ორლანდო მეჯიკი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(→‎1989-1992: გუნდის შექმნა: clean up, replaced: სმიტმა → სმითმა using AWB)
მეჯიკის ისტორია 1992 წლის 17 მაისს შეცვალა, როდესაც გუნდმა შეძლო [[NBA დრაფტი|NBA დრაფტზე]] პირველ ნომრად არჩევა 1992 წელს. მეჯიკმა აირჩია დიდი-კაცი - [[შაკილ ონილი]] რაც ყველაზე დიდი პრიზი იყო მას შემდეგ რაც [[ნიუ-იორკ ნიქსი|ნიქსმა]] [[პატრიკ იუინგი]] აირჩია. ონილი რომელიც სიმაღლეში თითქის 216 სმ იყო, უმალვე მოახდინა მეჯიკის ლიდერობის თავის თავზე აღება და გუნდს დაეხმარა 41-41 დაესრულებინა რეგულარული სეზონი. მეჯიკი კიდევ ერთხელ გახდა [[NBA]]-ს ყველაზე გაუმჯობესებული გუნდი. ონილი კი გახდა პირველი ახალბედა, რომელიც იყო [[NBA All Star]]-ზე დამწყები მოთამაშე [[მაიკლ ჯორდანი]]ს შემდეგ 1985 წელს. ონილი ასევე გახდა 1992-93 წლების [[NBA]] წლის ახალბედა. შაკის ბრწყინვალე გამოჩენის მიუხედავად, მეჯიკი მაინც ვერ გავიდა პლეი-ოფში, რადგან ამ შედეგით გაუთანაბრდა [[ინდიანა პეისერსი|ინდიანა პეისერსს]], რომელსაც უკანასკნელი მე-8 ადგილი ეკავა.
 
მეჯიკმა კვლავ მოიგო 1993 წლის NBA დრაფტის ლატარეაში. გუკასი გადადგა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან და მისი ადგილი ბრაიან ჰილმა დაიკავა, რომელიც გუნდის ისტორიაში მე-2 მწვრთნელი გახდა. დრაფტზე მეჯიკმა კრის ვებერი აირჩია, თუმცა უმალვე გაუშვა [[გოლდენ -სტეიტ უორიორსი]]ში მე-3 ნომრად არჩეულ ენფერნი ჰარდევეის სანაცვლოდ, ასევე სამომავლოდ დრაფტის არჩევნისთვის. ონილის და ჰარდევეის დუეტით, მეჯიკი ერთერთი დომინანტი კლუბი გახდა [[NBA]]-ში, რომლებმაც შეძლეს 50 გამარჯვების მოპოვება (32 მარცხი). პირველად გუნდის ისტორიაში მეჯიკი პლეი-ოფში გავიდა [[აღმოსავლეთი კონფერენცია (NBA)|აღმოსავლეთ კონფერენციაში]] დაკავებული მე-4 ადგილით. თუმცა პირველივე რაუნდში მეჯიკი დამარცხდა [[ინდიანა პეისერსი|ინდიანა პეისერთან]] 0-3 და გუნდისთვის სეზონიც დასრულდა.
 
1994-95 წლების სეზონში, მეჯიკმა გუნდის არსებობის მე-6 წელიწადს აიყვანა ჰორას გრანტი თავისუფალ მოთამაშედ [[ჩიკაგო ბულზი]]დან. მეჯიკმა სეზონი 57-25 დაასრულა რაც საუკეთესო იყო [[აღმოსავლეთი კონფერენცია (NBA)|აღმოსავლეთ კონფერენციაში]], ასევე შეძლო გუნდმა [[ატლანტიკის დივიზიონი (NBA)|ატლანტიკის დივიზიონის]] ტიტულის მოგება, რითაც გახდა მეორე ყველაზე სწრაფი გუნდი, რომელმაც შეძლო [[NBA ფინალი|NBA ფინალში]] გასვლა. პლეი-ოფში გასულებმა მეჯიკმა შეძლო [[ბოსტონ სელტიკსი]]ს, [[ჩიკაგო ბულზი]]ს და [[ინდიანა პეისერსი]]ს დამარცხება, რასაც მათი [[NBA ფინალი|NBA ფინალში]] გასვლა მოჰყვა, აქ გასულებს კი [[ჰიუსტონ როკეტსი]] შეხვდა და გუნდისთვის სამწუხაროდ, 0-4 დამარცხდა სერიაში.
 
