველა უჯრედამდე მიიტანება. უჯრედში ორგანული ნივთიერებების წვისას
წარმოიქმნება ენერგია, წყალი და ნახშრორჟანგი. ნახშრორჟანგმა ორგანიზმი უნდა დატოვოს.
სისხლი მას ისევ ფილტვებში გადაიტანს და ამოსუნთქვისას ჰაერთან ერთად გარეთ გამოიყოფა.
სუნთქვა იმ პროცესთა ერთობლიობაა, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზმში
ჟანგბადის მიწოდებას, მის მონაწილეობას ორგანული ნივთიერებების დაშლაში და
ნახშირორჟანგის გარემოში გამოყოფას.
ჩვეულებრივ ადამიანი ცხვირით სუნთქავს, თუ რაიმე მიზეზით ცხვირით სუნთქვა უჭირს
მაშინ ის პირით სუნთქავს.
ცხვირს რთული აგებულება აქვს. იგი ხრტილოვანი ძგიდით ორ ნესტოდ იყოფა. ნესტოების
ანონიმური მომხმარებელი