=== 1996-2000: პენი ჰარდევეის ერა ===
სეზონის უქმეებზე, [[შაკილ ონილი|ონილმა]] დატოვა გუნდი როგორც თავისუფალმა მოთამაშემ და გადაბარგდა [[ლოს-ანჯელეს ლეიკერსი|ლოს-ანჯელეს ლეიკერსში]]. შუა სეზონის განმავლობაში, მოთამაშეებს შორის გაუგებრობა მოხდა, რის გამოც მენეჯმენტმა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ბრაიან ჰილი გაუშვა და მისი ადგილი დროებითი მწვრთნელის სტატუსით რიჩი ადუბატომ დაიკავა დარჩენილი სეზონის განმავლობაში. ადუბატოს დროს, მეჯიკმა 21-12 დაასრულა, სრული შედეგი კი 45-37 იყო, რომელსაც პენი ჰარდევეი ლიდერობდა, ასევე გუნდის ემოციური ლიდერი დარელ არმსტრონგი, ასევე [[გოლდენ -სტეიტ უორიორსი]]დან გადმოყვანილი რონი სეიკალი. პლეი-ოფში გუნდი [[მაიამი ჰიტი|მაიამის]] შეხვდა და პირველ ორ თამაშში დამარცხდა, მეჯიკმა შეძლო სერიის გათანაბრება თუმცა გადამწყვეტ მე-5 თამაშში გუნდი დამარცხდა.
 
ამის შემდეგ მეჯიკმა ახალი სეზონისთვის მთავარ მწვრთნელად ჩაკ დელი აიყვანეს 1997-1998 წლებში. ასევე გუნდმა შეძლო ოფისისთვის დიდების დარბაზის წევრ [[იულიუს ირვინგი]]ს გადმოყვანა, რომელმაც მისცა ორლანდოს იმედები წარამტებული სეზონისთვის. სეზონში ჰარდევეიმ ტრავმა მიიღო რის გამოც ბევრი გააცდინა, საბოლოოდ სეზონი 41-41 დასრულა რის გამოც ვერ გავიდა პლეი-ოფში. სეზონის ბოლოს სეიკალი გაშვებული იქნა [[ბრუკლინ ნეტსი|ნიუ-ჯერსი ნეტსიში]].
* ყველაზე მეტი ქულა ნახევარი ტაიმის დასრულებას შემდეგ: 37 პირველ ტაიმში (ტრეისი მაკგრედი 2003 წლის 9 მარტს [[დენვერ ნაგეტსი]]ს წინააღმდეგ)
* ყველაზე მეტი ქულა ერთ პერიოდში: 25 ქულა მეორე პერიოდში (ტრეისი მაკგრედი 2003 წლის 9 მარტს [[დენვერ ნაგეტსი]]ს წინააღმდეგ)
* ყველაზე მეტი საჯარიმოდან ჩაგდებული: 21 ([[დუაიტ ჰოვარდი]] 2012 წლის 12 იანვარს [[გოლდენ -სტეიტ უორიორსი]]ს წინააღმდეგ)
* ყველაზე მეტი საჯარიმოდან ჩაგდების მცდელობა: 39 ([[დუაიტ ჰოვარდი]] 2012 წლის 12 იანვარს [[გოლდენ -სტეიტ უორიორსი]]ს წინააღმდეგ) ***[[NBA]] რეკორდი
* ყველაზე მეტი ქულა პლეი-ოფის მატჩში: 46 ([[დუაიტ ჰოვარდი]] 2011 წლის [[აღმოსავლეთი კონფერენცია (NBA)|აღმოსავლეთ კონფერენციის]] პირველ რაუნდის პირველ თამაშში [[ატლანტა ჰოუქსი]]ს წინააღმდეგ და ტრეისი მაკგრედი 2003 წლის [[აღმოსავლეთი კონფერენცია (NBA)|აღმოსავლეთ კონფერენციის]] პირველ რაუნდის მეორე თამაშში [[დეტროიტ პისტონსი]]ს წინააღმდეგ)
* ყველაზე მეტი ასისტენტი ერთ მატჩში: 30 (სკოტ სკილსი 1990 წლის 30 დეკემბერს [[დენვერ ნაგეტსი]]ს წინააღმდეგ) ***[[NBA]] რეკორდი